კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 რატომ შეხვდა საქართველოს „ჩეკას“ უფროსი ბერია ლევილში ქართული ემიგრაციის თავკაცებს საიდუმლოდ

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ამერიკელი მკვლევარ-ისტორიკოსი ჯეიმს ბარდენი წერს: „ბერიაზე მოძიებული საბუთებით ირკვევა, რომ ის ძალიან განათლებული, გონიერი და ინტელიგენტი ადამიანი ყოფილა. მნიშვნელოვანია ის, რომ ლავრენტი ბერიას, თურმე, უდიდესი წვლილი მიუძღვის ცნობილი ქართულ-ეროვნული საგანძურის სამშობლოში დაბრუნებასა და მის შენახვაში...“
საგულისხმო ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც 2007 წელს ჯეიმს ბარდენმა ამერიკულ პრესაში თავისი კვლევის ფრაგმენტი გამოაქვეყნა, სადაც ის ბერიაზე საუბრობს, მას კვლევის შეკვეთაც გაუუქმეს და მოსკოვში მდებარე პრეზიდენტის არქივიდანაც ამოაკვეთინეს ფეხი.
ბერიას პატრიოტიზმი საკმაოდ გავრცელებული თემაა. ამ საკითხმა ბერიას ფალსიფიცირებულ სასამართლო პროცესზე დიდი დოზით გაიჟღერა. თუმცა, მაშინ მას ულტრანაციონალისტი უწოდეს. სხვა მრავალ პატრიოტულ ქმედებასთან ერთად, რაც ბერიას საქართველოსთვის განუხორციელებია, ალბათ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ქართული ეროვნული საგანძურის სამშობლოში დაბრუნება. ამ ისტორიიდან, ერთი შეხედვით, თითქმის ყველაფერია ცნობილი – სულმნათი ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი ქართველებმა სათანადოდ შეაფასეს და ის, დამსახურებისამებრ, წმიდანად შერაცხეს. თუმცა, სიტყვაც კი არაა ნათქვამი ბერიას წვლილზე ამ საქმეში. არა და, ლავრენტი პავლოვიჩი სასიცოცხლოდ იყო დაინტერესებული ამ საკითხით. ლავრენტი ბერიას ვაჟი სერგო ბერია იხსენებდა: „მამაჩემს ძალიან უყვარდა საქართველო და მისთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ტყუილია, რომ ლავრენტი ბერია საქართველოს ჯალათი იყო. პირიქით – საყოველთაო რეპრესიების პერიოდში, როდესაც საბჭოეთში ზღვა სისხლი იღვრებოდა, საქართველო ამ სტატისტიკით ბოლო ადგილზე იმყოფებოდა. რა თქმა უნდა, საქართველოშიც ხვრეტდნენ ადამიანებს, იყვნენ უდანაშაულონიც, მაგრამ მათი რიცხვი ძალიან მცირე იყო. მამა ყოველთვის ცდილობდა, გაეკონტროლებინა ეს პროცესი და ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც პირადად მამაჩემის ძალისხმევითა და პირადი პასუხისმგებლობით ამოუღიათ ადამიანები დასახვრეტთა სიიდან. ალბათ, ბევრმა არც იცის, რომ ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად ქართული საგანძურის სამშობლოში დაბრუნებაში მამაჩემსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის. მამა ჯერ კიდევ საქართველოს „ჩეკას“უფროსობის პერიოდიდან ინარჩუნებდა კავშირს ლევილის მამულში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან და კერძოდ, ექვთიმე თაყაიშვილთან. სასამართლო პროცესზე კი, სადაც მამას მუსავატებისა და ბრიტანეთის აგენტობაში დასდეს ბრალი, მენშევიკური საქართველოს სასარგებლოდ აგენტობის თემამაც გაიჟღერა. ამისი საფუძველი კი ის იყო, რომ მამა რამდენიმეჯერ პირადად ფარულად შეხვდა ქართული ემიგრაციის ზოგიერთ წარმომადგენელს და მათ შორის ექვთიმე თაყაიშვილსაც. ამ შეხვედრებზე კი „შპიონურ“ საქმიანობაზე კი არ იყო ლაპარაკი, არამედ ქართულ-ეროვნულ საგანძურზე, რომელიც სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო“.
სერგო ბერია მართალია, ლავრენტი ბერია, იყო რა საქართველოს ძალოვანი სტრუქტურის მეთაური, ყალბი პასპორტით გაემგზავრა საფრანგეთში და იქ ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილსა და ექვთიმე თაყაიშვილს შეხვდა და მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული განძის სამშობლოში დაბრუნებაზე ესაუბრა. როგორც ცნობილია, ბერიამ და ქართველ ემიგრანტთა სამეულმა განიხილეს განძის დაბრუნების რამდენიმე ვარიანტი და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ჯერჯერობით (1932 წელს) საგანძურის დაბრუნება მიზანშეუწონელი იყო, ეს უსაფრთხო არ იქნებოდა, რადგან საკავშირო მთავრობა მის მოსკოვში დაბინავებას მოისურვებდა, ამიტომ ბერიას აზრით, უმჯობესი იყო, ეს საუნჯე დროებით კვლავ პარიზში დარჩენილიყო და რომ პირადად ბერია თავისი გავლენის წყალობით ხელს შეუწყობდა განძეულის უსაფრთხოდ დაცვას პარიზის ბანკში და თუ საჭიროება შეიქმნებოდა, სხვაგანაც... და, მართლაც, ბერიას მითითებით, პატრიოტულად განწყობილი ქართველი ჩეკისტების სპეციალური ჯგუფი უზრუნველყოფდა განძის უსაფრთხოებას საფრანგეთში. ეს ყველაფერი კი ოფიციალურ საბუთებში „პრავდებოდა“, როგორც სადაზვერვო ოპერაცია. რამდენიმეჯერ განძის პარიზის ბანკში შენახვის საფასური საიდუმლოდ „ჩეკას“ სპეცფონდიდანაც კი გადაიხადა. ხოლო საფრანგეთის ოკუპაციის დროს, როდესაც „ესესმა“ ქართული საგანძურის ხელში ჩაგდება სცადა, „ჩეკას“ უკვე სპეცოპერაცია ჰქონდა ჩატარებული განძის გადამალვის მიზნით... ხოლო, ეროვნული საგანძურის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ბერიამ მთავრობას სპეციალური დადგენილება მიაღებინა, რითაც აიკრძალა მისი საქართველოდან გატანა. ბერიამვე გააკეთებინა შესაბამის სპეციალისტებს საგანძურისთვის სპეცსაცავი, რომ ძვირფასი ნივთები არ გაფუჭებულიყო. სწორედ ბერიამ, იხსნა ექვთიმე თაყაიშვილი  დაპატიმრებისგან და ყველა პირობა შეუქმნა ნაყოფიერი მუშაობისთვის.
скачать dle 11.3