კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (106)
იანვარი 2020 (195)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

№48 რატომ იმყოფებიან თანამედროვე ქრისტიანები მძიმე სიტუაციაში და რატომ არ შეიძლება სხვა ადამიანისთვის რაიმეს დაპირება

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ღვთისმშობელი არასდროს  ტოვებს ადამიანებს, ყოველთვის მათ გვერდით არის და მთელი წლის განმავლობაში ეხმარება, განსაკუთრებით კი – განსაცდელების დროს. ბოლო ჟამის სწავლების თანახმად კი, ადამიანები სწორედ განსაცდელების დათმენით ცხონდებიანო. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):


– ერთ-ერთი წმიდა მამა უფლის წყალობით სამოთხეში იყო ატაცებული, სადაც ღვთისმშობელს ეძებდა, მაგრამ ვერ ნახა. მაშინ უფალს ჰკითხა: რატომ არ იმყოფება აქ დედაღვთისაო, რაზეც უფალმა უპასუხა, ღვთისმშობელი სასუფეველში ნაკლებად იმყოფება, ის 24 საათის განმავლობაში ზრუნავს ქვეყანაზე და ყველა გაჭირვებულთან მიდის დასახმარებლადო. თუ გვინდა, რომ კარგად გავიგოთ, რა არის ზეციური იერარქია, უნდა დავემორჩილოთ საეკლესიო იერარქიას: უნდა გვყავდეს მოძღვარი, რომელიც თავის მხრივ, ემორჩილება ეპისკოპოსს, ეპისკოპოსი – კათოლიკოს-პატრიარქს და ასეთი მოწესრიგებული მდგომარეობა არის ეკლესიაში. როგორც ეკლესიაში, ასევე საერო იერარქიაში ადამიანები ერთმანეთს უნდა ემსახურებოდნენ არა შიშით, არამედ სიყვარულით. თუ გვინდა, რომ ვიყოთ თავმდაბლები, უნდა ვემსახუროთ და დავემორჩილოთ ჩვენს ქვემდგომ ხალხს. ნუ შეჰპირდებით ადამიანებს რაიმეს, თუ მისი შესრულება არ შეგიძლიათ. ნურც უფალს შეჰპირდებით  რაიმეს, რადგან არ იცით, ხვალ რა მოგელით. სწორედ ეკლესიაში უყალიბდება ადამიანს ეკლესიური კულტურა, რომელსაც უპირველეს ყოვლისა, იმ ღვთისმსახურების მაგალითით უნდა სწავლობდეს, რომლებიც უფალმა მათ მსახურებად დაადგინა.
– ხშირად გამიგია ადამიანებისგან, უფალს, ხატებს ვთხოვთ დახმარებას და არ გვეხმარებიან, მაინც მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებითო.
– თუ გინდა, რომ ზეციური იერარქია დაგეხმაროს, ის სწავლება უნდა დაიცვა, რომელიც შენამდე მოვიდა და წმიდა მამებმა დაგიწერეს. უფალი არ იქნება ჩვენთან, თუ ჩვენ არ აღვასრულებთ უფლის სიტყვას, ნებას. დღეს ჩვენ იმიტომ ვიმყოფებით ასეთ მძიმე მდგომარეობაში, რომ არ გვწამს, არ გვჯერა ზეციური იერარქიის, ანგელოზების მეოხების, ჩვენი წმიდანების დახმარების. როგორც ეკლესიის მოძღვარს, საზოგადოებასა და ეკლესიაში ხშირად მიწევს ადამიანებთან ურთიერთობა. შემიძლია, თამამად და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო: თანამედროვე მართლმადიდებელ ქრისტიანებს ისე აქვთ დათრგუნული ზნეობრივი გრძნობები, რომ ვერ ხვდებიან როგორ იმეტყველონ, რა ჩაიცვან და როგორ მოიქცნენ საზოგადოებაში. წმიდა მამები გვირჩევენ, როგორც კი დილით სამოსელის ჩაცმას დაიწყებ, მაშინვე გაიხსენე, რატომ მოგცა ღმერთმა ტანსაცმელი. თანამედროვე ადამიანებს ჰგონიათ, რომ სიშიშვლე მათ სამოთხის წიაღს აახლოებს. ეს არის სიცრუე, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთმა შესამოსელი სირცხვილისა და სიშიშვლის დასაფარავად მოგვცა.
– მამაო, ხშირად ადამიანები შეიძლება, სათანადოდ არ იცვამენ, მაგრამ ბოლომდე იცავენ უფლის მცნებებს.
