კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 რის გამო მოუწია საქართველოს დატოვება ზურა დოიჯაშვილს და რატომ აპირებს ის უცხო ადამიანების „ამოქექვას“

ნინო კანდელაკი ანი რევია

მომღერალი ზურა დოიჯაშვილი, ბოლო პერიოდში, საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა – ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები შეექმნა და მკურნალობის კურსი ჩაიტარა. საცხოვრებელი ბინა ბანკისგან აქვს დაყადაღებული და საკმაოდ სოლიდურ თანხას თუ არ გადაიხდის, გამოდის, ნაღდი თბილისელი კაცი ქუჩაში რჩება. სწორედ ამის გამო ზურამ საქართველო დატოვა და ემიგრაციაში ისრაელში წავიდა.
ზურა დოიჯაშვილი: თბილისის ძველ უბანში, ვერცხლის ქუჩაზე დავიბადე და გავიზარდე. ამ უბანს ადრე ებრაელების უბანს ეძახდნენ. ბევრი ებრაელი წავიდა ისრაელში საცხოვრებლად და მათთან კონტაქტი დღემდე არ გამიწყვეტია. ახლა, როცა აქ ჩამოვედი, ბევრი მათგანი და მათ შორის, ილო ბააზოვი, სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე, დამხვდა და გვერდით მიდგანან. მახსოვს, უბანში, თითქმის ყველა ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა და ერთმანეთთან ყველას საოცრად თბილი ურთიერთობა ჰქონდა. ის თბილისი მენატრება. ადრე, შვილებს სწირავდნენ ქვეყანას, ახლა კი უკანალებს აჩვენებენ. ამის ყურება მიჭირს.  ჩემი თბილისის ქუჩებში ერთი დღეც რომ არ გავიარო ფეხით, ცუდად ვხდები, მაგრამ ცხოვრებამ ასე მოიტანა და ახლა ისრაელში მიწევს ემიგრანტად ცხოვრება. ოჯახს, საქმეს, ჩემს ჯანმრთელობას სჭირდება ასე და სხვა გზა არ მაქვს. ადრე, გარკვეული პერიოდი, დაახლოებით სამი წელი, რუსეთშიც მიწევდა ცხოვრება და მუშაობა, მაგრამ ახლა ისრაელში ჩამოვედი. აქ ვიცხოვრებ და ვიმღერებ. იმედია, ცოტა ფეხზე წამოვდგები. სხვათა შორის, ბებია – დედის დედა, მყავდა თბილისელი ებრაელი. საოცრად ჭკვიანი ქალი იყო და მისგან ბევრი რამ ვისწავლე. სულ ოპერაში დავყავდი. მარჯანიშვილის თეატრის წინ ქუდების სალონი ჰქონდა, ფაქტობრივად, საქართველოში, პირველი „კუწურიე“ ქალი იყო.  ინტელიგენტი გახლდათ, საოცარი გემოვნება ჰქონდა და ისეთი დიზაინის ქუდებს კერავდა, ყველა მასგან ყიდულობდა. ასე რომ, ჩემში ებრაული გენეტიკა ზის და ბებიის დამსახურებაა, ვინც ვარ – ბევრი რამ, მისგან გადმომეცა. ახლა თელ-ავივთან ახლოს ვცხოვრობ. ვიმღერებ რესტორანში, წვეულებებზე, მივხედავ ჩემს ოჯახს და ჯანმრთელობას, მივიღებ ორმაგ მოქალაქეობას და მერე, აუცილებლად დავბრუნდები.
– ბანკისგან ბინა გქონდა დაყადაღებული. ის გამოისყიდე და ისე წახვედი?
– არა, ჯერ ვერ გამოვისყიდე და ისევ ბანკის ვალს ვიხდი. აქ ბევრი მეგობარი მყავს, მეხმარებიან. ჩავწერ სიმღერებს, რესტორანში დავიწყებ მუშაობას და იმედია, ყველაფერი გამოვა. ისე ვიცხოვრე, ფულის მონა არასდროს ვყოფილვარ. უბრალოდ, ფაქტია, ფინანსური პრობლემების გამო მომიწია ემიგრაციაში წასვლა. არავის არაფერს ვაბრალებ, ყველაფერი ჩემი ბრალია. თილისმად, მამაოს ნაჩუქარი ხის ჯვარი მაქვს წამოღებული, მას სულ ვატარებ, მისი დამსახურებაა, დღეს ცოცხალი რომ ვარ და ის  დამიცავს.
