კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 რისი „მუღამი“ გაუჩინა ბევრ ადამიანს ია უძილაურის დაკუნთულმა სხეულმა და რატომ იგრძნო მან თავი ქალად გვიან ასაკში

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

ია უძილაური პირველი ქართველი ქალი ბოდიბილდერია საქართველოში. მართალია, დაკუნთული სხეულის გამო, იმ დროს ბევრი ნეგატიური აზრისა და შიშველ სხეულზე „წამოსული“ მამაკაცების დაჟინებული მზერის გადალახვა მოუხდა, მაგრამ დღეს, ფიტნეს-მოდელი შედეგით კმაყოფილია და ამბობს, რომ ამ სფეროში ბევრისთვის მისაბაძი გახდა. ის დღეს პერსონალური მწვრთნელია.
– რა ასაკიდან დაიწყე გარეგნობაზე ზრუნვა და გაპრანჭვა?
ია უძილაური: ოცი წლის ვიყავი, პირველად ქუსლიან ფეხსაცმელზე რომ დავდექი (იცინის). ორსული ვიყავი და ექიმმა დამინიშნა. მომეწონა, ვიფიქრე, უი, ქალურობა და ქუსლები რა კარგი ყოფილა-მეთქი (იცინის). ფიზიკურადაც და გემოვნებითაც ქალად გვიან ჩამოვყალიბდი.
– პირველი ქართველი ქალი ხარ, რომელმაც, ესპანეთში გამართულ ბოდიბილდინგის საერთაშორისო შეჯიბრებაზე პირველი ადგილი დაიკავა.
– იმ პერიოდში, როცა სპორტის ამ სახეობით დავინტერესდი, დოქტურანტურაზე ვსწავლობდი. გეთანხმებით, მაშინ საქართველოში დაკუნთული ქალი არ დადიოდა, ფიტნესი არ იყო საზოგადოებისთვის მისაღები და არც ინფორმაცია არსებობდა. მე კი, მივხვდი, სულიერად და ფიზიკურად ვარჯიში მჭირდებოდა, უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი.
– ეს ის პერიოდი იყო, როცა ქმარს გაშორდი, იყო სტრესი, განცდა. სპორტის ამ სახეობით დაინტერესება იყო სხვა სამყაროში გაქცევის მცდელობა?
– დიახ, ქმარს გაშორებული ვიყავი, როცა ფიტნესით დავინტერესდი და ეს არ იყო სხვა სამყაროში გაქცევა – ეს იყო ის, რაც ვიპოვე და საუკეთესო საშუალება, უფრო ბედნიერი ვყოფილიყავი. ეს იყო ჩემი თავის სამყარო, რაც სჭირდებოდა ჩემს გონებას, ჩემს სხეულს და  შესაძლებლობა, უფრო ბედნიერად მეგრძნო თავი. რა თქმა უნდა, იყო ცხოვრებისეული სტრესები და გაუთვითცნობიერებლად გამოვნახე ხერხი და საშუალება –  ფიტნესი, რითიც მივაგენი იმას, რაც მჭირდებოდა.
– ერთ-ერთ სატელევიზიო შოუ-კონკურსზე, როგორც ფიტნეს-მოდელი, წლების წინ, მაყურებლის წინაშე, სცენაზე ნახევრად შიშველი გამოჩნდი. საზოგადოებამ მაშინ შენს შესაძლებლობებზე კი არა, შენს შიშველ სხეულზე გააკეთა აქცენტი და წამოვიდა აგრესია.
– ვფიქრობ, ეს ეტაპიც გასავლელი იყო. ჯერ მე ვისწავლე, მერე სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია ვცადე, მერე შოუშიც დამიძახეს და გამოვედი. ეს საჭირო იყო იმისთვის, რომ ფართო მასებს ენახა, ასეთი რამ საქართველოშიც არსებობდა. რასაკვირველია, არ მომწონდა მხოლოდ ჩემს შიშველ სხეულს რომ აკვირდებოდნენ და არა მონაცემებს, მაგრამ იმედი მქონდა, დროთა განმავლობაში სხვანაირად დამინახავდნენ.  მაშინ კი, მახსოვს, ბევრი მამაკაცი შოკში ჩავარდა, სცენაზე შიშველი, დაკუნთულ სხეულს რომ ვაპიარებდი (იცინის). ბევრი ნეგატივიც წამოვიდა. პერსონალური მწვრთნელი ვარ და მაქსიმალურ ენერგიას ვხარჯავ. ბევრი ქალისთვის სტიმული ვიყავი და ბევრს ჩემი სხეულის დანახვის მერე გაუჩნდა ვარჯიშის დაწყების „მუღამი“. ფაქტობრივად, მისაბაძი ქალი და ფიტნესით დაინტერესების მოტივაცია გავხდი.
– თქვი, ბევრი ნეგატივი წამოვიდაო. რას გეუბნებოდნენ?
