კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 გამომაკარონებულები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

„პა აბხაზსკი“

​სანამ ჩვენ პრეზიდენტს ვარჩევთ, უფრო ზუსტად, საპრეზიდენტო კანდიდატებს და ლამისაა, ცოცხლად დავჭამოთ ერთმანეთი და ოცდამეერთე საუკუნის კანიბალებად ჩავეწეროთ ამ ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, ციფრული ტექნოლოგიების მამები კი იმავდროულად, თითქმის სხვა გალაქტიკებში შეიჭრნენ, ჩვენს სეპარატისტულ აფხაზეთში მაკარონები დაამზადეს.
კერძოდ, აფხაზეთის დე-ფაქტო ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ (ვინმე ზაურ გულუამ) გაგრაში მაკარონების საწარმოო კომპლექსი გახსნა და იქვე აღნიშნა, რომ ეს მეტად დიდი მოვლენაა რესპუბლიკის ცხოვრებაში.
მართლაცდა, უდიდესი: იმიტომ რომ 35 ახალი სამუშაო ადგილი შექმნილა.  დასაქმებულები კი, ღირსეულ ანაზღაურებასაც მიიღებენ და თავიანთ წვლილსაც შეიტანენ ჩვენი, ანუ აფხაზური ეკონომიკის აყვავებაშიო (ისე აყვავდა თქვენი მტერი!).
მეტიც, სეპარატისტები მაკარონებს, თურმე, საექსპორტოდ ამზადებენ.
იმის გათვალიწინებით,  რომ აფხაზურ მაკარონებს რუსეთსა და ვენესუელაში თუ შეჭამენ, უკიდურეს შემთხვევაში, სირიაში, რთული წარმოსადგენია, როგორ უნდა შასწვდეს მათ დაპურებას (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დამაკარონებას) 35 აფხაზი მემაკარონე?!
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ საკუთრივ ჩვენ ერთმანეთის ჭამის რეჟიმში ვართ (რასაც წინასაარჩევნო კამპანია დავარქვით), იქნებ აფხაზური მაკარონები გავგვესინჯა (ჩვენც გამოვძღებოდით და სეპარატისტებსაც საექსპორტო წიაღსვლებს ჩავუშლიდით)?!
скачать dle 11.3