კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 რისთვის უნდა ამხილოს ქრისტიანმა სასულიერო პირები და რატომ ცდილობენ ადამიანები მარხვის გამარტივებას

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

დღეს ადამიანებს ყველაზე მეტად მოწყალების გაცემა გვიჭირს. მარხვის პერიოდში კი საკვებზე უარის თქმასთან ერთად მოწყალების გაცემაც გვჭირდება, რადგან ღმერთი  სწორედ გულით გაცემულ მოწყალებას იწყალებს და შეიწირავს. როგორ გავცეთ მოწყალება, როგორ მოვიქცეთ შობის მარხვის პერიოდში, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

– ქვრივმა ორი ლეპტა შესწირა, რაც ჰქონდა, ყველაფერი. ღმერთი თქვენგანაც იგივეს ითხოვს. მცირედი გააკეთეთ სიყვარულით და ღმერთი შეიწირავს. თუ შენ ბევრი გაეცი, მაგრამ სიყვარულის გარეშე, არ შეგეწირება. ერთი ჭიქა წყალიც შეიწირებაო – წერია სახარებაში, რომელიც დიდებული წიგნია. მდიდარმა გაცილებით მეტი შესწირა, მაგრამ უფალმა ქვრივის შეიწირა. ოჯახში რომ შეხვალთ, მშვიდობა უნდა უსურვოთ, ოღონდ ეს მშვიდობა უნდა იგრძნოს იმ ოჯახმა, მხოლოდ ამ შემთხვევაში დარჩება ეს მშვიდობა იქ. მაგრამ თუ ამას ვერავინ იგრნობს, ადამიანს უკან უბრუნდება. ესავმა თავისი პირმშოობა ერთ შეჭამანდზე გაყიდა, ისე, როგორც ჩვენ ვერ ვინახავთ მარხვას, ვამბობთ: არ შემიძლია. შემდეგ ის მამასთან მიდის და ეუბნება: კურთხევა მომეციო. აღარ მაქვს შენთვის კურთხევაო, – ეუბნება მამა, რომელმაც იაკობს მისცა კურთხევა. რომ ამბობ: მამაო, დამლოცე, უნდა იგრძნო, მამაომ რომ დაგლოცა. ისე კი არა, რომ გარბიხარ, კევის ღეჭვით ესაუბრები. რომ ამბობ, მიყვარხარო, ეს უნდა იგრძნობოდეს, ამას უნდა გამოხატავდეთ. ვირტუალური ცხოვრება გვაქვს დღეს ყველგან, ყველაფერში. სიტყვა კი ყველაფერია, ყველაზე ძლიერია, სიტყვა ღმერთია. რომ იწყევლებით, ჩხუბობთ, გგონიათ, ეს იკარგება? ყველა შენი სიტყვის გამო იქნები გასამართლებული და ყველა შენი სიტყვის გამო იქნები შეწყალებული – წერია სახარებაში. როცა ადამიანი გულმოწყალებით გასცემს, მას არ ბეზრდება მოწყალების გაცემა. მაგრამ თუ იმიტომ გაეცი, რომ გაქონ და გადიდონ: რა კარგი ხარ, რა ძვირფასი, ჯობია, საერთოდ არ გასცეთ. ღმერთს უყვარს ისეთი ადამიანი, რომელიც სიხარულით გასცემს მოწყალებას. სიკეთის გაცემა, გაკეთება არასდროს უნდა მოგვწყინდეს. აუცილებელი არ არის ჯიბეები დაიცარიელოთ, სიტყვით გაეცით მოწყალება, სახლი დაულაგეთ. გაიხსენეთ, როდის გააკეთეთ მოწყალება ბოლოს. ძალით რომ ვიღაცას ხურდა ფულს მივაყრით, ეს არ არის მოწყალება. ეკლესიაში რომ მივდივართ, მხოლოდ იმას ვფიქრობთ, რას მოგვცემს ეკლესია, რას წავიღებთ იქიდან. ჩვენ ხომ ძირითადად მათხოვრები ვართ, მაგრამ ბოროტად ვითხოვთ და ვერ ვიღებთ. რადგან ვითხოვთ მატერიალურს და ვერც მას ვიღებთ და ვერც სულიერს. ამიტომ უნდა ვითხოვოთ სასუფეველი ცათა და სიმართლე მისი. შემდეგ ყველაფერი მოგვეცემა.
– 28 ნოემბერს შობის მარხვა დაიწყო. მარხვის პერიოდში ადამიანები უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ იმას, თუ რას ჭამენ, ვიდრე როგორ იქცევიან. მარხვა მხოლოდ ჭამისგან თავშეკავება ჰგონიათ. ეს რამდენად სწორია?
– მარხვის პერიოდში საკუთარ ცოდვებზე უნდა ვიფიქროთ. გარდა იმისა, რომ მარხვის დღეებში უნდა მივიღოთ სამარხვო საკვები, ამავდროულად, აუცილებელია კეთილი საქმეების კეთება: გლახაკებისთვის ხელის გამართვა, სნეულთა მონახულება, ქველმოქმედება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარხვა უფლის მიერაა მოცემული, როგორც ხორცისთვის, ასევე სულისთვისაც, რადგან, როგორც საზრდელის გარეშე დაუძლურდება, მოკვდება ხორცი, მარხვის გარეშე, ასევე, აუცილებლად დაჩიავდება ჩვენი სული. მარხვა ერთადერთი საშუალებაა, რომელიც ადამიანს ეხმარება, თანხმობა და ჰარმონია დამყარდეს მის სულსა და ხორცს შორის.  