კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: თმას ვისწორებ თმის უთოთი. იქნებ მირჩიოთ, რა ვქნა, რომ არ დამეწვას და დამიზიანდეს? იქნებ თმის აღმდგენი ნიღაბიც მირჩიოთ?
პასუხი:
გირჩევთ, თმის უთო უფრო იშვიათად გამოიყენოთ. თუ თმა დაზიანებული გაქვთ, მაშინ კარგი იქნება სპეციალური შამპუნები და ბალზამი ასევე, მაიონეზი. შეიზილეთ თმაში მაიონეზი და შემდეგ ჩამოიბანეთ. ასეთი ნიღაბი კვებავს თმას. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ უნდა გაიჩეროთ, არა უმეტეს 20 წუთისა, რადგან მაიონეზში შედის მდოგვი, რომელიც დიდხანს გაჩერების შემთხვევაში, თმას დააზიანებს.
კითხვა: მაქვს მშრალი სახის კანი და სწორედ ასეთი კანისთვის განკუთვნილ კრემს ვიყენებ, მაგრამ არ მშველის. იქნებ მირჩიოთ, რა გავაკეთო? ზოგადად, რა იწვევს კანის სიმშრალეს?
პასუხი:
კანის სიმშრალის რამდენიმე მიზეზი არსებობს: ამინდი – კანზე მზის სხივების, ქარის, სიცივის პირდაპირი ზემოქმედება; ჰაერის სიმშრალე, რომელსაც განაპირობებს ზამთარში სახლის გადამეტებული გათბობა, ზაფხულში კი – კონდიციონერი; ცხელი წყლით ხშირი ბანაობა, ტუტე საპნის გამოყენება, კოსმეტიკის ზედმეტი მოხმარება; კანის სიმშრალის მიზეზი შეიძლება იყოს ზოგიერთი დაავადებაც, რომელსაც ხშირად ქავილიც ახლავს: შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტიურობა, ალერგია, ფსორიაზი, დერმატიტი, ეგზემა; მემკვიდრული წინასწარგანწყობა; ელასტიკურობის დაქვეითება და სიმშრალე აზიანებს და აბერებს კანს. ახლა გასწავლით, თუ როგორ უნდა მოუაროთ მშრალ კანს: აუცილებელია გამოძინება, რადგან ძილის დროს კანის უჯრედები აღდგება, კანი ისვენებს. რეგულარული ფიზიკური ვარჯიში და კანის ზედაპირის მსუბუქი მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და კანის უჯრედებს მეტი ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები მიეწოდება. ორგანიზმში სითხის დეფიციტის აღსადგენად და კანისთვის სინოტივის შესანარჩუნებლად დღეში 2 ლიტრზე მეტი წყალი უნდა დალიოთ. საკვები რაციონი გაამდიდრეთ მარცვლეული კულტურით, კაკლით, ხილითა და ბოსტნეულით, A და C ვიტამინებით მდიდარი პროდუქტებით. შეზღუდეთ შაქრის, შოკოლადის, კოფეინის შემცველი პროდუქტებისა და ცხიმის მიღება. უარი თქვით სიგარეტსა და ალკოჰოლზე; ერიდეთ ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას, ზედმეტ გადახურებას ან გაციებას. შხაპი და აბაზანა დღეში 2-ზე მეტად არ მიიღოთ, არ დაიბანოთ ძალიან ცხელი წყლით. უმჯობესია ოთახის ტემპერატურის წყლით ბანაობა. გამოიყენეთ საპონი ნეიტრალური PH-ით.

скачать dle 11.3