კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 რა სიურპრიზი მოუწყო ირინკა კავსაძემ ოთო ფოლადაშვილს და როგორ გაგრძელდება მათი ურთიერთობა მომავალში

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ოთო ფოლადაშვილისა და ირინკა კავსაძის წყვილი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ამ სეზონის ლიდერია, რომელიც ჟიურისა და მაყურებლის განსაკუთრებულ სიყვარულსა და სიმპათიებს იმსახურებს. ბოლო ლაივზე მათმა „ხანჯლურმა“ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
ირინკა: ეს ცეკვა ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო. რაც არ უნდა იყოს, მაინც არსებობს დამოკიდებულება – თუ ადამიანი ამერიკაში ცხოვრობს, ქართველობას კარგავსო. კი, ადამიანი ეჩვევა სხვა გარემოს, მაგრამ „სუხიშვილები“ და ქართული ცეკვა ჩემს გულში ყოველთვის იყო და ამ ტურს განსაკუთრებულად ველოდი. თან, ბაბუაც ესწრებოდა ლაივს და ეს ყველაფერი ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო.
– ოთო, მეწყვილეებში ყოველთვის გიმართლებს და ამ სეზონზეც ასეა. ირინკას შესახებ აქამდე იცოდი?
ოთო:
იღბლიანი ადამიანი ვარ. ირინკას შესახებ ვიცოდი, რომ ამერიკაში ძალიან წარმატებული მსახიობი და ამომავალი ვარსკვლავია. ბუნებრივია, მინდა ხოლმე ისეთი ადამიანი იყოს ჩემი მეწყვილე, რომელიც მოძრავი და სპორტულად განვითარებულია. მსახიობი იდეალური ვარიანტია
– ირინკა, ჩამოხვედი, გაიცანით ერთმანეთი შენ და ოთომ და როგორ შეეჩვიეთ წყვილში მუშაობას?
ოთო: ძალიან კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. ალბათ, იმიტომ რომ ჩვენი ხედვა და პრიორიტეტები ერთმანეთს დაემთხვა. როცა ადამიანები ერთ ენაზე საუბრობენ, მერე ყველაფერი ადვილია. პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ადამიანური და ძალიან დადებითი გოგოა. მეგობრობა იცის და ურთიერთობები არ ეშლება. ირინკა ის ადამიანია, ვისთანაც პროექტის შემდეგაც აუცილებლად გავაგრძელებ მეგობრობას.
– ამ პროექტში ხშირია წყვილების პირად ურთიერთობებზე საუბარი. თქვენზეც მსმენია მსგავსი ხმები, რაც ირინკას ძალიან თბილ პოსტს მოჰყვა, რითაც დაბადების დღე მოგილოცა.
ირინკა: რეპეტიციების დაწყების მომენტიდან გვაქვს ჩვენი ხუმრობა, რომელიც მე მისი დაბადების დღის მისალოც პოსტში გავასაჯაროვე – რომ ოთო არის „ერთადერთი საოცრება“ და მგონი, ეს ზედმეტად სერიოზულად აღიქვეს (იცინის).
ოთო: არადა, არ ვარ ერთადერთი საოცრება?
ირინკა: ყოველდღე მაგას გახსენებ, მაგრამ ისე გამოვიდა. თითქოს...
– თითქოს იმაზე მეტი ხართ ერთმანეთისთვის, ვიდრე ცეკვის პარტნიორები.
ოთო: არა, მხოლოდ ჩემი ერთადერთი საოცრებობა აღნიშნა. ჩათვალა, რომ ამის თქმა დაბადების დღემდე არ უნდოდა საჯაროდ და აი, დაბადების დღეზე გადაწყვიტა, მაყურებელს საჯაროდ გააცნოს, რომ ის ერთადერთი საოცრება მე ვარ.
– პროექტს მიღმა როგორი გოგოა ირინკა?
– ყველაზე მეტად ადამიანებში აზროვნების უნარი მომწონს. ირინკა დაფიქრებული, მოაზროვნე გოგოა. კარგი თვალები აქვს, თუმცა აქ ფერს არ ვგულისხმობ. ძალიან მიყვარს იმ ადამიანთან ურთიერთობა, ვისაც ჭკუა უჭრის, საინტერესო უნარები აქვს. „ოქროს გოგოა“, ნახე, დაბადების დღისთვის რა სიურპრიზი გამიკეთა? აქ ფოიერვერკები, ტორტები და მთელი ამბები დამახვედრა. მთელი გული ჩააქსოვა იმისთვის, რომ მე ბედნიერი ვყოფილიყავი. იმიტომ იწვალა ამდენი, რომ გავეხალისებინე. ვაფასებ ასეთ ადამიანურ დამოკიდებულებებს.
