კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№48 რატომ შეიპყრო ბაგრატ მეოთხემ სომეხთა მეფე, რატომ გაათხოვა თავისი დის ასული თურქთა სულთანზე და რა შედეგი მოჰყვა გიორგი მეორის ისპაჰანში გამგზავრებას

ნინო კანდელაკი გიორგი მახობეშვილი

თურქ-სელჩუკები, სულთან ალფ-არსლანის მეთაურობით, 1064 წელს შემოიჭრნენ საქართველოში. სულთანს თან ახლდა სპარსული წარმოშობის დიდი ვაზირი – ნიზამ ალ-მულკი.
სამწუხაროდ, საქართველო მოუმზადებელი დახვდა ამ შემოსევას. ბაგრატ მეფესა და ლიპარიტ ერისთავს შორის დაპირისპირებამ დაასუსტა ქვეყანა. ამას ხელს უწყობდა ბიზანტია. ბიზანტიაც დიდი პრობლემების წინაშე დადგა.
მეფე ბაგრატ მეოთხე, დედამისი, მისი და და მემკვიდრე ვაჟი, გიორგი ტაოდან მოდიოდნენ, თურმე, მცირე ამალით და ხეკრებულთაში გაჩერებულან დასასვენებლად. როცა გზის გასაგრძელებლად გაემზადნენ, სულთნის ჯარი თავს დაესხა მათ. ძლივს მოასწრო სამეფო ოჯახმა ქართლში გადმოსვლა. თურქები ჯავახეთში გადავიდნენ და ახალქალაქს მიადგნენ. ახალქალაქის მცირერიცხოვანი გარნიზონი თავგანწირულად იბრძოდა. სამი დღე გაგრძელდა ალყა. საქმეს ართულებდა ის, რომ ახალქალაქის გალავანი არ იყო დასრულებული. ამიტომ, თვითონ ქართველები გადავიდნენ შეტევაზე. ყოველმა ახალქალაქელმა მამაკაცმა მახვილი აიღო ხელში. გააღეს ქალაქის ჭიშკრები, მედგრად შეუტიეს მტერს და ბევრიც დახოცეს. მაგრამ, მრავალრიცხოვნობამ თავისი გაიტანა, შევიდნენ ქალაქში თურქები და უამრავი ქრისტიანი ტყვედ ჩაიგდეს. გაძარცვეს ახალქალაქი და დიდი ალაფი მოაგროვეს.
შემდეგ სულთანი ალფ-არსლანი დაუკავშირდა ბაგრატ მეოთხეს და დამძახლება სთხოვა, შენი დის ასული ცოლად მომეციო. მაშინ დანათესავება სახელმწოფოებს შორის მშვიდობის მიღწევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება იყო.
თვითონ სულთანი ალფ-არსლანი გავიდა საქართველოდან, გადავიდა სომხეთში, აიღო სომეხთა ერთ-ერთი ყოფილი დედაქალაქი, ანისი, რომელიც იმ დროს ბიზანტიის საკუთრება იყო, გაძარცვა და ტყვედ აიყვანა უამრავი ადამიანი.
ბაგრატ მეფის დის, გურანდუხტის ასული, მარიამი, რომლის ხელიც ითხოვა სულთანმა, იყო „სომეხთა მეფე“ კვირიკე (იგივე გურგენ) მეორის ძმისშვილი. კვირიკე გახლდათ ტაშირ-ძორაგეტის ყოფილი მეფის, დავით უმიწაწყლოს ვაჟი, წარმოშობით სომეხი ბაგრატუნების გვერდითა შტოდან, კვირიკიანებად წოდებული საგვარეულოდან.
