კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: გარკვეული მიზეზების გამო ჩემი გარდაცვლილი მშობლები სხვადასხვა ადგილზე არიან დაკრძალულები. ვინაიდან ძალიან მინდა, რომ მათი საფლავები ერთად იყოს, ვაპირებ, მამა დედასთან გადმოვასვენო. ამას ხომ არ ეწინააღმდეგება ქრისტიანული სარწმუნოება?
პასუხი:
ერთი საფლავიდან მეორეზე მიცვალებულის გადასვენება აკრძალული არ არის, არც თქვენს სურვილშია რაიმე მიუღებელი. მოიქეცით ისე, როგორც გარემოება გიკარნახებთ.
კითხვა: როგორ უყურებს მართლმადიდებელი ეკლესია მიცვალებულის კრემაციას (დაწვას)?
პასუხი:
ბიბლიური განჩინებით, ადამიანის ამქვეყნიური ყოფნის დასასრული ასეთია: „მიწა ხარ და მიწად იქეც!“ შესაბამისად, გარდაცვლილი მიწას უნდა მივაბაროთ. კრემაციის შემთხვევაში ცოლდვა მათ მოეკითხებათ, ვინც მიცვალებულის სხეულს დაწვავს, თავად გარდაცვლილს კი ეს ცოდვა არ მოეკითხება.
კითხვა: ოჯახში დაგვეწვა ღვთისმშობლის ხატი. ამ ფაქტმა ძალიან შეგვაშინა, ხომ არ მოასწავებს ეს რაიმე ცუდს?
პასუხი:
ნუ დაუკავშირებთ ამ ფაქტს რაიმე უარყოფითს და ნუ გექნებათ ცუდის მოლოდინი. შესაძლოა, ეს შემთხვევით მოხდა. ადამიანის პირადი ცხოვრება დამოკიდებულია მის სწორ რელიგიურ-ეკლესიურ ცხოვრებაზე და ცრურწმენებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას.
კითხვა: ვიცი, რომ მოწყალების გაცემა უმნიშვნელოვანესია ადამიანის ცხოვრებაში. როგორ მოვიქცე, როდესაც არ მაქვს საშუალება, მოყვასს დავეხმარო?
პასუხი:
წმიდა მამათა გადმოცემით, მოწყალების გაცემა მხოლოდ მატერიალურს არ გულისხმობს. თქვენ შეგიძლიათ, ტკბილი სიტყვითა და დალოცვითაც შეეწიოთ ადამიანს. მოყვასისადმი თანადგომა ქრისტიანისთვის დიდი ღვაწლია.
კითხვა: სიზმარში ვნახე უფალი. ცოტა დაბნეული ვარ, თან უზომოდ მიხარია. რას შეიძლება მოასწავებდეს ეს ხილვა?
პასუხი:
სიზმრებთან მიმართებაში გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე და ნუ მიაქცევთ ყურადღებას, მით უმეტეს, ნუ მოუძებნით ახსნა-განმარტებას, რადგან შესაძლებელია არასწორი დასკვნები გამოიტანოთ, ან შესაძლოა ისიც, რომ ეს სიზმარი ბოროტი ძალისგან იყოს პროვოცირებული. ასეთ დროს ადამიანები ხიბლშიც ვარდებიან და ეს სახიფათოა. გირჩევთ, გათავისუფლდეთ ამ სიმძიმისგან.скачать dle 11.3