კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 რატომ გადაწყვიტა ნუცა ბუზალაძემ დედის გარეშე ცხოვრება და რატომ არ მივიდა ის ბერა ივანიშვილის ქორწილში

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

იშვიათად მინახავს ისეთი პოზიტიური, ენერგიული და ცხოვრებაზე შეყვარებული ადამიანი, როგორიც მომღერალი ნუცა ბუზალაძეა. მის გვერდით ყოფნისას ის ენერგეტიკა და ოპტიმიზმი, რაც მასშია, შენზეც გადმოდის და ხვდები, არ უნდა დანებდე, იბრძოლო, იმოქმედო და ოცნებებიც ახდება. ნუცა საკუთარ წლის გეგმებს, ყოველთვის ფურცელზე წერს, ინახავს და როგორც თავად ამბობს, გეგმაზომიერად, წარმატებებსაც ასე იბევებს. მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგას – იწყებს დამოუკიდებლად ცხოვრებას ახალ ბინაში, წერს სიმღერებს, მუშაობს ალბომზე, აქტიურად ვარჯიშობს და ემზადება უცხო ენაში. ამბობენ, ის მალე ქვეყნიდან წასვლასა და საფრანგეთში კარიერის აწყობას გეგმავსო, თუმცა, ჯობს ამასთან დაკავშირებით თავად მომღერლისგან გავიგოთ და ჭორებს არ ავყვეთ.
ნუცა ბუზალაძე: მართალია, ბევრი რამ სპონტანურად ხდება, მაგრამ, მე ჩემი ცხოვრება წინასწარ მაქვს დაგეგმილი და ის ოცნებები და გეგმები მიხდება, რასაც წინასწარ ფურცელზე ვწერ და ვინახავ. ამისთვის მაქვს სპეციალური რვეული, სადაც წლის დასაწყისში ჩამოვწერ ხოლმე ჩემს მომავალ გეგმებს, რომლებიც აუცილებლად უნდა შესრულდეს და მიხდება კიდეც. ეს მეხმარება, ადვილად მივაღწიო წარმატებებს, რამე არ გამომრჩეს და ჩამოწერილ სურვილებს ხშირად ჩავხედო და მერე, როცა ახდება, ამით ვიამაყო. მოკლედ, რასაც ფურცელზე გეგმიურად ვწერ, ტვინშიც მაქვს ჩაბეჭდილი და ვცდილობ, ავიხდინო. ეს წელი რომ დაიწყო, მაშინაც ჩამოვწერე ბევრი რამ და ფაქტობრივად, ყველა ახდა, რაც დარჩა, წლის ბოლომდე ახდება.
– კონკრეტულად რა აგიხდა, რაც წლის დასაწყისში ჩაიფიქრე და ფურცელზეც გეწერა?
– მაგალითად, ის, რომ წელს ახალი სახლი მინდოდა შემეძინა და ავიხდინე. საბურთალოზე ვიყიდე ჩემი საკუთარი სახლი, ჩემი დიზაინით ვარემონტებ და მალე გადავალ. ასევე, კლიპები და ალბომი – ესეც სულ მალე ამიხდება. სხვათა შორის, მაქვს დაწერილი ჩემი სიმღერები და ის არასდროს გამომიტანია ფართო აუდიტორიის წინაშე. თავადაც კომპლექსი მქონდა და ბევრმა არ იცოდა, რომ სიმღერის ტექსტიც და მუსიკაც ჩემია და კომპოზიტორობაზე მაქვს ამბიცია (იცინის). ახლა კი სტუდიაში ჩავწერე და ის ჩემს ახალ ალბომში, სხვა კომპოზიტორების სიმღერების პარალელურად შევა.   
– მახსოვს, ერთ-ერთ პროექტში თანხა მოიგე და იმ ფულით, თუ არ ვცდები, ბინა იყიდე. ახლა რატომ გადაწყვიტე ცალკე, დედისგან დამოუკიდებლად ცხოვრება?