– ვისთან ერთად წახვედი და სად ცხოვრობ?
– მეუღლესთან და შვილთან ერთად ვარ. სულ რამდენიმე დღეა, ჩამოვედი, ბინა ვიქირავეთ და მალე გადავალ საცხოვრებლად. კი ვარ საქართველოდან შორს, მაგრამ ცოტა დავმშვიდდი. ტელევიზორს რომ ჩავრთავ, მშვიდად ვარ, სულ პოლიტიკა, გინება და აყალმაყალი რომ არ მესმის. საქართველოდან არსად გავქცეულვარ. მინდა, ოჯახი ვარჩინო და კარგად მყავდეს. ყველა ემიგრანტი თავის ოჯახისთვის წვალობს და მეც ასე მომიწია. სახლში ხომ არ დავჯდებოდი და დაველოდებოდი, ვინ რას მომცემდა? როცა ავად გავხდი, ბევრმა უცნობმა ადამიანმა გადმომირიცხა თანხა და გპირდებით, ყველას „ამოვქექავ“ და ვალს ასმაგად გადავუხდი. მართლია, არ ვსვამ, მაგრამ, ისრაელის წმიდა მიწაზე, პირველ ჭიქას რომ ავწევ, ის საქართველოს სადღეგრძელო იქნება. რომ მოვდიოდი და ბარგს ვალაგებდი, გეფიცებით, ვტიროდი, თვალცრემლიანმა დავტოვე თბილისის აეროპორტი. აქ ჩამოსულს კი, მეგობრები ღიმილით დამხვდნენ.
– მიგაჩნია, რომ შენს ქვეყანაში, სათანადოდ ვერ დაგაფასეს?
– არა, ასე არ ვთვლი. ხალხის სიყვარულსა და სითბოს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ. სოციალურ ქსელში ისეთ თბილ სიტყვებს მწერენ, ისე მლოცავენ, როგორ არ დავინახო? ახლაც ბევრი უცხო ადამიანი მირეკავს, მკითხულობს, ინტერესდება, რატომ წავედი ქვეყნიდან და რას ვაპირებ. მუსიკა ძალიან მიყვარს, მის გარეშე ვერ ვიცხოვრებ და თუ ვინმეს ქორწილი იქნება ან იუბილე, მე მიკროფონით ხელში, მზად ვარ, მათ გვერდით ვიყო. ძალიან კარგი და ლაღი ბავშვობა მაქვს გავლილი და გაჭირვებულ ხალხს რომ ვუყურებ, ცუდად მოქმედებს ჩემზე. რასაკვირველია, პოლიტიკაც მაინტერესებს. პოლიტიკოსებიც წავლენ და მოვლენ, მაგრამ ადამიანმა შენი სახე არ უნდა დაკარგო, ზღვარს არ უნდა გადახვიდე და ის საქმე უნდა აკეთო, რაც შენია და რაც გამოგდის. ერთმანეთს თუ არ გავუფრთხილდით, ისე არაფერი გამოვა. ჩემთვის არანაირი პოლიტიკური ზეწოლა არ ყოფილა და არც მთავრობას ვაკრიტიკებ. არ მინდა ვინმეს ვალი მქონდეს – არცერთ სამუშაოს არ ვითაკილებ და გადავიხდი. კიდევ ვამბობ, დღევანდელი თბილისი ის თბილისი აღარ არის, ქუჩაში ერთმანეთს „პახოდკაზე“ რომ ვცნობდით. ახლა კი თავს სტუმარად ვთვლიდი. ისრაელში ფეხი რომ დავდგი, სხვა სამყაროში მოვხვდი, არაამქვეყნიურში. ახლა, აკლიმატიზაციას გავივლი, „მოვიხოდები“ და მუშაობას შევუდგები. 55 წლის ასაკში  ცხოვრებას ნულიდან ვიწყებ – ახალი გარემო, ახალი კლიმატი, ახალი ადამიანები... ხელახლა არ დავიბადე, მაგრამ, ცხოვრებას თავიდან ვიწყებ. სხვანაირი ცხოვრება წავიდა საქართველოში, მე კი ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს და დავავადდი კაცი.
скачать dle 11.3