კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№. როგორ დავიცვათ თავი ინფექციური დაავადებებისაგან, საჭირო და საინტერესო რჩევები ინფექციონისტ გიორგი კანდელაკისგან

ზამთრის მოახლოვებასთან ერთად განსაკუთრებით გააქტიურდა ინფექციური დაავადებების საშიშროების თემა, როგორ მოვემზადოთ ზამთრისთვის, განსაკუთრებით როდის აქტიურდება  რესპირატორული დაავადებები და რა გზები არსებობს პრევენციისთვის, ამ თემის ირგვივ არსებულ ბევრ საინტერესო კითხვაზე, ექიმმა ინფექციონისტმა-გიორგი კანდელაკმა გვიპასუხა. იქამდე კი გიორგი კანდელაკის წარმატების საინტერესო გზას გაგაცნობთ.

გიორგი კანდელაკი: 1995 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მოგეხსენებათ, ძალიან რთული პერიოდი იყო და სახელმძღვანელოების მოძიებაც კი ძალიან ჭირდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი სამედიცინო საკვალიფიკაციო გამოცდები ჩავაბარე და სამედიცინო განათლება გავაგრძელე ამერიკაში. 2001-2004 წლებში გავიარე სამწლიანი რეზიდენტურა შინაგან სნეულებებში ნიუ იორკში, ხოლო შემდეგ 2 წლის მანძილზე ინფექციური დაავადებების ფელოუშიფი ნიუ ჯერსის სამედიცინო უნივერსიტეტში. დაახლოებით ორი წელი ვმუშაოდი არიზონის შტატის ქალაქ ფენიქსში ექიმ ინფექციონისტად. ვარ მორის უნივერსიტეტის ადიუნქტ პროფესორი. 2008 წლის ბოლოს, ჩამოვედი საქართველოში. იქ დარჩენა არასდროს დამისახავს მიზნად და ყოველთვის ვფიქრობდი საქართველოში დაბრუნებას, ჩემი მიზანი იყო იმ საჭირო განათლების მიღება, რასაც ჩემს ქვეყანას მოვახმარდი.
_საქართველოში დაბრუნების შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი კარიერა?
_საქართველოში დაბრუნების შემდეგ ბევრ კლინიკასთან ვთანამშრომლობდი, ძირითადდ დაკავებული ვარ როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული პაციენტების კონსულტაციებით.
    გარკვეული პერიოდი დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილეც გახლდით, ადმინისტრაციული თანამდებობის გამო გარკვეული პერიოდი  კლინიკურ პრაქტიკას ნაწილობრივ მოვწყდი, თუმცა, 2012 წლიდან ისევ სრულად დავუბრუნდი კლინიკურ საქმიანობას.
_რამდენად საინტერესო სფეროა ინფექციური დაავადებების დარგი?
_ჩემი აზრით, ინფექციური დაავადებები ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, ფართო და ყოვლისმომცველია დარგია სამედიცინო სპეციალობებს შორის. სხვა დარგებისაგან განსხვავებით შედარებით ნაკლებია სტანდარტული მიდგომები და ალგორითმები და უფრო ხშირია „იმპროვიზაციის“ ელემენტები. ხშირად ვადარებ ხოლმე კარგ დეტექტივს, როდესაც კლინიკური სურათის მიღმა კარგად დამალულ და შენიღბულ „დამნაშავეს" ეს, რა თქმა უნდა, სხვა დარგებზეც შეიძლება ითქვას მაგრამ ინფექციურ დარგში განსაკუთრებით მკვეთრადაა გამოკვეთილი. 
_-წელს რა ინფექციებია აქტიური?
_რომ გითხრათ რომ რაიმე განსაკუთრებული წელიწადია - ნამდვილად არა. ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგიური კვლევებით აღარ ვარ დაკავებული, როგორც ვიყავი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ყოფნის დროს, მაგრამ  კლინიკური პრაქტიკიდან გეტვით, რომ წელს აღინიშნებოდა ძალიან დიდი რაოდენობით გასტროენტერიტების შემთხვევები, ვერ გეტყვით რომ ვირუსული თვალსაზრისით რამე განსაკუთრებული ხდებოდა ამ წელს.
   რაც შეეხება ზამთარს, ტრადიციულად რესპირატორული ვირუსებისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო სწორედ ზამთარია, ჯერჯერობით ჭარბი რაოდენობით ვირუსული რესპირატორული ინფექციების მომძლავრება არ შეინიშნება. რაც შეეხება გრიპის სეზონს, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანოზაციის მოწოდებული ინფორმაციით რაიმე განსაკუთრებულად ვირულენტურ შტამებს არ უნდა ველოდოთ, არის სტანდარტული ტიპის სეზონური გრიპის ვირუსები.
_არაერთვგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს გრიპის საწინააღმდეგო აცრების მიმართ, რასაც  ბევრი ეჭვის თვალით უყურებს...
_რამდენიმე წელიწადია რაც მსოფლიოში გრიპის ვაქცინა მოწოდებულია 6 თვიდან ზემოთ ნებისმიერი ადამიანისთვის. მე და ჩემი ოჯახი ყველა აცრილი ვართ ვირუსზე და, რა თქმა უნდა, ყველა ჩემს პაციენტსაც მოვუწოდეც აცრისკენ.