– თანხა კი მოვიგე ერთ-ერთ პროექტში, მაგრამ იმ ფულით ბინა არ მიყიდია. დედასთან ერთად ვცხოვრობდი და უბრალოდ, მომინდა, ცალკე, დამოუკიდებლად ჩემი სახლი მქონოდა, მარტო მეცხოვრა და გამომეცადა ჩემი თავი, ამ მხრივ, რამდენად მაგარი გოგო ვარ (იცინის). არ არის აუცილებელი, უცხოეთში წავიდეს ადამიანი და იქ გამოსცადოს დამოუკიდებლად ცხოვრება, მე აქაც კარგად ვარ და რატომაც არ უნდა მეცადა? ბინა ახალი აშენებულია და მინდა, ჩემი გემოვნებით, ისე მოვაწყო, რომ დიდი სივრცე იყოს, სტუდიაც მქონდეს და დასვენებისა და კომფორტის საშუალებაც. ასე რომ, საკუთარ „სამოთხეს“ ვიწყობ (იცინის). დიდი ხანი ვეძებდი ასეთ ბინას და ახლა ოცნება ავიხდინე. მოკლედ, 2018 წლის გეგმიდან, თითქმის ყველაფერი შესრულებულია და მხოლოდ ალბომისა და ვიდეოკლიპის დასრულება დამრჩა, რომელსაც წლის ბოლომდე აუცილებლად მოვასწრებ. კლიპს გადავიღებ, სადაც პირველ სიყვარულზე ავმღერდები. ფაქტია, ამ მხრივ, იღბლიანი ვარ, მიზნები და ოცნებები მიხდება (იცინის). ძალიან მინდოდა სადებიუტო ალბომის ჩაწერა. მასში სულ 12 სიმღერა შევა, რომელთაგანაც 6 თავად დავწერე – მელოდიაც და ტექსტიც.
– ნუცა, ფრანგულ ენაში ემზადები. ამბობენ, რომ სულ მალე საქართველოს დატოვებას გეგმავ და საფრანგეთში აპირებ კარიერის გაგრძელებას. ასეა?
– წელს გახლდით საფრანგეთში და ისე მომეწონა ეს ქვეყანა, ვატყობ, ხშირად მომიწევს იქ წასვლა (იცინის). ამიტომ, გადავწყვიტე, ფრანგული ენა ვისწავლო. კიდევ ვამბობ, საცხოვრებლად ვერსად წავალ, მაგრამ თუ იქნება კონცერტები და მიწვევები, დიდი სიამოვნებით ვიმღერებ. ზოგადად, მინდა ყველაფერში გამოვცადო ჩემი თავი, მიყვარს ექსპერიმენტები და სიახლეები. მინდა, ყველაფერში მოვსინჯო ჩემი ძალები და თქვენ წარმოიდგინეთ, სულ დაკავებული ვარ, სულ – გადარბენებზე, მაგრამ დრო და ენერგია მაინც დაუხარჯავი მრჩება და ვფიქრობ ხოლმე, კიდევ რაში დავკავდე (იცინის). ადრე უცხოეთში მინდოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ ახლა გეგმა შევცვალე, ვემზადები და მინდა, თბილისის კონსერვატორიაში ჩავაბარო.
– ბოლო დროს საკმაოდ დაიკელი წონაში, განაზდი და დაქალდი, მოგიხდა წონაში კლება...
