კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 მტკიცებულებაზე დაფუძნებული წარმატება მკურნალობაში

ნინო კანდელაკი სოფი ლორია


ტრიმეკორი MR (ტრიმეტაზიდინი)


პროფესორი ვახტანგ ჭუმბურიძე (აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის თერაპიისა და სამედიცინო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის თერაპიის დეპარტამენტის პროფესორი, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების საპატიო პრეზიდენტი).
– ბატონო ვახტანგ, კარგადაა ცნობილი, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მთელს მსოფლიოში სიკვდილობის მთავარ მიზეზად არის მიჩნეული. როგორია მათი გავრცელება საქართველოში?
– სამწუხაროდ, სიტუაცია საქართველოში, ამ მხრივ, საკმაოდ მძიმეა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გავრცელება საქართველოში მაღალია: 50 პროცენტზე მეტი არტერიულ ჰიპერტენზიაზე მოდის,  მეორე და მესამე ადგილი გულის იშემიურ დაავადებას და ცერებროვასკულურ დაავადებებს უკავიათ. გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში  69 პროცენტია და პირველ ადგილზე კვლავ გულის იშემიური დაავადებით გამოწვეული სიკვდილობა რჩება.
– უკანასკნელ წლებში საქართველოში გულის იშემიური დაავადების ინტერვენციულ და ქირურგიულ მკურნალობაში დიდი წარმატებებია მიღწეული. როგორ ფიქრობთ, რამდენად წარმატებულია ამ დაავადების მედიკამენტოზური მკურნალობა?
– მედიკამენტოზური მკურნალობა აუცილებელია ნებისმიერ შემთხვევაში, მით უმეტეს, თუ ქირურგიული ჩარევის შემდეგაც რჩება დაავადების განვითარების დამატებითი რისკი. ამ რისკზე ზემოქმედება შესაძლებელია ოპტიმალური (სრულყოფილი) მედიკამენტოზური თერაპიით. ოპტიმალური მედიკამენტოზური თერაპია გულისხმობს სხვადასხვა მოქმედების მექანიზმის მქონე რამდენიმე პრეპარატის ერთდროულ გამოყენებას, რაც უზრუნველყოფს ეფექტურ კომპლექსურ მკურნალობას. ცნობილია, რომ ინტერვენცია (სტენტირება) ან ქირურგიული ჩარევა (შუნტირება) განსაკუთრებით ეფექტურია დაავადების მწვავე ფორმების დროს, მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტის, მწვავე კორონარული სინდრომის... ასეთ სიტუაციაში ინტერვენციული ჩარევის ეფექტურობა არანაირ ეჭვს არ იწვევს. რაც შეეხება იშემიური დაავადების ქრონიკულ მიმდინარეობას, მაგალითად, სტაბილურ სტენოკარდიას, ასეთ შემთხვევაში საჭიროა სწორი გადაწყვეტილების მიღება მედიკამენტოზური და ინტერვენციული თერაპიის ერთდროული გამოყენების ან ერთ-ერთი, კონკრეტულ შემთხვევაში უფრო გამართლებული მეთოდის არჩევის თვალსაზრისით.
– სწორედ სტაბილურ სტენოკარდიაზე მინდა, გკითხოთ, რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და როდის მივმართოთ ექიმს?
– სტაბილური სტენოკარდიის დროს ავადმყოფი უჩივის მოჭერით ან სხვა ხასიათის ტკივილს გულ-მკერდის არეში (უპირატესად მკერდის ძვლის უკან) ან ატიპურად – სხვა მიდამოში, რომელიც უკავშირდება ფიზიკურ დატვირთვას ან ფსიქო-ემოციურ გადაძაბვას, იხსნება ნიტროგლიცერინის მიღებით ან დატვირთვის შეწყვეტით. მსგავსი შეტევების არსებობისას, იმისდა მიუხედავად, თუ რა სიხშირითა და ინტენსივობით წარმოიშვება ისინი, ავადმყოფმა დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.
– რამდენად ეფექტურია სტაბილური სტენოკარდიის მედიკამენტოზური მკურნალობა?
– სტაბილური სტენოკარდიის მკურნალობა მოიცავს სიმპტომების კონტროლს (შეტევების შემცირებას ან თავიდან აცილებას) და დაავადების პროგნოზის (მიმდინარეობის ) გაუმჯობესებას. სიმპტომების კონტროლი უპირატესად არტერიულ წნევაზე და გულისცემის სიხშირეზე მოქმედი პრეპარატების გამოყენებით მიიღწევა, მაგალითად, ბეტა-ბლოკერები, კალციუმის ანტაგონისტები, ნიტრატები. პროგნოზზე ასპირინი, აგე-ინჰიბიტორები და სტატინები მოქმედებენ. სიმპტომების კონტროლის თვალსაზრისით, უკანასკნელ წლებში სტენოკარდიის მართვის  საერთაშორისო რეკომენდაციებში დაემატა 2 პრეპარატი – ტრიმეტაზიდინი და რანოლაზინი, რომლებიც ეგრეთ წოდებული, მეტაბოლური თერაპიის წარმატებად განიხილება.
– თუ შეიძლება, აგვიხსენით მეტაბოლური თერაპიის როლი სტენოკარდიის მკურნალობისას?
– მე შევეცდები თქვენს შეკითხვას ტრიმეკორის (ტრიმეტაზიდინის) მაგალითზე გავცე პასუხი. ტრიმეკორ MR ანტი-იშემიურ (სტენოკარდიის საწინააღმდეგო) მოქმედებას გულის მეტაბოლიზმის გაუმჯობესების ხარჯზე ახორციელებს, არ მოქმედებს ჰემოდინამიკურ მაჩვენებლებზე (წნევაზე და გულისცემის სიხშირეზე), ახორციელებს მიოკარდიუმის დაცვას ჟანგბადის ნაკლებობის (იშემიის) პირობებში; აქვს უნარი, დამატებით განახორციელოს მიოკარდიუმის დაცვა თანმხლები გულის უკმარისობის, შაქრიანი დაიბეტის არსებობისას ან კორონარული რევაკულარიზაციის პროცედურის დროს.
– რა გვერდით მოვლენებს უნდა ველოდეთ ტრიმეკორის გამოყენებისას?
– უნდა აღინიშნოს, რომ ტრიმეკორით მკურნალობას ავადმყოფები  ადვილად იტანენ. ყველაზე ხშირად გვერდითი მოვლენები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ვლინდება:  ესენია: გულისრევა, ღებინება, რაც იშვიათად ვითარდება. შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, როგორც ნებისმიერი მედიკამენტის მიღების დროს.
– შესაძლოა თუ არა ტრიმეკორ MR-ის მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად?
– დიახ. შესაძლებელია მისი მოქმედების მექანიზმიდან და ნაკლები ტოქსიკურობიდან გამომდინარე. მისი გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეგრეთ წოდებული, კომბინირებული თერაპიის სქემის შექმნის დროს, როდესაც ძირითად ჰემოდინამიკაზე მოქმედ პრეპარატებთან ერთად ინიშნება ტრიმეკორი, რომელიც აძლიერებს აღნიშნული პრეპარატების ეფექტს. ყოველივე ეს განაპირობებს სტენოკარდიული შეტევების სიხშირის შემცირებას ან სრულ ლიკვიდაციას.
скачать dle 11.3