კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 რატომ გადასცა სტალინმა იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ნათესავს მეფის ოჯახისთვის გამოტანილი განაჩენის ჩანაწერი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

საყოველთაოდ გავრცელებული აზრია, რომ სტალინი ყოველგვარ სენტიმენტალობას იყო მოკლებული და მის ულმობელ ნატურას სიბრალულის ნატამალიც არ გააჩნდა. თუმცა ირკვევა, რომ ეს მთლად ასე არ ყოფილა. პროფესორი პავლე სერებრიანსკი წერს: „სტალინი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ნებისყოფის ძლიერი პიროვნება იყო და მტირალას მას ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ირკვევა, რომ არც ცრემლი ყოფილა მისთვის უცხო ხილი. ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ნადეჟდა ალილუევას რომ ვასაფლავებდით, სტალინმა გაფითრებული, ცივი სახით, მთელი გზა ფეხით იარა. მდუმარედ გაიარა სასაფლაომდე და თვალიდან ცრემლი არ გადმოგორებია. სასაფლაოზე რომ მივედით, სტალინი თვალით მოვძებნე და ვერსად აღმოვაჩინე. ამ დროს კაგანოვიჩი ამომიდგა გვერდით და მიჩურჩულა, – მარცხნივ გაიხედე, ნაძვისკენო... გავიხედე და სტალინს მოვკარი თვალი, რომელიც ცრემლს იშრობდა. შემდეგ შეყოვნდა, რომ დამშვიდებულიყო. კუბოსთან მივიდა, ცოლს შუბლზე აკოცა და გამოემშვიდობა...“ სტალინის ცრემლი რეგულარული „მოვლენა“ არ ყოფილა, თუმცა ბელადმა სერგეი კიროვის სიკვდილიც ცრემლებით განიცადა და მფრინავ ვალერი ჩკალოვის ტრაგიკული დაღუპვაც... ხოლო  ის, რაც სტალინმა 1952 წლის ივნისში მოიმოქმედა, დიდი საბჭოთა ბელადის ნაცნობ ნატურაში ნამდვილად ძნელად ჯდება და დაუჯერებელია. 1952 წლის 22 ივნისს სტალინის კაბინეტში წარმოსადეგი გარეგნობის, მაღალი, სოლიდურად ჩაცმული მამაკაცი შევიდა. ის ბრიტანეთის მოქალაქე, 40 წლის პეტრე რომანოვი იყო, რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის ბიძაშვილის შვილი. სტუმარი ლონდონიდან პირადად სტალინის მოწვევით ჩამოვიდა.  მოგვიანებით პეტრე რომანოვმა მემუარები გამოსცა, რომელშიც დაწვრილებით აღწერა საბჭოთა ბელადთან შეხვედრის დეტალები. პეტრე რომანოვის მემუარებში ვკითხულობთ: „სტალინის მოწვევა ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და დამაინტრიგებელი იყო. მასში მოწვევის მიზეზი არ ეწერა. მოსკოვში რომ ჩავედი, აეროპორტში, ჩემდა გასაკვირად, ჩემი ნათესავი, ივანე რომანოვი დამხვდა, რომელიც დიდი ხნის დახვრეტილი მეგონა. ის კი ცოცხალი აღმოჩნდა და 82 წლისა მშვენივრად გამოიყურებოდა.
– პეტრუშა, როგორ ხარ? – მომიკითხა ივან ანდრეევიჩმა და მას დაწვრილებით მოვუყევი ჩვენი ნათესაობის ყოფის შესახებ ბრიტანეთსა და საფრანგეთში, ხოლო, როდესაც დავინტერესდი, თუ რატომ მომიწვია სტალინმა მოსკოვში, მან მხრები აიჩეჩა და მიპასუხა:
– არაფერი ვიცი, პეტრუშა. მე მხოლოდ შენი დახვედრა მთხოვესო.
ივან ანდრეევიჩს კრემლის შესასვლელთან დავშორდი. სტალინთან კი მისი მდივანი, პოსკრებიშევი შემიძღვა და უკან გაბრუნდა. სტალინი შუა ოთახში შემომეგება. ხელი ჩამომართვა, რბილ სავარძელში დამსვა, თავადაც ჩემ წინ მოთავსდა და ჯერ დაწვრილებით გამომკითხა, კერძოდ, რომანოვების ყოფაზე საზღვარგარეთ, ზოგადად კი, ემიგრირებულ თავად-აზნაურობაზე და ასეთი ფრაზა „გადმომიგდო“, – ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, რომ ეს ხალხი თავის სამშობლოს დაუბრუნდესო. უკვე ნახევარი საათი ვსაუბროდით, მაგრამ ჩემი მოწვევის ნამდვილი მიზეზი მაინც ვერ გავარკვიე. უცებ სტალინმა თვალი თვალში გამიყარა და მითხრა:
– იცით, პეტრე, იმპერატორ ნიკოლოზ მეორისა და მისი ოჯახის სიკვდილით დასჯა დიდ დანაშაულად მიმაჩნია და ამ ამბავზე ხშირად ვფიქრობ.
მასპინძლის სიტყვები იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ისიც კი გავიფიქრე, ხომ არ მომეჩვენა-მეთქი. სტალინი ოქტომბრის რევოლუციის ბელადებს, ფაქტობრივად, დამნაშავეებად აცხადებდა. ანუ, იმეორებდა ყველაფერ იმას, რასაც 1918 წლიდან მოყოლებული, თითქმის ყოველდღე წერდნენ.
– გიკვირთ, ალბათ, ჩემი სიტყვები, – გამიღიმა სტალინმა.
– სიმართლე გითხრათ, ძალიან, – ვუპასუხე სტალინს. მას კვლავ გაეღიმა და მითხრა:
– მე მაშინაც კი წინააღმდეგი ვიყავი ასეთი აქციის, როდესაც ლენინმა იმ პოლიტბიუროს სხდომაზე იმპერატორის მიერ ჩადენილი ამბები მოყვა, რათა უმრავლესობის მხარდაჭერა მოეპოვებინა, ხოლო ტროცკიმ კი მას სხვა ფაქტები დაამატა.
ლაპარაკი იყო 1918 წლის ივლისის პოლიტბიუროს სხდომაზე, როდესაც მეფის ოჯახს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.
– დიახ. ცუდი რამ მოხდა, მაგრამ მას მერე ოცდათოთხმეტი წელი გავიდა და მხოლოდ ჩვენ (რომანოვები ვიგულისხმე) თუ გვახსოვს ეს ისტორია.
სტალინმა შემომხედა და მითხრა:
– თავადო, ბოროტმოქმედებას ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია. ვიმეორებ, რომ ილიჩს ეს საქმე ტროცკიმ გააკეთებინა, ამ აქციის მოწყობა სწორედ იმ ბოროტმოქმედის ინტერესებში იყო. მე, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი წავედი და მხოლოდ ისღა შევძელი, რომ ამ საშინელებას ორჯონიკიძემ და მახარაძემაც არ დაუჭირეს მხარი. თუმცა, მაინც უმცირესობაში აღმოვჩნდით.
სტალინმა გამომშვიდობების წინ იმ პოლიტბიუროს სხდომის ოქმის ასლები გადმომცა, რომელზეც მეფის ოჯახის ყველა მკვლელისა და მკვლელობის მოწინააღმდეგის პოზიციებია დაფიქსირებული...“
დღემდე გამოცანად რჩება, რატომ გააკეთა ეს სტალინმა – მასში სენტიმენტალობამ იმძლავრა თუ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოინანია ის საქციელი, რომელიც მას არ ჩაუდენია.
скачать dle 11.3