- აქტიურად ვვარჯოშობ და მეც მომწონს, ასეთი ფორმები რომ დავიყენე. ზედმეტი კილოგრამები რომ წარსულს ჩავაბარე, თითქოს გავნაზდი და ენერგიაც მომემატა, თუმცა, არც მანამდე ვუჩიოდი (იცინის). ესეც მეწერა ჩემს გეგმების რვეულში, რომ უნდა დამეკლო და ფორმაში ჩავმდგარიყავი. წლის განმავლობაში ვარჯიშით, ჯანმრთელად დავიკელი. ფორმაში როცა ვარ, უფრო თავდაჯერებული ვხდები. მართალია, აღარ მინდა კილოგრამების დაკარგვა, მაგრამ ვარჯიშს ვაგრძელებ. უფორმო გოგონები არასდროს მომწონდა, ამიტომ ვცდილობ, ენერგია სწორად და მიზანმიმართულად ვხარჯო და ფორმა შევინარჩუნო. ბოლომდე ვერ ვიხარჯები და ამიტომ, კიდევ მინდა ახალი რაღაცები გავაკეთო (იცინის). თან, ასაკიც მიწყობს ხელს და წარმატებისთვის ყველა ღონესა და შესაძლებლობას, ყველა მომენტს მაქსიმალურად გამოვიყენებ. ახლა ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ, როცა ყველაფრის მოხვეჭა მსურს.
– ბერა ივანიშვილთან ახლო ურთიერთობა გქონდა. თუმცა, მის ქორწილში დაპატიჟებული არ იყავი. რატომ არ დაგპატიჟა?
– ბერა ერთ-ერთი პროექტის დროს გავიცანი და ძალიან ახლოს ვიყავით. თავმდაბალი, უშუალო, ნიჭიერი და საოცრად კეთილშობილი ადამიანია. მე სულ მისი გულშემატკივარი ვიქნები და მინდა, ბედნიერი იყოს, თავის ულამაზეს მეუღლესთან ერთად. ბერამ დიდი წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში, ძალიან დამეხმარა და გვერდით დამიდგა. ახლა ისეთი ახლო ურთიერთობა აღარ გვაქვს, მას თავისი სამეგობრო წრე ჰყავს, მე – ჩემი, თუმცა, კიდევ ვამბობ, ძალიან ვაფასებ და მიყვარს. მართალია,  ბერას ქორწილში არ ვყოფილვარ, მაგრამ გაბედნიერება სოციალური ქსელით მივულოცე.
– ნუცა, მომღერლები აქტიურად აფიქსირებენ თავის პოლიტიკურ შეხედულებებს, მათ ხშირად იწვევენ პოლიტიკურ შოუებში, თუმცა, შენ არსად ჩანხარ. არ გიწვევენ თუ თავს არიდებ ასეთ დებატებს?
– მე მომღერალი ვარ, პოლიტიკაც მაინტერესებს, მაგრამ საჭიროდ არ მიმაჩნია, ჩემი აზრი ხმამაღლა დავაფიქსირო. მირჩევნია, ჩემი პოლიტიკური პოზიცია ვიწრო წრეში გამოვხატო, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. არ შემიძლია, ფართო აუდიტორიის წინაშე გამოვიდე და პოლიტიკური განცხადებები გავაკეთო, არ ვარ ამ საკითხში კომპეტენტური. შეიძლება, გამოვიდე და ისეთი შეცდომა დავუშვა, ხალხმა არ მაპატიოს. რასაკვირველია, პოლიტიკური მოსაზრებაც მაქვს, აზრიც და შეხედულებაც, მაგრამ მე ვარ მომღერალი და უნდა გამოვიდე და ვიმღერო, სულ ესაა. პოლიტიკა ჩემი არაა. მე თავს მაშინ ვგრძნობ ბედნიერად, როცა სცენაზე ვმღერი. როგორ არ მაინტერესებს და მტკივა ჩემს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, დამიჯერეთ, მათზე მეტად მტკივა, ვინც ხმამაღლა საუბრობს, მაგრამ ჩემგან პოლიტიკურ განცხადებებს ნუ ელით – არ მინდა, ვინმე უხერხულ სიტუაციაში ჩავაყენო, მეც გავილანძღო და ამიტომ, ჩემი პოლიტიკა, ჩემს ოჯახში რჩება (იცინის).
скачать dle 11.3