კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2020 (99)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)

№48 რაში იყენებდა გრძნეული კოლხი მედეა დაფნას და რატომ იმკობდნენ თავს ოლიმპოს ღმერთები როზმარინის გვირგვინებით

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

ინტერესი მაგიისა და ჯადოქრობის მიმართ, ალბათ, იმ დღიდან გაჩნდა, სულ პატარამ დედისა თუ ბებიის მოყოლილი პირველი ზღაპარი რომ მოვისმინეთ. თითოეული თავისებურად აღიქვამს მოსმენილს. დღეს კი ორ მაგიურ მცენარეს შევეხებით, რომელთაც სასწაულმოქმედი თვისებების მიხედვით, ბევრი რამ აქვს საერთო. დაფნა და როზმარინი – ორივე მარადმწვანეა და ხმელთაშუაზღვისპირეთიდან მოდის; ორივეს უძველესი დროიდან ოლიმპოს მთაზე ღმერთები გვირგვინად იყენებდნენ და რა თქმა უნდა, თითოეულ მათგანს, როგორც წარმატების სიმბოლოს, ათასგვარ სამკურნალო თვისებასთან ერთად, უამრავი ხალხური გადმოცემა, მინიშნება და ცრურწმენა უკავშირდება. სწორედ მათ შესახებ მოგვითხრობს ეზოთერიკოსი, ბატონი ოთარ გ.
– დაფნის გვირგვინით შემკული იმპერატორთა გამოსახულება, ალბათ, ყველას უნახავს, მაგრამ როზმარინზე არაფერი მსმენია...
– დაფნა ნამდვილად არ არის უცხო ჩვენთვის – ის კი არადა, ჩვენი კოლხი გრძნეული დედოფალი მედეაც კი, ახარებდა თურმე თავის ბაღში და სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებდა. რაც შეეხება იმპერატორებს, რადგან დაფნა უკვდავების, ტრიუმფის, ბრძოლებისა და ათლეტთა პაექრობაში გამარჯვების სიმბოლო გახლდათ, სხვას აბა, ვის უნდა დაედგა თავზე, თუ არა ძველ ბერძენ და რომაელ ერთპიროვნულ მმართველებს. რაც მთავარია, დარწმუნებული იყვნენ რა მცენარის მაგიურობაში, მას უმნიშვნელოვანეს რიტუალებში იყენებდნენ ბედნიერებისა და წარმატების მოსაპოვებლად. დაფნის გვირგვინი აუცილებელი ატრიბუტი გახლდათ, ასევე, თვით ხელოვნების მფარველი, ბერძნული მითოლოგიის გმირის, აპოლონისა. თუმცა, დაფნას სიმბოლური მნიშვნელობა დღესაც არ დაუკარგავს და როგორც სისუფთავის, მიზანდასახულობისა, ტრიუმფისა და უკვდავების სიმბოლოს, ხშირად მიმართავენ სურვილის ასასრულებლად.
– კერძოდ, რა სურვილებს უთქვამენ დაფნას და რა ფორმით გამოხატავენ ამას?
– შეგიძლიათ, დაფნის ფოთოლზე დაწეროთ თქვენი სურვილი და შემდეგ ცეცხლში დაწვათ – ჩანაფიქრი დროთა განმავლობაში აგისრულდებათ. ოჯახს ავადმყოფობისგან დაიცავთ, თუ თითო დაფნის ფოთოლს ოთახის ოთხივე კუთხეში დააყრით, ხოლო უსიამოვნებასა და უბედურ შემთხვევას აგარიდებთ,  დაფნის ერთი ფოთოლიც კი, თუ სულ თან ატარებთ. პოზიტივის მოსაზიდად, ჯერ ხელებში გაათბეთ დაფნის ფოთოლი, ისე, რომ კარგად შეიგრძნოთ მისი არომატი და შემდეგ ხმამაღლა წარმოთქვით თქვენი თხოვნა. სასიამოვნო სიზმრებს ნახავთ, თუ ბალიშის ქვეშ დაიდებთ. მისი არომატი, დაღლილობას მოგიხსნით და სპორტული დატვირთვისას კი, ძალას შეგმატებთ. რაც შეეხება, ოჯახის გაძლიერებასა და წარმატებას, სახლის შესასვლელში დაფენილი ფარდაგის ქვეშ დადეთ დაფნის ფოთლები ჯვრის ფორმით და თვეში ერთხელ აუცილებლად გამოცვალეთ. ოჯახი წინ წავა და ყველაფერში გაგიმართლებთ. არც მომავალ ოჯახს მოაკლდება ბედნიერება, თუ ქორწილის წინა ღამეს, წყვილის ფეხსაცმელში დაფნის ფოთლებს ჩააფენთ. ოღონდ, დილით არ დაგავიწყდეთ მისი ამოღება, თან მცენარესაც მადლობა გადაუხადეთ დახმარებისთვის. სახლში მცხოვრებთაგან ყველა წარმატებული იქნება, თუ წითელ ძაფზე ასხმულ დაფნის ხუთ ფოთოლს დაკიდებთ შესასვლელ კარზე. ჩვილს ავი თვალისა და ბოროტისგან დაიცავს დაფნის რტო, რომელიც პატარას საწოლის თავთან უნდა დაუკიდოთ. ოჯახში ბარაქისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კი, აიღეთ ერთი დაფნის ფოთოლი, დააწვეთეთ ზედ ფორთოხლის ეთერზეთი და იმ ადგილას მოათავსეთ, სადაც ფულს ინახავთ – მალე ის აუცილებლად მოიზიდავს იმდენ თანხას, რომ დანაზოგი, სულ მცირე, გაორმაგდეს მაინც.  
