კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 შეგიძლიათ, გამდიდრდეთ?

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

შეგიძლიათ თუ არა სწრაფად გამდიდრება? თუ ამ კითხვაზე პასუხი გაინტერესებთ, მაშინ გაისარჯეთ და  შეამოწმეთ ეს ამ ტესტის საშუალებით. ყოველ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში თითო ქულა დაიწერეთ. შემდეგ კი ნახეთ   შედეგები:
1. გონებაში კარგად ანგარიშობთ? შეგიძლიათ სწრაფად გამრავლება, გაყოფა.?
2. ეკონომიური ადამიანი ბრძანდებით? ფულს სწორად ანაწილებთ?
3. გეგმავთ თუ არა თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას? იცით დროის ფასი?
4. გაგიმართლათ პროფესიის არჩევანში?
5. გაქვთ სურვილი, გქონდეთ  თქვენი  საკუთარი საქმე, პატარა ბიზნესი?
6. შეგიძლიათ, ადამიანებს უხელმძღვანელოთ?
7. ხშირად იმართლებთ თავს თუ არასოდეს?
8. შეგიძლიათ, საკუთარ თავს რეკლამა გაუკეთოთ?
9. გიყვართ იშვიათი, ორიგინალური ნივთები?
10. ქუჩაში „უპატრონოდ“ მიმოფანტული ხურდა ფული  აგიკრეფავთ?
11. გჯერათ იღბლის?
12. შეძლებდით მილიონი ლარის დახარჯვას?

შედეგები:
10–12 ქულა: თქვენ მდიდარი ადამიანის აზროვნება, წარმოსახვა და პოტენციალი გაქვთ. თუ ჯერ კიდევ არ გამდიდრებულხართ, იჩქარეთ, გამოიყენეთ თქვენი შესაძლებლობები. არ დააკლოთ ცდა და აუცილებლად გამოგივათ.
6–9 ქულა: ნამდვილად შეგიძლიათ ფულის სწორად გადანაწილება, ცხოვრებაში ყოველთვის საკმარისი ფინანსები გექნებათ, მაგრამ... მილიონერი? ალბათ, ვერ გახდებით. რა არ გყოფნით საამისოდ? შეიძლება,  ფულის სიყვარული.
0–5 ქულა: თქვენ, სამწუხაროდ, „დიდი ფული“ მხოლოდ ტელევიზორის ეკრანზე შეიძლება ნახოთ. დაუყოვნებლივ შეიცვალეთ დამოკიდებულება წარმატებისა და სიმდიდრის მიმართ (სხვაგვარად თქვენი პირადი ფინანსური წარმატება გამორიცხულია). გონივრულად დაგეგმეთ  თქვენი ცხოვრება. ნუ ხართ დარწუნებული, რომ მდიდარ ადამიანებს ფული ციდან „სცვივათ“ თავზე. შრომა, შრომა და მიზანდასახულობა!

скачать dle 11.3