კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 ხმის ჩახლეჩის მიზეზები და თავიდან არიდების გზები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ხმის ჩახლეჩა და დაკარგვა ხმის ფუნქციური დარღვევის გამოვლინება გახლავთ. ხმის ფუნქციურ მოშლას ფონასთენია ეწოდება. ფონასთენია, არსებითად, პროფესიული დაავადებაა – უმეტესად მომღერლებს, მსახიობებს, მასწავლებლებს, ლექტორებს, ექსკურსიამძღოლებს ემართებათ, ერთი სიტყვით, მათ, ვისი სამუშაოც სამეტყველო აპარატის ზედმეტ დაძაბვას მოითხოვს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ხმის ფუნქციის მოშლა ნერვული სისტემის ფუნქციურ დაზიანებას ან ხმის ჰიგიენის დაუცველობას მოჰყვეს. ხმის ჩახლეჩის მიზეზი შესაძლოა იყოს:
* ლარინგიტი ანუ ხორხის ლორწოვანი გარსის ანთება ან მისი შეშუპება. სახმო აპარატი (მბგერავი იოგი, კუნთი და ყია, იგივე ნაპრალი) ხორხის ლორწოვანი გარსის მბგერავი ნაოჭების სისქეშია მოქცეული. ლორწოვანი გარსის ანთებისას სახმო აპარატის ნორმალური ფუნქციობა ირღვევა და ხმა იხლიჩება. ქრონიკულ ლარინგიტს თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებაც განაპირობებს.
* ჰორმონული ძვრები, რომლებიც 40-45 წლის შემდეგ ორგანიზმში ინტენსიურად მიმდინარეობს,  აგრეთვე,  ჰიპოთირეოზი, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, თუმცა ამ უკანასკნელს ხმის ჩახლეჩასთან ერთად სხვა სიმპტომებიც უნდა ახლდეს თან, მაგალითად, სიცივისადმი მომატებული მგრძნობელობა, კანისა და თმის სიმშრალე,  უმიზეზო დაღლა, კვებისგან დამოუკიდებელი სხეულის მასის მატება და სხვა.
თუ ხმის ჩახლეჩასთან ერთად ყელში მომდგარი ნახველის მსგავსი საცობიც  გაწუხებთ, სავარაუდოდ, ეს ქრონიკული ლარინგიტია, ამ უკანასკნელის უშუალო მიზეზსა და ხელშემწყობი ფაქტორების დადგენას კი მხოლოდ ექიმი სპეციალისტი შეძლებს. ზოგადად კი, გაითვალისწინეთ:
* არასწორი კვება და ხმის ჰიგიენის უგულებელყოფა – უპირველეს ყოვლისა, ერიდეთ მწარე, ცხარე, მჟავე და მლაშე კერძებს. ლორწოვანს აღიზიანებს მეტისმეტად ცხელი და ცივი საკვები და სასმელიც. უარი თქვით გაზიან სასმელებზე, ნიგოზსა და მზესუმზირის მიღებაზე. ისიც გახსოვდეთ, რომ სახმო აპარატის ყველაზე დიდი მტერი თამბაქოს კვამლია. მბგერავი ნაოჭების გასქელება-გამკვრივება, ანთებითი პროცესებისა და შეშუპების განვითარება, კვანძების წარმოქმნის პროვოცირება, ხმის ტემბრის შეცვლა, ჩახლეჩა, სიმშრალე და ვინ მოთვლის, ნორმიდან რამდენი გადახრა და პათოლოგია უკავშირდება თამბაქოს მოწევას! ყვირილი სახმო აპარატს რომ ვნებს, ყველამ კარგად იცის. ბევრს ჰგონია, რომ ჩურჩული ხმას იცავს. სამწუხაროდ, ასე არ არის – სწორედ რომ, პირიქითაა. ჩურჩულის დროს მბგერავი ნაოჭები არ ვიბრირებს და აპარატი ზომაზე მეტად იძაბება (ამიტომაც არის, რომ ზოგიერთს საერთოდ არ შეუძლია ჩურჩული – მოხრჩობის შეგრძნება ეუფლება). ერიდეთ აპარატის გადაძაბვას. ილაპარაკეთ საშუალო ტონით. ერიდეთ მშრალ, დაბინძურებულ, თამბაქოს კვამლით გაჟღენთილ გარემოში საუბარს. ხშირად გაანიავეთ ოთახი, რომელშიც იმყოფებით.
* არასწორი სუნთქვა – სახმო აპარატმა დატვირთვას რომ გაუძლოს, სუნთქვის მართვა უნდა შეძლოთ. სუნთქვის ჩვეულებრივი აქტი – ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის მონაცვლეობა – ჩვენთვის იმდენად ბუნებრივია, რომ ვერც კი ვამჩნევთ, როგორ აკეთებს ამას ჩვენი ორგანიზმი. დიდი მნიშვნელობა აქვს, პირით სუნთქავთ თუ ცხვირით. პირით სუნთქვისას ლორწოვანი თანდათან შრება, ყელში ღიტინის შეგრძნება ჩნდება და წარმოიშობა წამოხველების სურვილი. სახმო აპარატი რომ დაგეზოგოთ, საუბრის დაწყებამდე ჩაისუნთქეთ, შემდეგ კი ჰაერის ნაკადი ნელ-ნელა ამოუშვით ფილტვებიდან და ნელა წარმოთქვით ფრაზა. ფრაზის დასასრულებლად ჰაერი არ გყოფნით? ნუ დაღონდებით, ამას ეშველება. არსებობს საგანგებო ვარჯიშები, რომლებიც სუნთქვის რეგულირებასა და ჰაერნაკადის თანაბარ განაწილებას მიგაჩვევთ. ფილტვების ტევადობა ინდივიდუალურია, მაგრამ ამ ვარჯიშების მეშვეობით მისი გაზრდაც შეიძლება.
скачать dle 11.3