კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 როგორ გამოიყენა პუტინმა საქართველოსთან ომი ნავთობის გაძვირებიდან მიღებული ფულის სამხედრო მოდერნიზაციისთვის დასახარჯავად და რატომ ესროლა ტრამპმა პუტინს თეთრი ხელთათმანი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლას აპირებს. ეს ის შეთანხმებაა, რომელიც 1987 წლის 8 დეკემბერს სსრკ-ს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავკაც გორბაჩოვსა და აშშ-ს პრეზიდენტ რეიგანს შორის გაფორმდა და რომლის საფუძველზეც,  მხარეები შეთანხმდნენ, რომ არ გამოცდიან საშუალო (1 000-5 500 კილომეტრის რადიუსის) და მცირე (500-1 000 კილომეტრის რადიუსის) სიშორის ფრთოსან რაკეტებს. საპასუხოდ, რუსულმა საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ანალოგიურად იმოქმედებს, რაც, საბოლოოდ, ნიშნავს, რომ მხარეები ბალისტიკური რაკეტების შექმნა-გამოცდის ინტენსიურ ეტაპზე გადავლენ. ეს კი ნიშნავს, რომ მსოფლიოში ახალი წესრიგი მყარდება, რაც, ბუნებრივია, ჩვენზეც აისახება, იმ მარტივი მიზეზით, რომ ბირთვულ რაკეტებს ზემონახსენები მხარეები ერთმანეთს ნაკლებად ესვრიან, მაგრამ ერთმანეთის მოკავშირეების დაწიოკებას კი ეცდებიან. იმედია, ასეთი ფატალური სცენარი არ განვითარდება, თუმცა ფაქტია, რომ მოსალოდნელი საფრთხეები იზრდება, რასაც ვახტანგ მაისაიასთან ერთად განვიხილავთ.  
– თავის დროზე რატომ გახდა აქტუალური ამ შეთანხმების გაფორმება აშშ-სსრკ-ს შორის?
– დავიწყოთ იმით, თუ რას ითვალისწინებს ეს ხელშეკრულება. ის დაიდო 1987 წლის დეკემბერში ვაშინგტონში. გააფორმეს გორბაჩოვმა და რეიგანმა და ეხებოდა მცირე და საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების შემცირებას. ეს საკითხი  მაშინ გახდა აქტუალური იმის გამო, რომ აშშ-მა და სსრკ-მა დაიწყეს საშინელი შეიარაღების რბოლა, რამაც ევროპის კონტინენტი იქამდე არნახულ დაპირისპირებამდე მიიყვანა, ვითარდებოდა ანალოგიური პროცესები, რის გამოც თავის დროზე მსოფლიო კარიბის კრიზისამდე მივიდა. ანუ საბჭოთა კავშირი პიონერი იყო ოპერატიულ-ტაქტიკურ ბალისტიკურ რაკეტებში, მას ჰქონდა რაკეტები, რომელთა გავრცელების რადიუსი დაახლოებით, 500-დან 2 000-კილომეტრამდე იყო. ამერიკელებმა დასავლეთ ევროპაში განალაგეს სახმელეთო ბაზირების რაკეტები, რომელთა რადიუსი, თუ არ ვცდები, 3 000 კილომეტრს მოიცავდა. შეიარაღების ამ რბოლამ გამოიწვია ის, რომ ორივე მხარე შეთანხმებულიყო, დაეტოვებინათ 500 კილომეტრამდე რადიუსის ტაქტიკური რაკეტები. მართლაც, სარაკეტო კომპლექსები ორივე მხარემ გაანადგურა.
– რეალურად?