ჩვენ არ უნდა ვიყოთ მაგიური ქრისტიანები. დღესდღეობით არსებობს ხალხური მითოლოგიური მართლმადიდებლობა – ეს არის მართლმადიდებლობის საფარში შენიღბული ხალხური, ლეგენდური შეხედულებები, რომლებიც ძალიან ფესვგადგმულია ადამიანების გონებაში. მათზე შეიძლება ითქვას – ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო. დღეს ქრისტიანები ყოველგვარი აღსარების, ზიარების გარეშე, პურსა და წყალზე იტანჯავენ თავს, ბოლოს კი არც ეკლესიაში მოდიან და, თუ მოდიან – მხოლოდ ლიტურგიაზე,  ხატის გამობრძანებას თუ დაესწრებიან, შემდეგ კი ისევ უბრუნდებიან ცხოვრების წარმართულ წესს. უფალმა მოგცა თავისუფალი ნება, ამ თავისუფალი ნებით უნდა შეინახო მარხვა და გამოამჟღავნო პიროვნული არჩევანი – გინდა თუ არა, რომ იყო ქრისტიანი. თუ გინდა, რომ იყო ქრისტიანი, უნდა შეინახო მარხვა. ძველ დროს ქრისტიანები მარხვისას სიჩუმისა და დუმილის გარემოცვაში ცხოვრობდნენ, რაც მათ შინაგან ცხოვრებაზე სრული კონცენტრირების საშუალებას აძლევდა. თანამედროვე ქრისტიანებს განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდებათ იმისთვის, რომ არსებითად აუცილებელი სიჩუმე და მდუმარება მოიპოვონ, რათა იგრძნონ უზენაეს რეალობასთან კავშირი. ადამიანის სული ლოცვით საზრდოობს, მაგრამ საკვები გონებასაც სჭირდება. თუმცა მარხვა დაწყებული არ არის, რომ  ყველა იმას ცდილობს, რამენაირად გაიმარტივოს მარხულობა. კითხულობს, მაკარონში კვერცხი ხომ არ არისო და, ამ დროს, გული ბოროტებით აქვს სავსე, ოჯახის წევრებს არ ელაპარაკება, ადამიანები ეჯავრება და ლანძღავს, ამ დროს კი მარხვაზეა. ეს ფარისევლობაა და სხვა არაფერი. სუფრაზე კიტრსა და პომიდორზე ქეიფობენ,  მარხვაზე ვართო და ამ დროს ღვინით იჭყიპებიან – ეს როგორ შეიძლება მარხვა იყოს.  საკვები არ მიგვაახლოებს უფალს, ღმერთთან ცხოვრების წესი გვაახლოებს. ჩვენი წარმართობა, დღესასწაულებისადმი განსაკუთრებული სიყვარული და არასწორი დამოკიდებულება ხშირად სწორედ დღესასწაულებზე იგრძნობა. მამაკაცები ხშირად მთელ მარხვას ინახავენ და, მერე, აღდგომის თუ შობის ღამეს ან გიორგობას ისე დათვრებიან, ისე იჩხუბებენ, რომ ერთ საათში კარგავენ მარხვაში მიღებულ მადლს. მარხვა ნამდვილი ბრძოლაა ბოროტის წინააღმდეგ: ადამიანი მშიერია, მაგრამ ესმის, რომ სინამდვილეში შესწევს იმის ძალა, არ დაემორჩილოს შიმშილს, არ დაიღუპოს მისგან, არამედ, პირიქით – აქციოს შიმშილი სულიერი ძალებისა და გამარჯვების წყაროდ. მარხვა ერთი რამ არის: უნდა განვიცადოთ შიმშილი, უნდა მოგვშივდეს ან უნდა მივაღწიოთ იმ სიცოცხლის ზღვარს, რომელიც ჩვენში მთლიანად საკვებზეა დამოკიდებული.
– ხშირად ადამიანები ბევრ რამეში ვერ ერკვევიან, მაგრამ ამას ხმამაღლა არასდროს ამბობენ. ამპარტავნები არიან და რცხვენიათ იმის ხმამაღლა აღიარების, რომ რაღაც არ იციან ან ვერ გაიგეს.
–  დასაფიქრებელია ის, თუ როგორ იქცევიან თანამედროვე მართლმადიდებელი ეპისკოპოსები, სასულიერო პირები: არ უყვართ საქართველო, ქადაგებენ საკუთარ აზრს, სისულელეს, ეჭვქვეშ აყენებენ წმიდა მამების სიწმიდეებს; ხოლო მართლმადიდებელი ქრისტიანები სჩადიან მკრეხელობას, მრუშობის ცოდვაში არიან და ეს უარესია, ვიდრე რომელიმე სექტაში ყოფნა. ამიტომაც, უნდა ამხილო ის, ვინც შენსავით არის შემოსილი, გაბრწყინებული პანაღია უკეთია და მკრეხელობას ქადაგებს. ეს ცუდი არ არის, რადგან, სანამ ის ჯოჯოხეთში აახელს თვალს, მანამდე უნდა დაისაჯოს, შეინანოს. უნდა ილოცო მისთვის, რომ მისი სული გადარჩეს და ერი ბოლომდე არ გაირყვნას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოძღვრის მორჩილება არ არის მონობა. ადამიანებს სულიერ საკითხებშიც გვჭირდება წინამძღოლი, რომელიც გვიწინამძღვრებს და‚ რა თქმა უნდა‚ ამას არ უნდა ჰქონდეს მონობის სახე. მორჩილება ნუ გგონიათ სისასტიკე და მონობა. მორჩილება არის პატივისცემა, დაჯერება. ადამიანის პიროვნული თავისუფლების დაფასება და პატივისცემა მართლმადიდებლობის არსია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ‚ როგორიც არის მოძღვარი, სწორედ ისეთია მრევლი.
скачать dle 11.3