კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 როგორ ვუშველოთ მუცლის შებერილობას

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

მეტეორიზმი ჯანმრთელ ადამიანებსაც აწუხებთ, თუმცა უმეტესად ის მაინც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რომელიმე დაავადების გამოხატულებაა.
* ქრონიკული პანკრეატიტი – ორგანიზმს არ ჰყოფნის კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ფერმენტები და შებერილობა თავს იჩენს ნებისმიერი ტიპისა და შემადგენლობის საკვების მიღების შემდეგ;
*  გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი – დარღვეულია ანატომიურად ჯანსაღი ნაწლავის მამოძრავებელი ფუნქცია. ამ დროს შებერილობას თან ახლავს ტკივილი, ზოგჯერ ფაღარათი ან ყაბზობა;
* დისბაქტერიოზი – ორგანიზმის თავდაცვითი ფუნქციის დაქვეითების ან სხვა მიზეზის გამო ირღვევა მსხვილი ნაწლავის მიკროფლორის ბალანსი და მავნე მიკროორგანიზმები იწყებენ აირების (უმეტესად – მეთანის, გოგირდწყალბადის, ამიაკის) გამომუშავებას; ვითარდება შებერილობამდე, რომელსაც თან ახლავს მყრალი აირების გამოყოფა;
* ლაქტოზის აუტანლობა – ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში ხშირად არ არის ფერმენტი, რომელიც რძისა და მისი პროდუქტების ათვისებას უწყობს ხელს;
*  ნაწლავის გაუვალობა – აირების გამოყოფა შესაძლოა, გაართულოს სიმსივნემ ან პოლიპმა, ეს კი მეტეორიზმს იწვევს.
სასმელი მუცლის შებერილობის წინააღმდეგ: ინგრედიენტები: 1 ლიმონი,  1 კიტრი, 1 სადილის კოვზი ალოეს წვენი, 1 კონა ქინძი ან ოხრახუში, ნახევარი ჭიქა წყალი. სასმლის მომზადება იოლია: ბლენდერის მეშვეობით ერთმანეთს შეურიეთ ყველა ინგრედიენტი.
ეს საშუალება ძალზე სასარგებლოა საკვების მომნელებელი სისტემისთვის – შედეგს პირველი მიღებისთანავე იგრძნობთ. ყველა ინგრედიენტი გაერთიანებულია საიმისოდ, რომ დაარეგულიროს მეტაბოლიზმი და ზედმეტი ცხიმი ძილის დროსაც კი დაწვას.
მეტეორიზმის სამკურნალო ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა კამის თესლი. 1 სადილის კოვზ კამის თესლს დაასხით 1,5 ჭიქა ადუღებული წყალი და 3 საათი გააჩერეთ. გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. კამის თესლიგან ნაყენის მომზადების მეორე ხერხიც არსებობს: 1 ჩაის კოვზ კამის თესლს დასხით 250 მილილიტრი მდუღარე წყალი და 15 წუთის განმავლობაში ადუღეთ. დალიეთ ნახევარი ჭიქა ჭამამდე.
ხშირად დისკომფორტის მიზეზი ჩვენივე ცხოვრებისა და კვების წესია. მაგალითად, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში აირების დაგროვებას ხელს უწყობს გაზიანი სასმელების ჭარბი მიღება. ჩვეულებრივ, ასეთი შებერილობა ადვილად გაივლის, რადგან ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში აირები სწრაფად შეიწოვება ნაწლავის კედელში ან გამოიყოფა ფიზიოლოგიური გზით. ჰაერის დიდი ულუფა კუჭში შეიძლება მოხვდეს ჭამის დროსაც, ამიტომ ნუ იჩქარებთ და მშვიდად მიირთვით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგიერთი საკვები კუჭ-ნაწლავში დუღილს და აირების წარმოქმნას იწვევს. არასასურველი შედეგების თავიდან ასაცილებლად ზომიერად უნდა მივირთვათ ტკბილეული და ცომეული, შავი პური, პარკოსნები, კარტოფილი და სხვა პროდუქტი, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს, უჯრედისს ან სახამებელს. ზოგჯერ მუცლის შებერილობის მიზეზი გულძმარვის გამო სოდის მიღებაა, რადგან ეს უკანასკნელი ანეიტრალებს კუჭის წვენის მჟავა გარემოს და პროვოცირებას უწევს აირების წარმოქმნას.скачать dle 11.3