კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 რატომ უწევს ქმართან ჭიდაობა ნუკა კვალიაშვილს და რის გამო სჭირდება მას საყვარელი მამაკაცისგან დროებითი დასვენებები

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

მომღერალი ნუკა კვალიაშვილი ბოლო პერიოდი არსად ჩანს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ოჯახთან ერთად უცხოეთში გაემგზავრა. თუმცა, ეს ჭორია. ნუკა აქტიურად მუშაობს, ზრდის ორ უსაყვარლეს შვილს და ამბობს, რომ სულ მალე, მსმენელის წინაშე განსხვავებული რეპერტუარით წარსდგება. ხოლო, რის გამო არ ერიდება ის ექსპერიმენტებს საკუთარ თავზე, რატომ სჭირდება პატარ-პატარა განშორებები ქმართან და რას სთხოვენ მას უცნობი ადამიანები, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ნუკა, დიდი ხანია, არსად ჩანხარ – არც სატელევიზიო სივრცეში და არც კონცერტებზე. სად დაიკარგე?
– არსად დავკარგულვარ. ძირითადად, ჩემს თავს შვილებს ვუძღვნი და პარალელურად, რეპეტიციები მაქვს – ვმუშაობ ერთ-ერთ პროექტზე და ძალიან მალე გამოვჩნდები. ვწერ სიმღერებს, რომლებიც არ არის პაპსა და არც კომერციაზე გათვლილი. ეს არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც ცოტა მელანქოლიური სიმღერები მოსწონს.
– შენს ხასიათში ზის მელანქოლია?
– ძალიან, იმდენად, რომ შემაწუხებელიც კია ასეთი მუსიკის ხმები (იცინის). ბავშვობიდან სულ სხვა ჟანრს ვუსმენ და ასეთი ტიპის მუსიკა, რასაც ახლა ვწერ, ცოტა უცნაური შესაგრძნობია. ეს სიმღერები იმათზეა გათვლილი, ვისაც ცხოვრებისეული ან პირადი პრობლემები ჰქონდათ და ამ შეგრძნებებს ამ სიმღერების მოსმენის შემდეგ განცდიან.
– რადგან ცხოვრებისეულ, პირად პრობლემებს შევეხეთ, გკითხავ, ქმართან თუ გქონია პრობლემები და განშორებები?
– მარტივად გიპასუხებთ: ვაშლი თუ არ გაქვს ნაჭამი და ერთხელ გასინჯავ, მოგეწონება, მეორედ – მოგინდება, მესამედ შეიძლება, აღარ მოგინდეს, მაგრამ მეოთხედ მოგენატრება. ბანალური მაგალითია, მაგრამ ეს სიტუაცია კარგად შეესატყვისება ჩემს ურთიერთობას საყვარელ მამაკაცთან (იცინის). 11 წელზე მეტი გავიდა, რაც მე და ჩემი ქმარი ერთმანეთს ვიცნობთ და 6 წელია, ცოლ-ქმარი ვართ. ფაქტობრივად, ერთმანეთი გავზარდეთ, ერთმანეთის ყურებაში გავიზარდეთ და ბევრი რამ გამოვიარეთ. ისე ვართ დაკავშირებული ერთმანეთთან, სანამ კარს გააღებს, ვგრძნობ, რომ უნდა შემოვიდეს. როცა რაღაც მჭირდება, თვითონ მირეკავს, რამე ხომ არ გინდაო. ეს, უსიტყვო ურთიერთობაა, რომელსაც ბევრი მოგონება და წარსული აკავშირებს. თუმცა, ორივე ჯიუტები ვართ და ამიტომ ჩვენს ურთიერთობას გაბუტვა-შერიგებებიც ხშირად ახლავს თან. ერთმანეთს არ ვუთმობთ და ეს დიდი პრობლემაა. მე ჩემსას ვუმტკიცებ, ის – თავისას და ორივე ვიღლებით ამ ჭიდაობით.
– თუმცა, ამბობენ, რაც უნდა დიდი სიყვარული იყოს, პატარ-პატარა განშორებები აუცილებელიაო.
– ჩემი აზრით, საჭიროა. თუ ადამიანს ოცდაოთხი საათი არ უყურებ, რეალურია, გენატრება. მონატრება და საყვარელ ადამიანთან განშორება-დასვენებები დადებითად მოქმედებს. დაშორება-განშორება არ ვიცი, მაგრამ ცოლ-ქმარს შორის ტაიმ-აუტი რომ უნდა იყოს, ეს ფაქტია, თუნდაც ერთი კვირა. ასე რომ, ჩემი ქმართან ტაიმ-აუტები და განშორებები, მაქსიმუმ, ერთი კვირაა, მეტს ვეღარ ვძლებთ (იცინის).