– რეალურად, მაგრამ ამერიკელებმა მოატყუეს საბჭოელები და რუსები ამაში შევარდნაძეს ადანაშაულებდნენ. მათ დაიტოვეს ანალოგიური სიშორის საზღვაო ბაზირების ბალისტიკური რაკეტები, მაგრამ სახმელეთოები, ფაქტობრივად, განადგურდა. საბჭოთა კავშირისთვისაც ხელსაყრელი იყო ამ შეიარაღების განადგურება, იმიტომ რომ საბჭოეთს უფრო მეტი ბირთვული ქობინები ჰქონდა, ვიდრე ამერიკელებს და ბალისტიკურ-სტრატეგიული რაკეტების იგივე რაოდენობა, რამდენიც აშშ-ს. პუტინმა, 2000 წლიდან მოყოლებული, დაიწყო შეიარაღებული ძალების ფარული მოდერნიზაცია და ამ ხელშეკრულების დარღვევა.
– როდესაც ვლაპარაკობთ დარღვევებზე, სადაზვერვო მონაცემებითაა ცნობილი იმის შესახებ, თუ რა წყაროს ეყრდნობა ასეთი დაშვება?
– რეალობაში აღმოჩნდა ასე: ეს აჩვენა შეიარაღებული ძალების პუტინის მიერ განხორციელებულმა მოდერნიზაციამ, რაზეც მას უბიძგა საქართველოსთან სამხედრო კონფლიქტმა. ამის შემდეგ პუტინმა დაიწყო თავისი სამხედრო დოქტრინის გადასინჯვა. რუსეთის ერთ-ერთი მოტივაცია, თუ რატომ წამოვიდნენ ამ კონფლიქტზე, უკავშირდება ნავთობზე ფასის აწევას, რაც მოხდა კიდეც და რამაც რუსეთს საშუალება მისცა, მიეღო უზარმაზარი ფინანსური შემოსავლები, რაც ამ მოდერნიზაციას მოხმარდა. ანუ პუტინმა, როგორც მზვერავმა, გამოიყენა საკმაოდ ჭკვიანური სტრატეგია. მან საკმაოდ ოსტატურად გააცურა დასავლეთი, მოიქცა ისევე, როგორც ჰიტლერი თავის დროზე – მან სამხედრო ბიუჯეტი კი არ გაზარდა, იგივე დატოვა, მაგრამ, სამაგიეროდ, ნავთობიდან აღებული ფული, 500 მილიარდი დოლარი, მოდერნიზაციაზე გადაისროლა და აი, ამის შედეგად მიიღო საშუალო და მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო და საჰაერო. იმიტომაც გამწარდა ტრამპი: ამერიკელები დარჩნენ მოტყუებულები. მათ საზღვაო ბალისტიკური რაკეტები დაიტოვეს ჩვეულებრივი ქობინებით და არა – ბირთვულით, რუსებმა კი კალიბრები გადააკეთეს და მათ უკვე შეუძლიათ ბირთვული ქობინების, ანუ ამ რაკეტების ბირთვულ იარაღად გამოყენება. რუსული სამხედრო ტექნიკა გასული წლის პირველ მარტს აჩვენეს და ზოგიერთმა სამხედრო ექსპერტმა შეაფასა, როგორც კომპიუტერული მოდელირება. არადა ამიტომაც დააყენა ტრამპმა ამ ხელშეკრულებიდან აშშ-ს გამოსვლის საკითხი, რომ რუსეთმა დაარღვია ამ ხელშეკრულების ყველა პირობა, მათ გაუჩნდათ საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ბაზირების რაკეტები. რუსებმა სამხედრო კონფლიქტის დროს ახალი ტიპის შეიარაღება ჩვენზე გამოსცადეს.
– კონკრეტულად სად?
– როდესაც ფოთში დაგვიმიზნეს და 200 კილომეტრიდან გვესროლეს „ისკანდერები“ და „ტოჩკარუ“. მათ მოდერნიზებული შეიარაღება საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენეს და მიიღეს ის, რის მიღებაც ადრე არ შეეძლოთ. და უკვე იკვეთება საქართველოსთან საომარი მოქმედებების დაწყების ორი მოტივი: ენერგეტიკული, ანუ გეოეკონომიკური, ნავთობის ფასის აწევა და, მეორე, გამოსცადეს თავიანთი შეიარაღება.
