კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№48 რას მკურნალობს ფორთოხალი?

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ფორთოხალი შეიცავს A ვიტამინს, ფოლატს. მასში შემავალი C ვიტამინი ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს. სასარგებლოა გულისთვის – კალიუმი უზრუნველყოფს მის სათანადო ფუნქციონირებას. ეს ხილი ამცირებს ორგანიზმში ცუდი ქოლესტერინის დონეს. ფორთოხალი სასარგებლოა რესპირატორული სისტემისთვის. ამ გემრიელ ციტრუსში დიდი რაოდენობითაა ბოჭკო.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ბეტა-კრიპტოქსანტინი აქვეითებს ფილტვის კიბოს განვითარების რისკს. სწორედ ბეტა-კრიპტოქსანტს შეიცავს ფორთოხალი. თუ გსურთ, რომ თქვენი კანი სუფთა და ლამაზი იყოს, ამასთან, ჯანსაღი იერი ჰქონდეს, მიირთვით ფორთოხალი. ბეტა-კაროტინის დახმარებით ის კანს თავისუფალი რადიკალების დაზიანებისგან იცავს.
ფორთოხალი:
1. ამაღლებს იმუნიტეტს;
2. აუმჯობესებს მადას;
3. ამცირებს დაღლილობას;
4. ამცირებს შეშუპებას;
5. ხელს უწყობს ჭრილობაზე ქსოვილების სწრაფად აღდგენას;
6. აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს ცხიმების წვას. აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციას (აძლიერებს მსხვილი ნაწლავის მოტორულ ფუნქციას და ამცირებს შლაკების წარმოქმნის პროცესს);
7. ეხმარება ორგანიზმს ჰიპერტონიასთან და ათეროსკლეროზთან ბრძოლაში (ამცირებს სისხლძარღვების შევიწროების რისკს);
8. ეფექტურია პოდაგრის, ნაღვლის ბუშტის ქრონიკული დაავადებებისა და ჰიპოვიტამინოზების მკურნალობის დროს.
ახალგამოწურულ ფორთოხლის წვენს სუფთა სახით იყენებენ ავთვისებიანი სიმსივნის კომპლექსური მკურნალობის დროს, ანემიის, ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, სიმსუქნის, ინფექციური და რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკისას გასტრიტისა და კოლიტის სამკურნალოდ.  ის ასევე, ეფექტურია თირკმლის მუშაობის დარღვევის, სანაღვლე გზების დაავადების, მეტეორიზმის, ყაბზობის, შეშუპების, თირკმელკენჭოვანი დაავადების, ღრძილებიდან და სხვა სახის სისხლდენისას, კანის დაავადებების სამკურნალოდ.
ფორთოხალი ხელს უშლის კიბოს უჯრედების წარმოქმნას. D-ლიმონენის ნაერთი ეფექტურად მოქმედებს კანის, მკერდის, ფილტვების, პირის ღრუსა და სწორი ნაწლავის კიბოს პროფილაქტიკისთვის. C ვიტამინისა და ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობა კი თავისუფალ რადიკალებს უჯრედების დაზიანების საშუალებას არ აძლევს.
ფორთოხლის კანის ნახარშს იყენებენ რევმატოიდური დაავადებების სამკურნალოდ და გულის უკმარისობის დროს.
ფორთოხალში შემავალი ანტიოქსიდანტები ჩვენს კანს სიბერის გამომწვევი თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან იცავს.
ფორთოხალი ბავშვის რაციონში 1 წლის ასაკიდან შეგიძლიათ ჩართოთ. კარგი იქნება, თუ ჯერ წვენს გაასინჯებთ. მცირე რაოდენობის წვენი გააზავეთ ანადუღარ გაციებულ წყალში – პროპორციით 1:1 და დააკვირდით ორგანიზმის რეაქციას. ალერგია, ძირითადად, გამონაყარის სახით ვლინდება. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეწყვიტეთ მისი მიცემა და ცოტა მოზრდილ ასაკში კიდევ სცადეთ. პატარების რეაქცია ფორთოხალზე ინდივიდუალურია, ამიტომ ახალი პროდუქტის მიცემისას ორიენტირება მოახდინეთ ბავშვის ჯანმრთელობის გათვალისწინებით.
მზისფერი ციტრუსის მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ მათ, ვისაც დიაბეტი და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები აწუხებთ (კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გასტრიტი).
კბილების სიჯანსაღის შესანარჩუნებლად ფორთოხლის წვენის ან ნაყოფის მიღების შემდეგ კბილების გახეხვა ან პირში წყლის გამოვლება აუცილებელია.скачать dle 11.3