კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 როგორ გახდა ლევან კბილაშვილისთვის პატრიარქის ნაჩუქარი ჯვარი წარმატების მომტანი და რა დათმობაზე წავიდა მის გამო რუსული „ვოისის“ ხელმძღვანელობა

ნინო კანდელაკი ანი რევია

მომღერალი ლევან კბილაშვილი ფართო მასებმა ქართული შოუ-კონკურსიდან გაიცნო. უკვე ერთი წელია, ლევანი მოსკოვში ცხოვრობს. წელს კი გადაწყვიტა, რუსულ „ვოისში“ ეცადა ბედი. წარმატებით გაიარა შესარჩევი ტური, ჟიურის წევრის, კონსტანტინე მელაძის გუნდში მოხვდა და რინგზეც საკმაოდ კარგ შედეგს დებს. ჩვენ ლევანს მოსკოვში დავუკავშირდით და ამბები გამოვკითხეთ.
– რატომ გადაწყვიტე ბედი რუსულ „ვოისში“ გეცადა?
– ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა. ბოლო პერიოდში, სცენას მოვწყდი და აღარ ვმღეროდი. ისე მოხდა, რომ მეგობრებთან ერთად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ქასთინგი გამოცხადდა და ვიფიქრე, ვცდი-მეთქი. შარშანაც გავდიოდი კონკურსის შესარჩევ ტურზე, მაგრამ იმდენი კონკურსანტი იყო, რიგმა არ მომიწია, რომ სცენაზე გავსულიყავი. ერთი წელი მოსკოვში „გავიჭედე“. თუმცა, წელს გამიმართლა, გავედი, ქართული სიმღერა ვიმღერე და კონსტანტინე მელაძე შემომიბრუნდა. ახლა ის ჩემი მენტორია, მის გუნდში ვარ.
– პროფესიით იურისტი ხარ. იურისტი-მომღერალი ახლა რა ეტაპზეა?
– ახლა ნოკაუტში ვარ, მესამე ეტაპია და ნახევარფინალამდე, ბოლო ტურიღა დამრჩა. იმედი მაქვს, გადავალ. ადრე ასე არ ვფიქრობდი, თუმცა, ყველაფერი ისე შემოტრიალდა, უკვე იმედიანად ვარ. ორივე გამოსვლაზე ქართული სიმღერა ვიმღერე და მაყურებლისა და ჟიურის წევრების სიმპათია დავიმსახურე. ახლა მთავარია, რა სიმღერას ამირჩევენ, ვისთან ერთად გამანაწილებენ და რა განწყობა იქნება.
– როცა შესარჩევ ტურში ქართული სიმღერა იმღერე, ეს რისკი არ იყო? ჩოხით გამოხვედი – ეს ვინმემ გირჩია თუ ესეც შენი იდეა იყო?
– ხელმძღვანელობა დათმობაზე წავიდა, თავიდან სასტიკი უარი მითხრეს, მერე კი დამთანხმდნენ და ქართულად მამღერეს „პატარა გოგო“. ეს სიმღერა მხოლოდ დაკარგულ გოგონაზე არ არის, მასში სამშობლო, ქვეყანა მოიაზრება. ამიტომ გადავწყვიტე, ქართულ სამოსში ჩაცმული ქართულად ვიმღერებ და ამით ხაზს გავუსვამ, ვინ ვართ ქართველები და რა შეგვიძლია-მეთქი. ჩოხაში სიმღერა სხვანაირ სტიმულს, ენერგეტიკას და ძალას მაძლევს. თუმცა, იქ ყველა დეტალს ყურადღებას აქცევენ – კონკურსანტებზე დიზაინერები მუშაობენ. მე ჩემი შინაგანი განწყობა ჩოხით გამოწყობილმა ვაჩვენე და უნდა გენახათ, კონკურსანტები რა გაოცებულები  მიყურებდნენ – რა აცვიაო (იცინის).
– ლევან, ხომ არ გაქვს რაიმე თილისმა, რომელსაც სცენაზე გასვლის წინ იკეთებ?
– პატრიარქმა ილია მეორემ დამლოცა წამოსვლის წინ და ჯვარი მაჩუქა. ამ ჯვარს, განსაკუთრებულ, საპასუხისმგებლო დღეებში ვიკეთებ და დიდ ძალას მაძლევს. ეს ჯვარი მეკეთა, როცა ამ კონკურსზე გავედი და დღესაც მიკეთია. ეს ჩემი წარმატების მომტანი თილისმაა.
– გამონაკლისი დაუშვეს და მეორე ტურზეც ქართული სიმღერა გამღერეს, თუმცა სომხური ენის სწავლაც მოგიწია. არ გაგიჭირდა?
