კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2018 (55)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)

№48 როგორ მოვამზადოთ ცხიმიანი კანი ზამთრისთვის

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

სახლის პირობებში სახის კანის მოვლა არც ისე რთულია, რომ ლამაზად და მომხიბვლელად გამოიყურებოდეთ, კანიც სუფთა იყოს და ახალგაზრდული იერი დაჰკრავდეს. ამავდროულად, ზამთრის ცივ სეზონზე სახის კანსა და მასზე  არსებულ გამონაყარზე განსაკუთრებულად უნდა იზრუნოთ, რომ კიდევ უფრო არ გართულდეს, გამოშრეს და ანთებითი პროცესი არ განვითარდეს.
* ჯამში ჩაასხით ადუღებული წყალი, ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი აფთიაქში შეძენილი გამხმარი გვირილა. თავზე გადაიფარეთ პირსახოცი და ცხელი წყლისა და გვირილის ორთქლს დაბანილი სახე 20 წუთის განმავლობაში მიუშვირეთ. შემდეგ აიღეთ ნახევარი მუჭა სიმინდის ფქვილი, შეურიეთ 1 სუფრის კოვზი საჭმლის სოდა, დააწვეთეთ რამდენიმე ლიმონის წვეთი და მიღებული მასა დაორთქლილ სახეზე წრიული მოძრაობებით, ნაზად შეიზილეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ, გაიმშრალეთ და დამატენიანებელი სახის კრემი წაისვით. 30 წუთის შემდეგ, ისევ გადაისვით კრემის თხელი ფენა. ამ გაწმენდის პროცედურის შემდეგ, სიცივეში კანის გამოშრობის საფრთხეს აიცილებთ და სახიდან მუწუკები და შავი წერტილებიც ნელ-ნელა ალაგდება. პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია საღამოს, კვირაში ერთხელ.
* 1 ნაჭერი შავი პურის გული დაალბეთ რძეში, შემდეგ გაწურეთ და დაიდეთ მთელ სახეზე. 20 წუთის შემდეგ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით სახის კრემი. ეს ნიღაბი გაუხეშებული კანის დარბილებაში და მუწუკებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.
* 1 ცალი კარტოფილი კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ კანიანად. შემდეგ მოაცილეთ კანი და გახეხეთ. დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი რძე, 1 კვერცხის გული, კარგად აურიეთ ერთმანეთში და დაიდეთ სახეზე 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა, სახის კანს ამშვიდებს და გამონაყარსა და სიწითლეს აცხრობს.
ზოგადად, კანის მდგომარეობა პრობლემად იქცევა მაშინ, როდესაც მასზე ცხიმიანი სიპრიალე და მუწუკები ჩნდება. ზოგიერთი კანი საჭიროზე მეტ ცხიმს გამოიმუშავებს. ეს შეიძლება, მთელი რიგი მიზეზების გამო მოხდეს, მაგალითად, გენეტიკური მიდრეკილება, სტრესი, ჰორმონული დარღვევა, ცხოვრების არაჯანსაღი წესი – ყველაფერი ეს ასტიმულირებს ცხიმის ჯირკვლების აქტივობას და იწვევს კანის პრობლემებს. ცხიმის ჯირკვლები დერმაში არის განლაგებული, თმის ფოლიკულებთან პირდაპირ კავშირში. თუ ცხიმის ჯირკვალი ძალიან ბევრ ცხიმს გამოყოფს, ხდება თმის ფოლიკულის დაცობა  და კანზე ჩნდება მუწუკები. ზედმეტი ცხიმი არღვევს კანის მჟავას ბუნებრივ ბარიერს, ფორებში შეიძლება ბაქტერიებმა შეაღწიონ და კანის ანთებაც გამოიწვიონ. ამიტომ, ცხიმიანი კანისთვის საგულდაგულო გაწმენდა ძალიან მნიშვნელოვანია. არ გამოიყენოთ ამისთვის საპონი, რადგან ის ზედმეტად აშრობს კანს და ასტიმულირებს კანის ცხიმის გამომუშავებას. გამოიყენეთ დასაბანი სკრაბი ან გელი ნორმალური კანისთვის, მაგნოლიის ექსტრაქტით. ის აქტიურად წმენდს კანს და ეხმარება ცხიმიან სიპრიალესთან ბრძოლაში, ხსნის ფორებს, ეფექტურად ებრძვის ბაქტერიებს. ასევე, გამოიყენეთ ტონიკები, რადგან მათ მადეზინფიცირებელი ეფექტი აქვთ და კარგად ერგებიან ცხიმიან კანს.
ზამთრის სეზონზე ცხიმიან კანს სიცივისგან და სხვა გარემო ზემოქმედებისგან დაცვა სჭირდება, ამიტომ უნდა გამოიყენოთ დამანოტივებელი კრემები, მსუბუქი გელები და სითხეები.  დამანოტივებელი საშუალებები შეარჩიეთ ანტიბაქტერიული და დამაწყნარებელი კომპონენტებით. მაკიაჟის გაკეთებისას კი, გამოიყენეთ ფხვიერი პუდრი და უზეთო ტონალური ფუძეები, რადგან ისინი შეიწოვენ სახის კანის ზედმეტ ცხიმს. კვირაში 2-ჯერ მუწუკების საწინააღმდეგო სკრაბებისა და ნიღბების საშუალებით მოიშორეთ მკვდარი უჯრედები და ჭუჭყი.
მკაცრად გადახედეთ კვებას და მოერიდეთ, ზედმეტ ნერვიულობას, მოწევას და სტრესს, რამაც შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს კანის მდგომარეობაზე. კანი რომ არ გამოშრეს, აუცილებლად დალიეთ ბევრი სითხე.скачать dle 11.3