რეალურად, პუტინმა თავისი შეიარაღებული ძალების ფარული მოდერნიზაცია 2006 წლიდან დაიწყო, 2007 წლიდან ის გამოვიდა ჩვეულებრივი შეიარაღების შეთანხმებიდან, რომელიც ხელმოწერილი იყო სტამბოლში ეუთოს ეგიდით და რის მიხედვითაც, საქართველოდან გაიყვანა თავისი სამხედრო ბაზები და დამრტყმელ შეიარაღებას ჩრდილო კავკასიაში მოუყარა თავი. დღეს მათ 1 000 კილომეტრამდე გაზარდეს მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტების რადიუსი. საზღვაო და საჰაერო გზით კი შეუძლიათ, 3 000 კილომეტრამდე მანძილზე გადაიტანონ ბირთვული ქობინები. თანდათანობით აჩენენ ახალი ტიპის შეიარაღების მოდელებსაც. ამიტომ ამერიკელები იძულებულები გახდნენ, ჩართულიყვნენ ახალ „ცივ ომში“ – შეიარაღების გამალებული რბოლა დაიწყო – რომ ამ მიმართულებით რუსებს დაეწიონ. ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტში ას მილიარდამდე გაზარდეს ამ მიმართულების დაფინანსება. სიტუაციის დაბალანსება მათ რამდენიმე თვეში შეუძლიათ, მაგრამ ამერიკელები ასე სწრაფად მოდერნიზაციას ვერ მოახერხებენ. ამას გარდა, რუსებმა ეს თავიანთი შეიარაღება, ანუ საშუალო და მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გადასცეს ირანსა და ჩრდილო კორეას. პუტინმა არა მარტო საკუთარი შეიარაღებული ძალების ფარული მოდერნიზაცია მოახდინა, არამედ, ფაქტობრივად, გააკეთა ერთგვარი ფარი და ეს იარაღი თავის მოკავშირეებს, ავტორიტარული მართვის სისტემებს გადასცა. მივიღეთ ერთგვარი კლუბი. ამან შეცვალა გეოპოლიტიკური დისბალანსი მსოფლიოში და უნიპოლარული სამყაროსგან მივიღეთ მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგი.
– და რას ნიშნავს ეს ახალი წესრიგი? ისევ ჩვენ, მათ მოკავშირეებს გვესვრიან თუ ერთმანეთსაც?
– ახალი რეალობაა, იწყება მესამე ბირთვული რბოლა, პირველი იყო 1962 წლის კარიბის კრიზისი, როდესაც მცირე სიშორის რაკეტები დააყენეს ამერიკელებმა თურქეთში, რუსებმა – კუბაში, რომელთა რადიუსი 500-1 000 კილომეტრი იყო. მეორე რბოლა დაიწყო 1982 წლიდან და 1985 წლამდე გაგრძელდა, როდესაც საბჭოთა კავშირმა უნგრეთში, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ჩეხოსლოვაკიაში განალაგა მცირე და საშუალო სიშორის სარაკეტო კომპლექსები, ამერიკელებმა კი – გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში, ეგრეთ წოდებული, სარკისებური რეაგირების ფორმატში და ახლა უკვე აშკარად იწყება მესამე რბოლა. რუსებმა დაიწყეს „ისკანდერებისა“ და სხვა შეიარაღების განლაგება კალინინგრალის ოლქში, „ეს 300-ს“ ტიპის საზენიტო კომპლექსები, რომლებიც ამ რგოლის ნაწილია, ჩვენს ოკუპირებულ აფხაზეთშიც განათავსეს. ეს არის გადამჭერი და დამრტყმელი სარაკეტო კომპლექსები და უნდა თუ არა, საქართველოც ჩართულია ამ შეიარაღების რბოლაში – რუსები ჩვენი აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიას გამოიყენებენ, როგორც ამ შეიარაღების განთავსების ელემენტს და ამერიკელებს მოუწევთ, თავიანთი სარაკეტო კომპლექსები ამ ოკუპირებული ტერიტორიებისკენ მიმართონ.