– გულთან ახლოს არ მიმქონდა. თუმცა, მერე, ბევრმა ბოდიშიც მომიხადა. ამბობდნენ: არ უხდება ქალს ვარჯიში, რაში ხარჯავს ენერგიას, ქალი და კუნთი ვის გაუგიაო... მოკლედ, ადრე, უფრო ლამაზი იყო და ახლა რას ჰგავსო (იცინის). აღიზიანებდათ ჩემი საჯარო სიშიშვლე, რადგან დაკუნთულ სხეულს ვუკეთებდი პოპულარიზაციას. ბევრისთვის ეს მიუღებელია, მაგრამ სინამდვილეში, ეს ისეთი ბედნიერების ფორმულაა, რომელსაც თუ არ გამოცდი, ვერ მიხვდები. საშეჯიბრო ფოტოებში და სცენაზე, რასაკვირველია, უფრო დაკუნთული, სპორტულად გამოვიყურები და ისე რომ მნახულობენ,  თვალებს არ უჯერებენ, გაოცებულები ამბობენ: უი, როგორი პატარა და თხელი ხარო (იცინის). ფაქტია, პირველ ბოდიბილდერ ქალად ვითვლები, მაგრამ საქართველოში ყველაზე დაკუნთულ ქალად – აღარ (იცინის).
– ია, მახსოვს მკერდი გაიდიდე და ამას არც მალავდი. თუმცა შემდეგ ჭორად გავიგე, თითქოს უკანალის კორექცია ჩაიტარე, ასეა?
– დიახ, მკერდი გავიდიდე და ეს, არ დამიმალავს. მახსოვს, იმ პერიოდში წერდნენ: ნიკა გრიგოლიას ყოფილმა ცოლმა მკერდი გაიდიდა და სადოქტოროზე დაიწყო მუშაობაო (იცინის). ანუ, იმის ხაზგასმა ხდებოდა, რომ ყოფილი ცოლი ვარ და მკერდი მაქვს გადიდებული, თუმცა, იმაზე არ საუბრობდნენ, რომ რეალიზებული ვარ, ვმუშაობ და ვშრომობ. დიახ, მკერდი გავიდიდე, არ დამიმალავს, ავხსენი მიზეზები და იმ გამონაკლისებში ვიყავი,  ვინც ეს ხმამაღლა გააჟღერა. მე დასამალი არაფერი მაქვს. რაც შეეხება უკანალს, არ გამიკეთებია. რაც მკერდი გავიკეთე, იმის მერე, პრობლემები შემექმნა და ისეთი ადვილი, როგორც ჩანს და გვეუბნებიან, არ არის. ამ რისკებზე ბევრთან მისაუბრია. ზოგადად, რა საჭიროა პლასტიკური ქირურგია, როცა შეგიძლია ასეთი ჩარევის გარეშეც, ვარჯიშით მიაღწიო, თუნდაც, უკანალის ან ზურგის დაყენებას, ფორმაში მოსვლას და ასე შემდეგ.
– სოციალურ ქსელში საკმაოდ თამამ ფოტოებს დებ. ამის გამო ბევრი გაკრიტიკებს, ნეგატიურ კომენტარებსაც წერენ. ეს არ გაკომპლექსებს?
– ფიტნეს-მოდელი ვარ და „კუპალნიკში“ ვარჯიშის დროს, ნახევრადშიშველი ფოტოს დადება რა პრობლემაა? ადრე იყო ნეგატიური დამოკიდებულება, მაგრამ მერე საზოგადოება მიხვდა, რომ ეს სპორტია და მე ამ სპორტს ვემსახურები.
– მახსოვს, თქვი, სიყვარულში ასაკს მნიშვნელობა არ აქვსო. როგორი ხარ შეყვარებული?
– დიახ, სიყვარულში ასაკს მნიშვნელობა არ აქვს – ადრეც ვთქვი და ახლაც, ამ აზრზე ვარ. სადაც არის გრძნობა და ემოცია, იქ რაციონალიზმი ზედმეტია. სიყვარულში ასაკსა და რიცხვებს მნიშვნელობა არ აქვს. როცა საყვარელი მამაკაცი მყავს უფრო მოტივირებული, ენერგიული ვარ და თვალებიც  სხვანაირად მიჟუჟუნებს (იცინის). სიყვარული დადებითად მოქმედებს ჩემზე და ზოგადად, ჩემს ძლიერ მხარეს ძლიერი მამაკაცი კიდევ უფრო აძლიერებს. იმიტომ კი არ მჭირდება მამაკაცი, რომ ქალი ვარ, იმიტომ, რომ სიყვარულზე და გრძნობებზე მაგარი არაფერია და ეს ყველას სჭირდება.
– ვიცი, პირად ურთიერთობებზე არ გიყვარს საუბარი, მაგრამ შევამჩნიე, თვალები სხვანაირად გიჟუჟუნებს და ვინ არის ის მამაკაცი, ვინც შენი გულის მოგება მოახერხა?
– დიახ, შეყვარებული ვარ და ეს არის ადამიანი, ვის გვერდითაც ბედნიერი ვარ. ის ჩემი მოტივაციაა და მე კი – მისი. ერთი წელია, ერთმანეთი გვიყვარს. ფიტნეს-კლუბში გავიცანი, დაინტერესებული იყო და ჩემს ცოდნასაც ვუზიარებდი.
– ურთიერთობის დაკანონებას როდის გეგმავთ, თუ მიგაჩნია, რომ ფურცელზე ხელის მოწერა, არაფერს ნიშნავს და მთავარი, გრძნობისა და ურთიერთობის შენარჩუნებაა?
– ურთიერთობის დაკანონებაზე არც გვიფიქრია, რადგან ბედნიერებასა და სიყვარულს ფურცლები და დაკანონება არ სჭირდება. მით უმეტეს, ამის გამოცდილება მაქვს (იცინის).
скачать dle 11.3