ადრე ქვემო ქართლი, სხვა ტერიტორიებთან ერთად, ქართველებს არაბებმა წაართვეს და ტფილისის საამირო დააარსეს. საამიროს დასუსტების მერე ქვემო ქართლის ნაწილზე გავლენა გაავრცელეს სომეხმა ბაგრატუნებმა. ტაშირ-ძორაგეტის სამთავრო, ძირითადად, ქართულ, ნაწილობრივ, სომხურ და მერე ნაწილობრივ, ალბანურ ტერიტორიებზე დაარსდა მეათე საუკუნის ბოლოს. „სომეხთა სამეფო“ სომეხი ბაგრატუნების განაყოფმა კვირიკიანებმა დააარსეს. მისი დედაქალაქი გახდა ქართული ციხე-ქალაქი სამშვილდე (სოფელი სამშვილდე მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში). კვირიკეს მამას, დავითს, „სამშვილდარსაც“ უწოდებდნენ.
„სომეხთა მეფე“ კვირიკე გახლდათ დიდი ქართველი ხელმწიფის, ალავერდის დიდებული ტაძრის აღმშენებლის, ბიზანტიის წინააღმდეგ მებრძოლი საქართველოს მეფე გიორგი პირველის მოკავშირის, კახეთ-ჰერეთის მეფის – კვირიკე მესამე დიდის დისწული. ანუ ბაგრატის დის ასულს დედა და ბებია ქართველები ჰყავდა.
სთხოვა ბაგრატმა „სომეხთა მეფეს“, მაგრამ მან არ მისცა პრინცესა სულთანზე გასათხოვებლად. მაშინ გააგზავნა ბაგრატ მეფემ ვარაზ-ბაკურ ერისთავი ჯარით. კვირიკეს ქვეშევრდომებიც გადმოიბირა და სამშვილდისკენ მიმავალი მეფე კვირიკე და მისი ძმა, სუმბატი, ქვეშისჭალაში შეიპყრეს. აცნობეს ჩვენს ხელმწიფეს. სწრაფად წამოვიდა შიდა ქართლში ქართველთა მეფე. ქვახვრელში მოჰგვარეს შეპყრობილი ძმები და მოსთხოვა მათ სამშვილდე, მაგრამ უარი უთხრეს სომეხმა ბაგრატუნებმა ქართველთა მეფეს ქართული ქალაქის, სამშვილდის გადაცემაზე.
მათი ერთი ძმა, ადარნასე, ამ დროს სამშვილდეში იყო. მიიყვანეს სამშვილდის გალავანთან კვირიკე მეფე და სუმბატი, აღმართეს ძელი და გასვეს სომეხი მეფე ძელზე, ანუ, ბოძზე დაკიდეს სამი დღე. ბაგრატ მეფესთან მივიდა სომეხთა ორი ერისთავი – ლუკიისა და კაქვაქარისა და მოახსენეს, სომეხი მეფის ძმა, შენი ტყვე სუმბატი, იძლევა სამ ციხეს – ოფრეთს, კოშკსა და ვარზაქარსო. შეეცოდა ბაგრატ მეფეს ძელზე გასმული კვირიკე და მისი ძმა – სუმბატი, გაათავისუფლა და ისევ გადასცა ციხეები, მხოლოდ სამშვილდე დაიჭირა თავის საკუთრებად „და ეგრეთვე მონებდეს სომეხნი“. მეფე კვირიკემ დედაქალაქი ლორეს ციხეში გადაიტანა, ასევე ქართულ ტერიტორიაზე.
გაათხოვა ბაგრატ მეფემ თავისი დის ასული თურქ-სელჩუკთა სულთან ალფ-არსლანზე. ამგვარად, შეეცადა, მშვიდობა მოეპოვებინა ქვეყნისთვის.
 გავიდა წლები. 1072 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა ბაგრატ მეოთხე. მეორე დღეს, 1072 წლის 25 ნოემბერს, მოკლეს სულთანი ალფ-არსლანი. საქართველოს მეფე გახდა გიორგი მეორე, ბაგრატის ძე. სელჩუკთა სახელმწიფოს მბრძანებელი კი – 13 წლის მელიქ-შაჰ სულთანი – ალფ-არსლანის ძე. მას ტახტზე ასვლაში დაეხმარა ნიზამ ალ-მულკი, სელჩუკთა სახელმწიფოს სპარსული წარმოშობის დიდი ვეზირი. ქართველი პრინცესა, მეფე გიორგის მამიდაშვილი, ნიზამ ალ-მულკს მიათხოვეს. ასეთი ტრადიცია ხშირი იყო მაჰმადიანებში.
