კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 რატომ მალავდნენ თამთა შედანია და რატი რატიანი ურთიერთობას და როგორ ნახა თამთას შვილმა 4 წლის შემდეგ მამა

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

თამთა შედანია გასულ კვირას „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ გამოეთიშა. მისთვის პროექტში მონაწილეობა ძალიან საინტერესო იყო, გამოცდილებაც დააგროვა და ახალი მეგობრებიც შეიძინა. თუმცა ახლა ისვენებს, ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა და ახალი გეგმების განხორციელებისთვის ემზადება.
თამთა შედანია: ახლა ვისვენებ, რადგან ეს პროექტი ჩემგან დიდ ენერგიას მოითხოვდა. ვვარჯიშობდი  და 24 საათი იმაზე ვფიქრობდი, როგორ უნდა მესწავლა. ახლა ეს ყველაფერი დასვენებამ ჩაანაცვლა, საკუთარი თავისთვის დროის დათმობამ. გული არანაირად არ მწყდება, რადგან ჩემი მაქსიმუმი დავდე. მადლობელი ვარ პროექტის, რადგან ახალი, დასამახსოვრებელი ისტორიები დამრჩა და ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი.
– მია არ აპროტესტებდა, რომ პროექტიდან გამომდინარე, ბევრ დროს ვეღარ უთმობდი?
– მიას ძალიან გაუხარდა ჩემი პროექტიდან წამოსვლა, რადგან სულ ჩემთან არის და ბედნიერია, უხარია. მეც ძალიან განვიცდიდი, რომ იმდენ დროს ვეღარ ვატარებდი მასთან. თუმცა, პროექტში რომ მხედავდა, ისიც უხაროდა.
– ალბათ რატის, შენს შეყვარებულსაც, ვერ უთმობდი სათანადო დროს. ისიც არ აპროტესტებდა?
– რატის მხრიდან მაქსიმალურ ხელშეწყობას ვგრძნობდი. პრეტენზია არ ჰქონია, რადგან ვახერხდებდი შვილისთვისაც და მისთვისაც საკმარისი დრო დამეთმო. შეგნებული ადამიანია და ყველანაირად მიწყობდა ხელს, წარმატებისთვის რომ მიმეღწია. ამ პროექტიდან შემოთავაზება რამდენიმე წელი გრძელდებოდა, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო არ ვთანხმდებოდი. რატის დამსახურებაც არის, რომ წელს უარი არ ვთქვი და მონაწილეობა მივიღე  – მან მირჩია, რომ გამოვსულიყავი. მადლობა რატის, რომ ასე დამიდგა გვერდში და გადამაწყვეტინა. რაც მთავარია, მისგან ვიგრძენი, რომ გვერდით მყავს ადამიანი, რომელიც ბავშვთან დაკავშირებით ან სხვა კუთხით თუ გამიჭირდებოდა, ის გვერდში დამიდგებოდა.
– როგორც მივხვდი, რატის და მიას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ.
– სულ ვამბობდი, თუ მეყოლება გვერდით ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობას გავაოფიციალურებდი, ჩემი შვილის აზრი  ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. როცა შვილი გყავს, აუცილებელია, შენმა მეორე ნახევარმა ის მიიღოს. როგორ მიიღებს, ეს კიდევ მეორე საკითხია. ჩემს შემთხვევაში ყველაფერი კარგად, სიყვარულით დალაგდა. რატის ვუყვარვარ და ჩემიდან გამომდინარე უყვარს ჩემი შვილიც. ეს ყველაფერი რომ არ დავინახო, არ დავაფასო, არ შემიძლია. შესაბამისად, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სიყვარულით, ერთგულებით განვაგრძოთ ცხოვრება. შემიძლია ვთქვა, რომ მყავს ადამიანი, რომელიც ჭირშიც და ლხინშიც გვერდში დამიდგება. წინასწარ არაფერზე ვსაუბრობ და ვგეგმავ. მერვე თვე დაიწყო, რაც ერთად ვართ და ამ ხნის განმავლობაში სიყვარულით, ერთგულებით, პატივისცემით მოვედით. დიდი სურვილი მაქვს, რომ მომავალშიც ყველაფერი ასე გაგრძელდეს. როგორც ყველა წყვილს სურს, კარგად დაგვირგვინდეს მათი ურთიერთობა, ჩვენც ასე ვართ. თუმცა,  ამ ეტაპზე რამე სერიოზულს არ ვგეგმავთ და არც ვჩქარობთ. როგორც რატის, ასევე, მეც ჩვენი ცხოვრება გვაქვს გამოვლილი, ჩვენი წარსული, შესაბამისად, არ ვართ პატარა ბავშვები, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მივიღოთ. ვტკბებით იმ პერიოდით, რომელიც გვაქვს.
