კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 საშველები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

გასწორდების – არ გასწორდების?!

​საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმაც გამოამზეურა, რომ, რაც წინ მივიწევთ (ჯერჯერობით მხოლოდ დროში), ეთიკის სტანდარტები უკან-უკან იხევს (და ხშირად იმაზე სწრაფადაც, ვიდრე დრო მიგვაქანებს).
ჰოდა, რაკი უკანდახევის რეჟიმშია (ეთიკური ნორმები) და ამ ენასაც არ აქვს ძვალი, ხოლო გამოხატვის თავისუფლებად ყველაფრის, რაც პირზე მოადგებათ (მოქალაქეებს ვინღა ჩივის – პოლიტიკოსებსაც კი საჯარო გამოსვლებისას), ფრქვევა შეირაცხა, რომ არა აღვირახსნილი ბილწსიტყვაობა და სიცრუეთა ნიაღვარი (იმიტომ რომ ცილისწამებაც სიტყვის თავისუფლებადაა მონათლული), გონიერი დამკვირვებელი იფიქრებდა, რომ ერთ დიდ ფსიქიატრიულ კლინიკას აკვირდება.
ჩვენ არ ვიცით (ყოველ შემთხვევაში, პირადად მე ნამდვილად არ ვიცი), რატომ დეგრადირდა ეს ჩვენი პოლიტიკური სპექტრი (მეტ-ნაკლებად, ცხადია, მაგრამ განსაკუთრებული დეგრადაცია მაინც მათ ეტყობათ, რომლებიც ძალიან დიდი ხანია, ამშვენებენ ამ ჩვენს პოლიტიკურ სცენას და ხელისუფლებად ყოფნის ხანგრძლივი გამოცდილებაც აქვთ), მაგრამ შევიტყვეთ, რომ პიზის დახრილი კოშკი სწორდება. ექსპერტების განმარტებით, უარს ამბობს დახრილობაზეო.
მოგეხსენებათ, რომ შუა საუკუნეების 57-მეტრიანი მონუმენტი 4 სანტიმეტრით გასწორდა.  მიზეზი კი ის ყოფილა, რომ თიხისა და ქვიშის საფარი, რომელზეც კოშკი დგას, კოშკის სამხრეთ ნაწილში რბილდება.
აქედან გამომდინარე კი, ჩნდება იმედი, რომ სადაც პიზის კოშკი გასწორდა, იქნებდა, ეს ჩვენი პოლიტიკოსებიც გამოსწორდნენ?!

скачать dle 11.3