   არის რამდენიმე არასწორი წარმოდგენა რის გამოც წარმოიშვება გაუგებრობები, ერთი რომ გრიპის ვაქცინა გვიცავს მხოლოდ გრიპისგან და არც ერთი სხვა რეაპირატორული ვირუსისგან, შესაბამისად, ჩვენ შეიძლება სეზონზე ხუთჯერ და ათჯერაც გავცივდეთ მაგრამ ეს იქნება სხვა ვირუსული რესპირატოტული ინფექციებით გამოწვეული და არა გრიპით, შესაბამისად, არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ რესპირატორული ვირუსები არ დაგვემართება, არამედ ჩვენი ამოცანაა, რომ გრიპი არ დაგვემართოს, რომელიც ყველაზე მძიმეა  რესპირატორულ ვირუსებს შორის. მისი როგორც მიმდინარეობა, ასევე გამოსავალიც საკმაოდ მძიმეა და ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა ლეტალურადაც დასრულდეს, განსაკუთრებით რისკის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის, რომლებიც არიან ჩვილები, ასაკოვნები და სხვადასხვა ქრონილური დაავადებების მქონე  პაციენტები. და კიდევ, გრიპის ვაქცინა ყოველთვის შესაძლოა ვერ გვიცავდეს გრიპის ინფექციისაგანაც, თუმცა მისი გართულებებისაგან საკმაოდ საიმედოდ გვიცავს.
_რა პერიოდში უნდა ავიცრათ იმისთვის, რომ ვაქცინამ იმუშაოს?
_ზოგადად გრიპის მასიური ვაქცინაცია იწყება ოქტომბრიდან, აცრას აზრი აქვს მოგვიანებითაც, თუ გრიპის სეზონი უკვე დასრულებული არ არის. აპრილში აცრას ნამდვილად არ აქვს აზრი.  მათთვისაც კი აქვს აცრას აზრი, ვისაც გრიპი უკვე დაემართა, იმიტომ, რომ გრიპის ვაქცინა მოიცავს 3, ხოლო ზოგი 4 სხვადასხვა მოცირკულირე ვირუსის კომპინენტებს , შეიძლება ერთი დაგვემართა, მაგრამ სხვები ჯერ არ დაგმარვთია და სწორედ მათგან დაგვიცავს.
_ორსულების შემთხვევაში რამდენად დასაშვებია ვაქცინაცია?
_რაც შეეხებათ ორსულებს მათ შემთხვევაში აცრას არანაირი უკვეჩვენაბა არ აქვს,  პირიქით, ერთ-ერთი მკვეთრი ჩვენებაა, რომ მათ აიცრან გრიპზე, ორსულობის დროს აბსოლუტურად უსაფრთხოა გრიპზე აცრა.
   გამომწვევი ვირუსის შტამების ცვლილების,  და წარსულში აცრილი ვირუსის მიმართ იმუნიტეტის შენარჩუნების მიზნით ვაქცინაცია ყოველწლიურადაა გასაკეთებელი.
_რომელია გამორჩეულად საინტერესო ინფექციური დაავადებავირუსი თქვენთვის?
_ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ ნეიროინფექციები, ტუბერკულოზი, მულტირეზისტენტული ბაქტერიული ინფექციები და სხვა.  
_პრევენციისთვის რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს?
_ამ კუთხით ახალი არაფერია, რესპირატორული ვირუსების თავიდან აცილების ძირითადი გზა არის ხელების ხშირი  დაბანვა, სწორედ ხელებით გადადის ძირითადად და არა ჰაერით, როგორც ბევრს გონია, თუმცა, რა თქმა უნდა, ახლო კონტაქტითაც, ძირითადად ორ-სამ მეტრზე უფრო ახლო კონტაქტის შემთხვევაში შეიძლება გადაგვედოს ვირუსი აირწვეთოვანი გზით. როდესაც ჩვენ ვასუბრობთ, ვახველებთ, ვაცემინებთ და ა.შ, ამ დროს ჰაერში აერიზოლის სახით შერეულია ჩვენი ლორწოვანიდან გამოყოფილი წვეთები, ამ წვეთების მოხვედრა ჩვენზე და შემდეგ უკვე მისი ჩვენს პირთან, ცხვირთან ან თვალთან მიტანა რაც ძირითადად ჩვენი ხელით ხდება არის გადაცემის ძირითადი გზა. ეცადეთ დაიცვათ რაციონალური დისტანცია 2-3  მეტრი ავადმყოფი პაციენტისგან, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ მომვლელები ან ოჯახის წევრები,  ვირუსის ეპიდემიების დროს მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და რაც მთავარია ხშირად იბანეთ ხელი. რაც შეეხება პირბადეებით სიარულს მისი ტარება ვირუსული რესპირატორული ინფექციებისაგან თავდასაცავად სრულიად უსაფუძვლოა.
_რა არის თქვენთვის თქვენი პროფესია?
_ძნელად წარმომიდგენია ჩემი თავი ჩემს მიერ არჩეული პროფესიის გარეშე. ბედნიერებაა როდესაც გაქვს საშუალება_დაეხმარო ადამიანს და შეუმსუბუქო ავადმყოფობით გამოწვეული ტანჯვა, მით უმეტეს თუ გარკვეულ შემთხვევებში მისი სიცოცხლის გადარჩენაშიც იღებ მონაწილეობას, ეს ექიმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური საკითხია. მოყვასის მსახურება არის უფლის ერთერთი მთავარი მცნება, ბედნიერებაა როდესაც ამაში უნებლიედ შენი პროფესიაც გიწყობს ხელს.










скачать dle 11.3