კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 ექიმის რჩევები

კითხვა: გთხოვთ, მიპასუხოთ, ხომ არ იწვევს ეპოვექსის მიღება წონაში მატებას?
პასუხი: არა. პირიქით, ეფექტურია ჭარბი წონის კორექციისთვისაც. სწორად შედგენილ მენიუსთან ერთად, ეპოვექსი ხელს უწყობს ცხიმების წვას.
კითხვა: ვარ 33 წლის, მყავს ორი შვილი. ვარ ორსულად, მაგრამ ჩემს ქმარს თავში აქვს მიკროადენომა და ყოველ მესამე დღეს სვამს ორ აბ დოსტინექსს. მაინტერესებს, ხომ არ იქონიებს ეს გავლენას ნაყოფზე?
პასუხი: თქვენი ქმრის მიერ მიღებული დოსტინექსი ნაყოფზე არ აისახება.
კითხვა: ტყვიის ანალიზით 5 წლის ბავშვს აღმოაჩნდა –14. ნორმა კი წერია – 35. რამდენად საშიშია ეს და ვის მივამრთოთ იმის გასარკვევად, დასჭირდება თუ არა მკურნალობა?
პასუხი: 35 არის ზღვარი და არა ნორმა, 35-ზე მაღალი მაჩვენებელი ნიშნავს ინტოქსიკაციას. თქვენს შემთხვევაში მკურნალობა არ არის საჭირო, თუმცა მეტი სიზუსტისთვის კარგი იქნებოდა გვცოდნოდა, რა ერთეულებშია პასუხი და რა ერთეულებია მითითებული ნორმაში.
კითხვა: ყელში რაღაც ნალექივით მაქვს, ძირითადად, ჭამის შემდეგ მაწუხებს. რა შეიძლება იყოს? ნაწლავების სიმსივნემ ან მსგავსმა დაავადებამ ხომ არ იცის?
პასუხი: არა, ნაწლავების სიმსივნეს ასეთი რამ არ ახასიათებს. მსგავსი შეგრძნება შეიძლება, თან ახლდეს ხახა-სასის ანთებას (ფარინგიტს, ლარინგიტს), აგრეთვე, ეზოფაგიტს (საყლაპავის ანთებას), ანდა, სულაც, ნევროზს. თქვენ უნდა მიმართოთ ყელ-ყურის ექიმს და გამორიცხოთ ყელის პათოლოგია, შემდეგ კი სასურველა გასტროენტეროლოგთან და ნევროლოგთან ვიზიტი.
კითხვა: მაინტერესებს, ყელის ტკივილის შემთხვევაში, შეიძლება, პიობაქტერიოფაგი რომ გამოვივლო და შემდეგ გადავყლაპო?
პასუხი: ყელში მიმდინარე ანთებითი პროცესის დროს პიობაქტერიოფაგი ინიშნება როგორც გამოსავლებად, ისე პერორალურად (დასალევად). გამოყენებამდე გაეცანით პრეპარატის ინსტრუქციას.
კითხვა: დედაჩემს ჰქონდა C ჰეპატიტი, იმკურნალა და ექიმმა უთხრა, რომ მკურნალობის შემდეგ უნდა ეცადო, წონაში არ მოიმატოო. რატომ არ შეიძლება წონაში მომატება?
პასუხი: C ჰეპატიტის ყველაზე ხშირი და სერიოზული გართულებაა ღვიძლის ფიბროზი და ციროზი. ღვიძლის ციროზისა და ფიბროზის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია: ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ჭარბი წონა (ცხიმოვანი ცვლის მოშლა) და სხვა. ამიტომ რაციონიდან ამოღებული უნდა იყოს საკვები, რომლებიც ღვიძლისთვის საზიანოა.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3