კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 როგორ უნდა ჩადგეთ ფორმაში სახლში მომზადებული ცხიმის დამწველი კოქტეილებით

ნინო კანდელაკი ანი რევია

ხშირ შემთხვევაში, ცხიმი მთელ სხეულზე არ ნაწილდება და ძირითადად, სხეულის რომელიმე კონკრეტულ მონაკვეთზე გროვდება, მაგალითად: მუცელზე, საჯდომზე, გვერდებზე და ასე შემდეგ. თუ გადახვალთ სწორ კვებაზე, დაიწყებთ ვარჯიშს და ამას დაამატებთ ცხიმის დამწველ კოქტეილებს, რომელთა რეცეპტებსაც შემოგთავაზებთ, მაშინ შედეგი გარანტირებული გექნებათ. ასეთ კოქტეილებს კი სახლის პირობებშიც მარტივად მოამზადებთ.
* იმბირის, კიტრის, ლიმონისა და პიტნის კოქტეილი – აწყნარებს კუჭ-ნაწლავის სისტემას, გამოაქვს ზედმეტი სითხე, აჩქარებს მეტაბოლიზმს. აიღეთ 2 ლიტრი სუფთა წყალი, 1 ჩაის კოვზი გახეხილი იმბირი, 1 გათლილი და მრგვალად დაჭრილი კიტრი, 1 წვრილად დაჭრილი ლიმონი, 10 ფოთოლი პიტნა. ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში, დასხით წყალი და შეინახეთ მაცივარში, მთელი ღამის განმავლობაში. ეს რაოდენობა 1 დღე-ღამის განმავლობაში უნდა მიიღოთ.
* კომბოსტოს, წიწაკის, პომიდვრის, ტომატისა და ნიახურის კოქტეილი – ეს ნაზავი, შესანიშნავად წვავს ცხიმებს. აიღეთ 1 თავი კომბოსტო, 2 ცალი გრძელი ტკბილი წიწაკა, 4 პომიდორი, 100 გრამი ნიახური და 500 მილილიტრი ტომატი. ბოსტნეული წვრილად დაჭერით და დაასხით ტომატის წვენი. გაზზე დადგით, მიიყვანეთ დუღილამდე და გადმოდგით. შეინახეთ მაცივარში. შეგიძლიათ, მიირთვათ, ნებისმიერი რაოდენობით, ცივ მდგომარეობაში.
* ლიმონის, კივისა და პიტნის კოქტეილი – აჩქარებს მეტაბოილიზმს. 1 კივი, 1 ლიმონის ნაჭერი, 7 ფოთოლი პიტნა და 100 მილილიტრი წყალი დააბლენდერეთ და დაუმატეთ  1 სუფრის კოვზი თაფლი.
* გრეიპფრუტის, ანანასის, კეფირის, გოგრის თესლისა და ქოქოსის კარაქის კოქტეილი – 4 ნაჭერი ანანასი, მეოთხედი გრეიპფრუტი, 250 მილილიტრი კეფირი, 30 გრამი გოგრის თესლი, 30 გრამი ქოქოსის კარაქი ან ზეთი დააბლენდერეთ და მიირთვით.
* კეფირის, წიწაკის, დარიჩინისა და იმბირის კოქტეილი – 250 მილილიტრი კეფირი, ნახევარი ჩაის კოვზი წითელი წიწაკა, ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი და იმბირი კარგად დააბლენდერეთ და მაშინვე დალიეთ, უმჯობესია, ძილის წინ.
* ტკბილი კოქტეილი – 250 მილილიტრი წყალი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი, ერთი დარიჩინის ჩხირი, კარგად დააბლენდერეთ და  მიიღეთ დილით. ის მოგცემთ ენერგიას და კარგ განწყობაზე დაგაყენებთ.
ეს კოქტეილები შეგიძლიათ, გამოიყენოთ შიმშილის დროს, როგორც  საკვები. ისინი გაწვდიან ვიტამინებს და არ შეიცავენ ზედმეტ კალორიებს.
იმისათვის, რომ ეფექტი გააძლიეროთ, ყოველდღიურ საკვებ რაციონში შეიტანეთ წვნიანი, სანელებლები, თხილეული, მწვანილი, იოგურტი, კეფირი, რძე, იმბირი, სელის თესლი, სტაფილო, კიტრი, წიწაკა, ისპანახი, სალათის ფურცელი. ამასთან ერთად, თუ თქვენ დაკავდებით ვარჯიშით, ძალიან მალე შეამჩნევთ, რომ თქვენი სხეულიდან ცხიმი ნელ-ნელა ქრება და სასურველ ფორმაშიც მალე ჩადგებით.
скачать dle 11.3