– რატისაც ჰყავს შვილი?
– კი. 9 წლის წინ რატიც იყო დაოჯახებული და გოგონა ჰყავს. მასთან მეც ისევე კარგი ურთიერთობა მაქვს, როგორც რატის – ჩემს შვილთან. ჩვენს შვილებსაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან.
– როგორ იპოვეთ ერთმანეთი? მახსოვს, ბოლო პერიოდში საერთოდ არ ფიქრობდი არც სიყვარულზე, არც ურთიერთობაზე.
– ძალიან დიდი ხანი, დაახლოებით წელიწად-ნახევარი ვიყავი მარტო. ჩემი ცხოვრებიდან ამოღებული მქონდა ის, რომ ვინმესთან რაიმე ურთიერთობა მქონოდა, დრო დამეთმო მისთვის. ყურადღება შვილსა და კარიერაზე გადავიტანე და როცა არაფერს ველოდებოდი, სწორედ მაშინ, სრულიად შემთხვევით, საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანით ერთმანეთი. ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, კარგი მეგობრები ვართ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მეპოვა ადამიანი, რომელიც ჩემი ძალიან კარგი მეგობარი იქნებოდა. ეს იყო გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც დაგვაახლოვა. ცოტა მეშინოდა, უფრო სწორად, ვერიდებოდი ურთიერთობის დაწყებას, რადგან არ მინდოდა, შეცდომა დამეშვა და ამიტომაც ვიყავი ამ ხნის განმავლობაში მარტო. იყვნენ თაყვანისმცემლები, მაგრამ ახლოს არავის ვუშვებდი. რატიმ მეგობრობით, თავისი დამოკიდებულებით შეძლო, მოეგო ჩემი გული. ასე გავხდით შეყვარებულები და ორივე ძალიან ბედნიერი ვართ.
– თავიდან მალავდით თქვენს ურთიერთობას.
– თავიდან არ ვასაჯაროებდით ჩვენს ურთიერთობას, რადგან დასაწყისი იყო. ჯერ საკუთარ თავში უნდა გავრკვეულიყავით. მერე, როცა სერიოზულ გრძნობაში, ურთიერთობაში გადაიზარდა ყველაფერი, უკვე აღარც დაგვიმალავს. საჯაროდ სიყვარულსაც ვუხსნიდი ხოლმე. ჩვენს თბილ ფოტოებს სულ ვდებ, ამით მინდა,  ჩემი სიყვარული გამოვხატო და ასევე, თუ ვინმე თაყვანისმცემელია, ვაგრძნობინო, რომ გვერდით საყვარელი ადამიანი მყავს.
– ილიკო სუხიშვილმა შენზე თქვა: რომ დადის, უკვე მომწონსო და ამაზე რატის როგორი რეაქცია ჰქონდა?
– ილიკოს ადრეც ვიცნობდი, რამდენიმე ღონისძიებაზე მოვხვედრილვართ ერთად და პირადი კონტაქტიც გვქონია. რატიც ძალიან კარგად იცნობს და საეჭვიანო არაფერი ყოფილა. ეს მისი ემოცია იყო და ვერ დამალა. ალბათ, მოეწონა როგორც ვიცეკვეთ და მეც მომეწონა, რადგან ვერც კი წარმომედგინა, ქართული ცეკვის შესრულება თუ გამომივიდოდა.
– ამ პროექტამდე „მხოლოდ ქართულის“ ერთ-ერთი წამყვანი იყავი. მეორე სეზონშიც იქნები?
– მგონი, ამ გადაცემის ფორმატი შეიცვალა, რადგან როცა პირველი სეზონი დამთავრდა, სწორედ მაშინ მივიღე „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ შემოთავაზება და უკვე ვიცოდი, რომ რაღაც იცვლებოდა. როცა „იმედმა“ შემომთავაზა მონაწილეობა, იმ დროს „მხოლოდ ქართულიდან“ შემოთავაზება აღარ მქონია, ამიტომაც დავთანხმდი.
– როგორც ვიცი, შენ და თაკო ვადაჭკორიამ შვილები, ანუ და-ძმა ერთმანეთს გააცანით.
– მიამ იცოდა, რომ ჰყავდა ნახევარძმა და მე და თაკომ გადავწყვიტეთ, ბავშვები ერთმანეთისთვის გაგვეცნო. მე და თაკოს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, სანდროზე ვგიჟდები, ძალიან საყვარელი ბიჭია. ჩვენი ინიციატივა იყო, ბავშვები ერთმანეთს დაახლოებოდნენ. ერთმანეთი რომ გაიცნეს, სიყვარული მაშინვე გაუჩნდათ.
– როგორც ვიცი, ერეკლე უკვე თავისუფალია და როგორი ურთიერთობა აქვთ მამა-შვილს?
– რაც ერეკლე გამოვიდა, მას შემდეგ უფრო ჰქოდათ ხშირი ურთიერთობა. ახლა არ არის ერეკლე საქართველოში და ეს ფიზიკურად შეუძლებელია. ჩემი სურვილია, რომ უფრო ახლოს იყოს თავის შვილთან, მიაქციოს ყურადღება. მიას 4 წლის განმავლობაში არ ჰყავდა მამა ნანახი და მათი შეხვედრა ძალიან ემოციური იყო.

скачать dle 11.3