– საკმაოდ, თამამ ფოტოებს დებ სოციალურ ქსელში. ამაზე ქმარი არ ეჭვიანობს, შენიშვნებს არ გაძლევს?
– ეს, საკითხი გავიარეთ. თუ თამამ ფოტოზე ცუდი კომენტარი დამიდეს, სანამ ეს მეუღლესთან ჩხუბის საბაბი გახდება, უბრალოდ, წავშლი ან იმ ადამიანს დავბლოკავ. ადრე, ნიკუშა ამაზე ბრაზობდა, მაგრამ ახლა გააცნობიერა, რომ მე მომღერალი ვარ და ხან ტოპით მომიწევს სცენაზე დგომა და ხან ლიფით. რომ ამიკრძალოს, მაშინ სახლში უნდა ჩავჯდე, ასე კი არ გამოვა და ეს მანაც იცის. არაფრის კეთება არ შემიძლია. ბომბივით ვარ – ვიკავებ თავს, ვიკავებ და ბოლოს ვფეთქდები და „ვნიავდები“ (იცინის). ამ დროს, აფეთქებულმა, შეიძლება, ოცი სიმღერა გადაბმულად ჩავწერო და სხეულში ჩაკეტილი ენერგია გარეთ გამოვუშვა. ნიკუშას ვუყვარვარ და თამამი ფოტოებისა და კომენტარების გამო, არც ეჭვიანობს და არც რაიმე პრობლემა აქვს. ისე, ზოგადად, ეჭვიანია (იცინის). აი, განშორებების მომენტში ორივეს გვეწყება ეჭვიანობები, მერე ერთმანეთს ვურეკავთ და ვრიგდებით. სერიოზული კრიზისიც გვქონდა, თუმცა, ეს არავინ იცის. იცით, რას მივხვდი? პირადი პრობლემა უფრო მაძლიერებს. უკან რომ დამაბრუნონ, არაფერს შევცვლი და მადლობელი ვარ იმის, რა გზაც გამოვიარე. ასე რომ, საყვარელ მამაკაცთან პრობლემები და განშორებები აუცილებელია, რომ მასთან სწორი მიდგომა ისწავლო  და უფრო დააფასო და დაგაფასოს. ახლა ნერვებს აღარ ვიშლი, ვისწავლე ქმართან სწორი ურთეირთობა, ის პრობლემები კი უნდა გამევლო.
– ვიცი, გიყვარს ექსპერიმენტები საკუთარ თავზე. მაგალითად, თმის ფერის ხშირი ცვლა, პირსინგ-ტატუები. იმდენ ფერზე გქონდა შეღებილი თმა და სოციალურ ქსელში დებდი ფოტოებს, ხალხი დარდობდა, ამ გოგოს თმა არ გასცვივდესო.
– ეს ექსპერიმენტები კი არა, ჩემი შინაგანი მოთხოვნილებაა (იცინის). სახეზე პირსინგი იმიტომ არ მაქვს, რომ ვიღაცამ დაინახოს და დამაკვირდეს, უბრალოდ, თავად მსიამოვნებს. იმდენად მავსებს პირსინგი, როცა ვიხსნი, ასე მგონია, სხეულის ნაწილს ვიგლეჯ (იცინის). ეს არის ის, რაც მე მომწონს და მსიამოვნებს. ენა მაქვს გახვრეტილი, ტუჩი, წარბი, ცხვირი და ყურზე 7 ნახვრეტი მაქვს. რაც შეეხება ტატუს, ძალიან მომწონს, მაგრამ უფრო ჩემი კანი მიყვარს და ვცდილობ, სხეული საქართველოში არ დავიხატო. იმდენად აღარ მომწონს ის შედეგი, რაც მაქვს, აქ აღარ გავიკეთებ. სულ 4 ტატუ მაქვს – ერთ მაჯაზე ჩემი ქმრის ზედმეტი სახელი – „ლიჩი“, მეორეზე ინგლისურად მაწერია „ყოველი დღე ჩემი ცხოვრებისა არის ჩემი ისტორიის ფურცელი“, ზურგზე „სიზმრების მცველი“ მახატია და წელზე – ჩვეულებრივი ორნამენტი. მეუბნებიან, რადგან ზურგზე „სიზმრების მცველი“ გახატია, ცუდი სიზმრებისგან დაცული იქნებიო, არადა, რეალურად, საერთოდ ვერ ვხედავ სიზმრებს (იცინის). რაც შეეხება თმას, მუქი მწვანის გარდა, ყველა ფერზე მქონდა შეღებილი. რომ მწერენ, დაგეწვება, გოგო, თმა, დაგცვივდებაო... ჯერ არ „გადავფუფქულვარ“ (იცინის).  
скачать dle 11.3