– შეიძლება, ადამიანი საერო ტანსაცმლით დადიოდეს, მაგრამ ის მოღვაწე ქრისტიანის ნიმუში იყოს. ლათინურ ენაზე ასეთი გამოთქმა არსებობს: მხოლოდ კუნკულა როდია მონაზნობა. შეიძლება, ადამიანი გარეგნულად მონაზვნურად შეიმოსოს, მაგრამ შინაგანად მტაცებელი იყოს, ან პირიქით – გარეგნულად არ იმოსებოდეს ისე, როგორც საჭიროა, მაგრამ შინაგანად იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანი. ეკლესიაში მოსული ადამიანი სუფთად უნდა იყოს ჩაცმული, მოწესრიგებულად გამოიყურებოდეს. ბევრი ქრისტიანი ჭუჭყიანი დადის, თმასაც კი არ ივაცხნის და ჰგონია, რომ ამით საკუთარ შინაგან მხარეს წარმოაჩენს. ეს არის ფარისევლობა და მეტი არაფერი. გადამეტებული ღვაწლით შეიძლება, სული დავიზიანოთ. შეიძლება, მონაზონის სამოსი გეცვას, მაგრამ გული მრუშობით გქონდეს სავსე. ან პირიქით, ლამაზი, თანამედროვე, ქრისტიანული  ტანსაცმელი გეცვას და შინაგანადაც ქრისტიანი იყო. სახარებიდან მაცხოვარი გვასწავლის, რომ სული არის მხნე, ხოლო ხორცი – უძლური. სამწუხაროდ, ისინი ვერ ხვდებიან, რომ ადამიანი ვერ განეშორება და ვერსად დაემალება უფალს. ან რატომ უნდა ემალებოდეს ღმერთს? პირიქით, მისი მადლობელი უნდა იყო. სნეულება, როგორც სულიერი და ხორციელი სიკვდილი, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, ღვთისგან ადამიანის დაშორების, ანუ ცოდვით დაცემის შედეგია. ღმერთი არის სიცოცხლე, სიყვარული, სიმრთელე და რამდენადაც ადამიანები ვშორდებით ღმერთს, იმდენად ვკარგავთ სიცოცხლისუნარიანობას. იმ ვაკუუმს კი, რომელიც ამ დროს რჩება, სულ უფრო და უფრო ავსებს ხორციელი და სულიერი სნეულება და ბოლოს – სიკვდილი, ჯერ – სულიერი და შემდეგ – ხორციელი. ხშირად მეუბნებიან ადამიანები: რისთვის წავიდეთ ექიმთან, როცა ლოცვითა და ზეთის ცხებით შეიძლება განკურნება. რა თქმა უნდა, შეიძლება, ოღონდ თუ შესაფერისი რწმენა გექნება. მაგრამ რატომ უნდა გავაკეთოთ ეს, როცა ღმერთმა მოგვცა სხვა, უფრო იოლი, ხელმისაწვდომი საშუალებები, უფრო მარტივი, რაც არ ითხოვს შენგან ღრმა სარწმუნოებას, არ ითხოვს საეკლესიო საიდუმლობებისადმი მიმართვას. ექიმთან წასვლამდე შეეცადე, თავი განიკურნო, მოინანიე. სცადე, განიკურნო სულიერად, სინანულით. რადგან სნეულება, ერთი მხრივ, დაკავშირებულია კაცობრიობის ბედთან, მის სულიერ დაუძლურებასთან, მეორე მხრივ კი – ჩვენი სულის მდგომარეობასთან. როგორც კი ადამიანი ავად გახდება, უპირველეს ყოვლისა, თავის თავს უნდა ჩაუღრმავდეს და გააანალიზოს, რამდენად დასცილდა ის შემოქმედს, რა უსამართლობა ჩაიდინა მოყვასის მიმართ, თავის თავთან მიმართებაში კი დაინახოს, რამდენად აქვს შებილწული და დამახინჯებული ღვთის ის ხატება, რომელიც მასშია ჩადებული.  შეიძლება, დაბეჯითებით ითქვას: თუ ადამიანს თავი მორწმუნედ მიაჩნია, ხოლო განსაცდელი და ავადმყოფობა არ შეხვედრია, ეს, წმიდა მამთა აზრით, იმის ნიშანია, რომ უფალი არ სათნოჰყოფს ამ ადამიანს. სწორედ ამიტომ არის ნაწინასწარმეტყველები, რომ ბოლო ჟამს, ამპარტავნების გაზრდის გამო, ადამიანები მხოლოდ განსაცდელთა და ავადმყოფობათა დათმენით ცხონდებიან. ამპარტავნი ადამიანი ყველგან და ყველასთან დამარცხებულია. მას სხვა ყოველგვარი ნიჭი წაერთმევა და ფსიქოლოგიურად კაეშანი, წყვდიადი და უნაყოფობა დაემართება: მორალურად – მარტოობა, სიყვარულის დაშრეტა და ღვარძლი. ღვთისმეტყველების თვალსაზრისით – სულის კვდომა, ხორციელი სიკვდილის მაუწყებელი და გეენია სიცოცხლეშივე, ფიზიოლოგიურად და პათოლოგიურად – ნერვული და სულიერი სენი.

скачать dle 11.3