– ახლა, რაც შეეხება როზმარინს, რომელიც ბოლო ხანებში გახდა ჩვენთან აქტუალური – გამოჩნდა, ჯერ სუპერმარკეტებში, ხოლო შემდეგ ქუჩის კუთხეებშიც, მემწვანილეებთან...
– დიახ, ახლა ასე მოდური პიცა როზმარინის წიწვების გარეშე წარმოუდგენელია და კიდევ ათასი კულინარიული, სამკურნალო, თუ პარფიუმერიული პროდუქტის შეუცვლელი საშუალებაა. როზმარინი ქართულშიც იგივე სახელითაა შემოსული და ზღვის ცვარს ნიშნავს. დაფნის მსგავსად, მისგან დაწნული გვირგვინით იმკობდნენ თავს ოლიმპოს მთის ბერძენი ღმერთები, რადგან აზროვნებას აუმჯობესებსო. ამ სასწაულმოქმედ მცენარეს უნარი აქვს, ადამიანს ბედნიერება მიანიჭოს, დაიფაროს ავი სიზმრებისგან და შეუნარჩუნოს ახალგაზრდობა. იმ მამაკაცს კი, რომელიც გულგრილია როზმარინის სურნელის მიმართ, არ აქვს ჭეშმარიტი სიყვარულის უნარი. როზმარინის ტოტებს, როგორც მარადიულობის სიმბოლოს, მიცვალებულებსაც ატანენ საფლავში. ქორწინებისას კი, ამ სურნელოვანი მცენარის წიწვოვან ღეროებს ღვინის სასმისებში ყრიან, ახალშეუღებულებს მომავალში ყველა სურვილი რომ აუხდეთ.
– რა სახის მაგიურ რიტუალებში იყენებენ როზმარინს უფრო ხშირად?
– იმისთვის, რომ განიწმინდოთ და სულიერი სიმშვიდე მოიპოვოთ, წყალში, რომლითაც განწმენდის რიტუალი უნდა ჩაატაროთ, ჩაუშვით ტომსიკაში დაგროვილი როზმარინის ხმელი წიწვები. ასეთი რიტუალი შეუცვლელი საშუალებაა ასევე, სასიყვარული ურთიერთობების დასარეგულირებლად და ცხოვრებაში კეთილდღეობის მოსაპოვებლად. იმ შემთხვევაში, თუ დრო არ გაქვთ, რომ რეგულარულად ჩაატაროთ აბაზანის რიტუალები, შეგიძლიათ, როზმარინის ხმელი წიწვებისგან ნაყენი დაამზადოთ (ერთ სუფრის კოვზ ხმელ წიწვებს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით 30 წუთით, შემდეგ გადაწურეთ და შეინახეთ, გრილ ადგილას) და იმით დაიბანოთ ხელები რიტუალის წინ. რაც შეეხება როზმარინის დაკიდულ ტოტებს, ის შენობას გაქურდვისგან იცავს. ხოლო, თუ როზმარინის ყლორტებს ბოროტი ძალებისგან დამცავი სხვადასხვა ბალახით სავსე ტოპრაკებით შეამკობთ, მიიღებთ დამცავ თაიგულს, რომელსაც კარზე კიდებენ ხოლმე. ლამაზიცაა, სურნელოვანიც და სახლის ერთგული მცველიც ყოველგვარი უბედურებისგან.
– როზმარინი ენერგიის წყაროაო...
– ის მართლაც, ჩვენთვის ასე ძვირფასი ენერგიის ამოუწურავი წყაროა და შესაბამისად, ძალზე ძლიერი დამცავი ჯადოსა და გათვალვისგან. უკვე აღვნიშნეთ მისი ავი ძალებისგან გამწმენდი ძალის შესახებ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი გავლენა ისეთ რეცეპტორებზე, რაც მშვიდ ძილს ჰგვრის ადამიანს, სიყვარულის გრძნობასა და ინტელექტუალურ მონაცემებს ამაღლებს. იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ მარადიული ახალგაზრდობა ხშირად აკმიეთ როზმარინი იქ, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებთ. როზმარინის ტოტის დაწვა აღგიდგენთ დაკარგულ ენერგიას და ორგანიზმსაც გააკაჟებს, რადგან ყველანაირ სენს განდევნის თქვენი ტერიტორიიდან და ჰაერსაც გაასუფთავებს. აქედან გამომდინარე, შესანიშნავი ანტიდეპრესანტია, ამაღლებს განწყობასა და გონებრივ მონაცემებს. ასე რომ, ისარგებლეთ ამ ორივე, უნიკალური მარადმწვანე მცენარეების მაგიით და მიიღეთ მათგან მხოლოდ სარგებელი. გისურვებთ წარმატებას!  

скачать dle 11.3