1080 წელს დაიწყო „დიდი თურქობა“, როგორც მას დავით აღმაშენებლის ისტორიკოსმა უწოდა.
გაზაფხულზე შემოდიოდნენ თურქნი თავისი საქონლითა და რემებით, საძოვრებად გადააქციეს ყანები და ბაღ-ვენახები.
 აღარ იყო თესვა და მკა. მოოხრდა ქვეყანა და ტყედ გადაიქცა. ადამიანთა ნაცვლად მხეცები და ნადირები მომრავლდა ველებზე. ასეთი ჭირი არ ახსოვდა ქვეყანას.
ეკლესიები ცხენების სადგომად აქციეს. მღვდლებს ხოცავდნენ ეკლესიებში ან ტყვედ ყიდდნენ, ასევე – ჭაბუკებსა და ბავშვებს... წყლის ნაკადულების ნაცვლად, ქვეყანაში სისხლის მდინარეები დიოდა...
არავინ იყო მოკავშირე, წინ ვერავინ აღუდგა თურქებს. ბიზანტიელები ცლიდნენ ციხეებს წინა აზიასა და მცირე აზიის აღმოსავლეთში და დასავლეთისკენ ილტვოდნენ...
უიმედოდ დარჩენილმა, დიდი თურქობით გაწამებული ქვეყნის თავდადებულმა ხელმწიფემ, შეკრიბა დარბაზი და ამცნო მათ თავისი გადაწყვეტილება, გამგზავრებულიყო სელჩუკთა სასულთნოში, რათა სამეფოსთვის მშვიდობა მოეპოვებინა.
1083 წელს ქართველი მეფე ეახლა მელიქ შაჰს ისპაჰანში და ხარკის გადახდის საფასურად ზავი და მშვიდობა ითხოვა. სულთნის კარზე ძალიან ესიამოვნათ საქართველოს მეფის ხლება და მისგან ვასალობის აღიარება.
ძნელი სათქმელია, შეხვდნენ თუ არა ერთმანეთს ბიძაშვილ-მამიდაშვილი, მეფე და პრინცესა, მაგრამ, შესაძლოა, ქართულმა დიპლომატიამ გამოიყენა დიდვაზირ ნიზამ ალ-მულკის ცოლის, მეფე გიორგის მამიდაშვილის, მარიამის გავლენა ქმარზე, დიდვაზირზე.
მელიქ შაჰ სულთანზე დიდი გავლენა ჰქონდა მის მზრდელსა და მფარველს, მის ტახტზე ამყვანს, ნიზამ ალ-მულკს.
მელიქ შაჰს გამაჰმადიანება არ მოუთხოვია ქრისტიანი მეფისთვის და მშვიდობაც ჩამოაგდო ხარკის ფასად, რა თქმა უნდა. ამ გონივრულ ნაბიჯში, მელიქ შაჰს, ალბათ, ნიზამ ალ მულკი დაარწმუნებდა. სულთანმა ჯარიც კი გამოატანა მეფე გიორგის კახეთ-ჰერეთის მისთვის დასაქვემდებარებლად, რადგან თუ კახეთ-ჰერეთი მეფე გიორგის დაემორჩლებოდა, ისიც სულთნის მორჩილი და მოხარკე გახდებოდა...
მაგრამ ეს თურქების გვერდიგვერდ კახელების წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავდა. სულთანი და ნიზამ ალ-მულკი, გიორგი მეფის დახმარებით, კახეთ-ჰერეთის სამეფოს დაქვემდებარებას აპირებდნენ... ამაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა მამულიშვილი მეფე და ამიტომ, ნადირობის სურვილის მომიზეზებით, გაეცალა თურქებს...
სუჯეთი და ივრის პირი მოაოხრეს სელჩუკებმა.
скачать dle 11.3