– აპირებენ, მართლაც ესროლონ ერთმანეთს თუ უბრალოდ ტერიტორიებს, გავლენის სფეროებს ინაწილებენ?
– ეს არის ბირთვული დაშინების პოლიტიკა. კარიბის კრიზისის დროს მსოფლიო წკიპზე გადაურჩა ბირთვულ ომს, ხრუშჩოვისა და კენედის პირდაპირმა კონტაქტმა იხსნა მსოფლიო. 1983 წელს დროზე მოვიდა გორბაჩოვი და გორბაჩოვისა და რეიგანის ურთიერთობებმა განაპირობა კონფლიქტის გაყინვა. არ ვიცი, რას მოიფიქრებს ტრამპი, ხოლო ვინ არის პუტინი, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ: ეს არის იგივე ჰიტლერი. აი, აქ უკვე დგება პოლიტიკური ლიდერშიფის საკითხი, გამონახავენ თუ არა საერთო ენას ტრამპი და პუტინი. ორივე, არაპროგნოზირებადი ლიდერია და თქვენ გამოიტანეთ დასკვნა, რა შეიძლება, მოხდეს. პუტინმა განაცხადა, რომ ბოლომდე წავლენ და ისიც დაამატა, რომ  დაიხოცებიან და სამოთხეში მოხვდებიან.
– თუმცა რთული დასაჯერებელია, რომ ბოლომდე წასასვლელად და სამოთხეში მოსახვედრად აგროვა მილიარდები. მგონი, იმიტომ ამბობს ამას, რომ რუსეთის მოსახლეობა იყოს მზად სამოთხისთვის, ანუ საიქიოსთვის?
– პუტინმა „გადაუჯოკრა“ სტალინსაც, ბრეჟნევსაც თავისი ხანგრძლივი მმართველობით და ხელისუფლების ხიბლში ჩავარდა. ის გახდა იმპერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირი, შეიძლება, დაკარგოს რეალობის შეგრძნება. ასეთი ლიდერისგან კი ყველაფერია მოსალოდნელი. ის საკმაოდ ფანატიკოსი ადამიანია, მან დაიჯერა, რომ დასავლეთისთვის ძლიერი მუშტის მოღერება შეძლო. ფაქტია, რომ დღეს რუსეთი მსოფლიო პოლიტიკაში წყვეტს საკითხებს და ტრამპის გადაწყვეტილებაც ამას ნიშნავს, იმიტომ რომ მან ხელთათმანი ესროლა რუსეთს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა დაარღვია შეთანხმება, ტრამპმა ეს საკითხი სამხედრო სტრატეგიული შეიარაღების დაძაბულობის დონეზე გადაიყვანა. დაიწყო შეიარაღების ახალი რბოლა! თან, ამ დაძაბულობის საზღვრები რუსეთსა და ამერიკას გასცდა. თუ ადრე „ნატო“ და ვარშავის პაქტი აბალანსებდნენ ერთმანეთს, დღეს საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტები აქვთ ირანსა და ჩრდილოეთ კორეას.
– ჩვენ გარდა კიდევ ვინ იჭყლიტება ამ გამალებულ შეიარაღებაში?
– სომხეთი. არ მგონია, აზერბაიჯანიც გადაურჩეს ამას, კავკასია და შავი ზღვისპირეთი მთლიანადაა ჩართული ამ პროცესში, აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორია, თუ იქ აშშ განალაგებს თავის ახალ რაკეტებს. ერთი სიტყვით, პუტინი გაცილებით ვერაგი და ცბიერი დიქტატორი აღმოჩნდა, ვიდრე მოელოდნენ.
скачать dle 11.3