– პირველ ტურში ქართულ ნამღერს დიდი გამოხმაურება ჰქონდა და კონსტანტინე მელაძემ გადაწყვიტა – მოდი, რამე საინტერესო კიდევ შევთავაზოთო. ნარეკი, ვისთან ერთადაც უნდა გამოვსულიყავი რინგზე, თავისი ქვეყნის, სომხეთის ძალიან მაგარი პატრიოტია. სიმღერის არჩევაზე რომ ვსაუბრობდით, ისე გავერთე, თურმე ქართულად ველაპარაკებოდი მთელი ათი წუთი და გამაჩერა: ლევან, რა გინდა გამაგებინეო (იცინის). დავმეგობრდით და კონსტანტინემ გვითხრა, ისეთი სიმღერა მოიფიქრეთ, თქვენი სამშობლო რომ მაჩვენოთ. ხაზი უნდა გაუსვათ – საიდან და ვინ ხართო. „მახინჯი ვარ“ რუსეთში ძალიან პოპულარულია და ნარეკის იდეა იყო, მოდი ეს ვიმღეროთ ორ ენაზეო. ნარეკი ქართულად ამ სიმღერას მღეროდა, მე კი – სომხურად, სულ სამი სიტყვის სწავლა მომიწია და ჩავამღერე (იცინის). კონსტანტინემ მე ამირჩია და გადამიყვანა შემდეგ ტურში.
– მოსკოვში ვისთან ერთად ცხოვრობ?
– ბოლო ერთი წელი, რაც მოსკოვში ვარ, ძალიან რთული პერიოდი გავიარე. ეს იყო ყველაზე რთული ცხოვრებისეული გამოცდა. თბილისში ყველაფერი აწყობილი დავტოვე და აღმოვჩნდი ქალაქში, სადაც არ არის მზე, მინუს ოცი გრადუსი ყინვაა და ხალხს არ სცალია შენთვის. მოსკოვი ადამიანებს ან იღებს, ან – არა. ძალიან ბევრი ვიწვალე, რომ მოსკოვს მივეღე, ბევრი რამ გავიღე – ემოციები, ნერვები... ამის სიტყვებით გადმოცემა რთულია. აქ შეყვარებულ გოგონასთან ვცხოვრობ. ოლია მოსკოველია და არის ადამიანი, ვინც სტიმულს მაძლევს და ყველაზე მაგარი გულშემატკივარია. ოთხი წლის წინ გავიცანი, მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და დღემდე, ერთად ვართ. ოლია, მაგარი გოგო მყავს (იცინის).
– კონსტანტინე მელაძე როგორი მენტორია, რას გეუბნება კულისებში?
– კონსტანტინე მელაძე რომ თავის სფეროში პროფესიონალია, ეს უდავოა, მაგრამ ამასთან ერთად, მაგარი ადამიანი და მეგობარია. მასთან ურთიერთობით გაოცებული ვარ. ძალიან კულტურული და თავმდაბალი ადამიანია. იცით, ჩემგან რა უკვირს? ოთახში რომ შემოდის, ფეხზე ვდგები და ეცინება, ამბობს, ეს მხოლოდ ქართველს შეუძლია, უფროსი ადამიანი შემოვიდეს და ფეხზე წამოუდგესო (იცინის). ეს ფასეულობები აქ დაკარგულია, ჩვენ კი გენეტიკაში გვიზის. მან, ჩემი ბედი უკვე გადაწყვიტა, როცა მომიბრუნდა. ერთად რომ ვმუშაობთ, თავადაც გახარებულია.
– როგორ გგონია, რუსეთი ქართველს მოგცემს შანსს, გახდე ამ ქვეყნის პირველი ხმა?
– ჩემს თავში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ჩემი ქართველობა თუ შემიშლის ხელს, ამაზე არ მიფიქრია. კონსტანტინემ მითხრა, მომავალ ტურში ისეთი სიმღერა შეგირჩიე, ამით გახდები პოპულარულიო. ისეთი კონტრაქტი დავდეთ, რომ გავიმარჯვო, ჩათვალეთ, ერთი წელი დედამიწას მოვწყდები და თუ ძალა დამრჩა, მერე დავბრუნდები (იცინის).
– შენზე ამბობენ, რთული ხასიათი აქვს, გადაწყვეტილებებს რთულად იღებსო. ასეა?
– ზოდიაქოთი „ტყუპები“ ვარ და გაორება მჭირს (იცინის). სულ ვფიქრობ, რაღაც შევცვალო, ერთ ადგილას ვერ ვჩერდები და გადაწყვეტილების მიღებაზე იმდენ ხანს ვფიქრობ, ბოლოს შეიძლება, აღარ მომინდეს და გადავიფიქრო. თუმცა, ზოგჯერ, ისეთ გადაწყვეტილებას ვიღებ, ახლობლები შოკში ვარდებიან. მაგალითად, ასეთი იყო მოსკოვში წამოსვლა. სიყვარულშიც მკაცრი ვარ, რთული ხასიათი მაქვს, მაგრამ ოლიასთან არ მიჭირს ურთიერთობა. ასეთი ყურებამდე შეყვარებული ჯერ არ ვყოფილვარ (იცინის). მისი გულის მოსაგებად არც ფანჯარასთან დგომა და სერენადის ფიალით ხელში სიმღერა დამჭირვებია. შეყვარებული კაცის სახელით დავდივარ ამ ქვეყანაზე და უსიტყვოდ, თვალებით შემიძლია, საყვარელ ქალს ვუთხრა: „მიყვარხარ!“ ოლიას სიყვარული მაძლევს სტიმულს და ძალას, გამარჯვებისთვის ვიბრძოლო.
скачать dle 11.3