კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

№48 გარდატეხის ასაკის ფსიქოლოგიური პრობლემები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

პრობლემა N1 – გგონიათ, რომ თქვენს შვილს სძულხართ – შესაძლებელია, სულ ცოტა ხნის წინ თქვენი ტკბილი შვილი გთხოვდათ მასთან ერთად კლასის ექსკურსიაზე წასვლას ან დაძინების დროს მასთან წამოწოლას. უცებ კი, ფაქტობრივად, ერთ დღეში, აღმოაჩენთ, რომ ის თქვენ მიმართ საშინელი აგრესიის გამოვლენას იწყებს.
„გარდატეხის ასაკის არსი სწორედაც გამოყოფა და ინდივიდუალიზმის ძიებაა. ბევრ ბავშვს ამ დროს სჭირდება კიდევაც მშობლებისგან შორს თავის დაჭერა, რათა საკუთარი იდენტობის პოვნა შეძლოს“, – ამბობენ მეცნიერები. მშობელი უნდა ეცადოს, მაქსიმალურად შეინარჩუნოს სიმშვიდე და გაუმკლავდეს ამბოხების ასაკს.
რა თქმა უნდა, არავინ ამბობს იმას, რომ შვილს უფლება მისცეთ, შეურაცხყოფა მოგაყენოთ და ცუდად მოგექცეთ. თუ ასეთი რამ ხდება, უნდა მოითხოვოთ მარტივი ქცევის წესების დაცვა. ასეთ დროს კარგია ძველი მიდგომის გამოყენება, ანუ „თუ კარგს ვერაფერს იტყვი, ჯობია საერთოდ არაფერი თქვა“.
გარდატეხის ასაკის პრობლემა N2 – შინ გვიან დაბრუნება. გარდატეხის ასაკის ერთ-ერთი დამახასიათებელია დაწესებული ლიმიტების ტესტირება და ყველა წესისთვის რეალური გამოცდის მოწყობა. სანამ დასჯის მკაცრ ზომებს მიმართავდეთ, ეცადეთ, დაელაპარაკოთ შვილის მეგობრების მშობლებს და გაარკვიოთ, ისინი რომელ საათზე ითხოვენ შვილების სახლში დაბრუნებას. შესაძლებელია, თქვენ მიერ სახლში დაბრუნებისთვის დაწესებული დრო თქვენი შვილის მეგობრების წრეში ზედმეტად მკაცრი და არარეალური აღმოჩნდეს. ამიტომაც აჯობებს, სიტუაციის კარგად შესწავლის შემდეგ შეთანხმდეთ სახლში დაბრუნების აუცილებელ დროზე. მკაცრად გააფრთხილეთ თქვენი შვილი, რომ დაგვიანება შესაძლებელია მხოლოდ 10 წუთით და თუ ამ წესს არ დაიცავს, ამას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი შედეგი. ასეთი შედეგი შესაძლებელია იყოს, მაგალითად, გვიან საღამოს მეგობრებთან სეირნობის უფლების ერთი კვირით ჩამორთმევა. თუ ეჭვი შეგეპარათ, რომ თქვენი შვილი სახლში მოსვლას იმის გამო აგვიანებს, რომ არასასურველ საქმეებშია გარეული ან თავს სახლში ბედნიერად ვერ გრძნობს, აუცილებლად დაელაპარაკეთ მას და გაარკვიეთ რეალური მიზეზი.
პრობლემა N3 – მათ ცხოვრებას საკომუნიკაციო მოწყობილობები მართავენ. თანამედროვე ცხოვრების სტილის გათვალისწინებით, ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების მთლიანი აკრძალვა არა მხოლოდ არარეალური, ზედმეტად მკაცრი სასჯელიცაა. ბევრი ექსპერტი გვირჩევს, შემოვიღოთ წესი, რომლის მიხედვითაც მოზარდი ვალდებულია, დაძინებამდე, სულ ცოტა, ერთი საათით ადრე გამორთოს კომპიუტერი, რაც უზრუნველყოფს საკმარის დროს ძილისთვის.
პრობლემა N4 – შვილის მეგობრები, რომლებიც თქვენ საშინლად არ მოგწონთ – შესაძლებელია, უცნაური ჩაცმულობით, თმის თქვენთვის მიუღებელი ვარცხნილობითა და ხმაურით, თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, წესიერებიც იყვნენ. უმჯობესია, მშობლებმა, თავი შეიკავონ შვილის მეგობრების ჩაცმისა თუ ვარცხნილობის სტილის კრიტიკისგან. მეორე მხრივ, თუ თქვენი შვილი პრობლემურ ბავშვებთან მეგობრობს, ბავშვთან დალაპარაკება აუცილებელია. მაგრამ ეცადეთ, მოზარდს თავის დაცვა და გამართლება არ დასჭირდეს. უბრალოდ, უთხარით, რომ ნერვიულობთ, ცუდი ბავშვების წრეში რომ არის და გეშინიათ, ისიც არ ეტანებოდეს რამე ცუდს.
პრობლემა N5 – ამ ასაკში ყველაფერი ტრაგედიაა. მშობლები ძალიან ხშირად აუფასურებენ და უმნიშვნელოდ თვლიან ბევრ ისეთ საკითხს, რაც თინეიჯერისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასეთი მიდგომის გამო ბავშვი ფიქრობს, რომ მას მშობლები საერთოდ ვერ უგებენ და საბოლოოდ უარს ამბობს მათთან საუბარსა და გულისნადების გაზიარებაზე.  ნურაფერს ურჩევთ, ნუ დაამცირებთ და აგდებულად ნუ ისაუბრებთ მის მეგობრებზე. უბრალოდ, მოუსმინეთ და გამოხატეთ თანაგრძნობა. ეცადეთ, თქვენი თავი წარმოიდგინოთ მის ადგილას – თქვენც ხომ იყავით ერთ დროს თინეიჯერი.скачать dle 11.3