კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 ნუ ეძიებ ნუგეშსა და სიამეს, ეძიე მხოლოდ ღმერთი

მუდამ არჩიე საძნელო და სამწუხარო და ნუ შეიყვარებ ნუგეშსა და კმაყოფილებას, რომელთაგან ვერავითარ სარგებელს ვერ ჰპოვებს სული: გიყვარდეს სხვათა ხელქვეით ყოფნა და სხვის ნებაზე დამოკიდებულება. დე, ყოველი საქმე ღმერთისაკენ გადადგმული ნაბიჯი იყოს შენთვის. ნურც ერთი საქმე ნუ შეგექმნება წინაღობად ამ გზაზე. ერთადერთი, ღმერთი უნდა იყოს შენთვის უტკბილესი ნუგეში, ხოლო სხვა ყველაფერი – სიმწარე. ყოველი შენი სამძიმილი გაანდე უფალს. შეიყვარე იგი და მას მიანდე გული ყოველგვარი განსჯისა და შიშის გარეშე. ის ჰპოვებს გზას, გიხსნას უგულისხმობისაგან და აღგადგენს, თუკი დაეცი. ერთი სიტყვით, თუკი შეიყვარებ ღმერთს, მისგან ყოველგვარ სიკეთეს მიიღებ, შესწირე თავი უფალს სულის სიმშვიდითა და განსვენებით.
ეს გზა მოუღლელად და უშფოთველად რომ განვლო, შენი ნება  ღმრთის ნებას მიანდე; რაც უფრო სრულად იქმ ამას, მით მეტ ძალასა და ნუგეშს ჰპოვებ. შენი ნება ესრეთ წარმართე, რომ სურდეს მხოლოდ ის, რაც სათნოა ღმერთისათვის. ყოველთვის და ყოველ საქმეში განაახლე განზრახვა და გადაწყვეტილება, – მუდამ სათნო ეყო ღმერთს. ნურაფერს განიზრახავ მომავლისთვის, რამეთუ არ უწყი, „რას დაბადებს დღე“ (იგ. სოლ. 27,1). ნურაფრით შეიზღუდავ თავს. იყავი თავისუფალი. თუმცა ამით არავის ეკრძალება გონივრული ზრუნვა და სწრაფვა იმისკენ, რაც აუცილებელია მისთვის მისი  მდგომარეობისა და წოდების გათვალისწინებით: რამეთუ ასეთი ზრუნვა ღმრთის ნების შესაბამისია, არ ეწინააღმდეგება შინაგან სიმშვიდეს, და ღმრთისადმი ერთგულებასა და სულიერ წარმატებას. მუდამ ეცადე, აღასრულო საქმე სრულად, ვითარცა ჯერ არს და აუცილებელია შენთვის. სხვა ყველაფრის მიმართ გულგრილი იყავი და მდაბლად დამორჩილდი იმას, რაც მოიწევა შენზედ.
რაც ყოველთვის შეგიძლია აკეთო, არის ის, რომ ღმერთს მსხვერპლად შესწირო შენი ნება. სხვას, ამას გარდა, ნურაფერს ისურვებ. ამის შედეგად ჰპოვებ თავისუფლებას და არაფრით იქნები შეზღუდული, გექნება მარადიული სიხარული და მშვიდობა შენში. სულის ასეთ თავისუფლებაში არის ის უდიდესი სიკეთე, რომლის შესახებაც იგებ წმიდათა ნაწერებიდან. ის სხვა არაფერია, თუ არა შინაგანი ადამიანის სიმტკიცე, რისშედეგადაც იგი აღარაფერს ეძიებს გარეთ და ყოველთვის, როდესაც ამგვარ თავისუფლებას ჰპოვებ, მასთან ერთად იხმევ იმ ღმრთაებრივ და ენით გამოუთქმელ სიხარულს, რომელიც განუყოფელია ღმრთის სასუფევლისგან და რომელიც მკვიდრდება ჩვენში. ვითარცა ბრძანებს უფალი: „აჰა, ეგერა სასუფეველი ღმრთისაი შორს თქუენსა არს“ (ლკ. 17.21).

скачать dle 11.3