ირინკა: არც ოთოს ეშლება ურთიერთობები, ყურადღებიანია, თბილი და ფანტასტიკური იუმორი აქვს – ამით ვგავართ კიდეც ერთმანეთს. მიხარია, რომ ჩვენი ურთიერთობა ჩამოყალიბდა და ამ პროექტის მერეც გაგრძელდება.
– პირად ამბებში რა ხდება?
– არაფერი საინტერესო, ფაქტობრივად, აქ ვცხოვრობთ.
ოთო: მე უკვე დიდი ხანია, ამ თემაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ საერთოდ, სიკეთე და ბედნიერება ხდება. თავს კარგად და ბედნიერად ვგრძნობ.
– ოთო, პროექტს მიღმა შენი სიახლეების შესახებაც მომიყევი.
– თავისუფალ უნივერსიტეტში ჩავაბარე მაგისტრატურაზე, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. პარალელურად, მე და ჯულიანას გვაქვს სამეჯლისო სპორტული ცეკვების სტუდია და ექვსი წლიდან ვზრდით ბავშვებს ისეთივე ჩემპიონებად, როგორებიც მათი მასწავლებლები – ოთო და ჯულიანა არიან. ბევრი საერთაშორისო კონკურსის ფინალისტები გავხდით და საპრიზო ადგილებიც დავიმსახურეთ. ბოლო და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო პოლონეთი, სადაც ასეულიდან მესამე ადგილზე გავედით. გარდა იმისა, რომ მსოფლიოს ტოპ-წყვილებს მოვუგეთ, მოვუგეთ რუსეთს, რომელიც მსოფლიო რეიტინგში ათი ცეკვის მასშტაბით პირველ ადგილზეა. ამას ისიც ემატება, რომ რუსეთისთვის მოგებას კიდევ სხვა დატვირთვა აქვს და მოკლედ, ეს წარმოუდგენელი წარმატება იყო.
– ირინკა, შენ და ბაბუას როგორი ურთიერთობა გაქვთ?
ირინკა:
კახი ჩემს ცხოვრებაში ნომერ პირველია. ბავშვობიდან ძალიან ახლო და განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. ფაქტობრივად, კახიმ გამზარდა. მშობლებს, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი მიუძღვით, მაგრამ მე რომ გავჩნდი, დედა ოცი წლის იყო და უნივერსიტეტს ამთავრებდა, მამა – ოცდასამის და დღე და ღამე თეატრში მუშაობდა. ბაბუა მიმზადებდა საუზმეს, დავყავდი ბაღში, შემდეგ სკოლაში, ბალეტზე. საღამოს ის რომ ტელევიზორს უყურებდა, მე სპექტაკლებს ვდგამდი მისთვის. ბავშვობაში, ალბათ, როგორც ყველა ბაბუა, მაქებდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მსახიობობა პროფესიულ დონეზე გადავწყვიტე, დიდად არაფერს ამბობს. ყოველთვის ძალიან ნეიტრალურია. არც კარგის  თქმა უყვარს და არც ცუდის.
– ეს გადაწყვეტილება შენთვის არ იყო რთული? მარტივად შეიძლება, შენი ოჯახის ჩრდილში დაიკარგო.
– ჩემი თვითმიზანი არასდროს ყოფილა ჩემი ოჯახის ჩრდილისგან თავის დაღწევა. ძალიან მეამაყება ჩემი ოჯახი და მიხარია, რომ იქ ვარ, სადაც ვარ. თუმცა, ყოველთვის ვითვალისწინებ კახის რჩევას: შენი საქმე ყოველთვის ასიანზე გააკეთე, არ მოდუნდე და ეცადე, მთელი ენერგია ჩადოო – ეს სიტყვები ყოველთვის თავში მიტრიალებს.
–  როგორც ვიცი, მამაც საკმაოდ მკაცრია შეფასებებში.
– თეატრში მე და მამა ერთად ვმუშაობთ. ის წამყვანი მსახიობია და ადმინისტრაციულ საქმეებშიცაა ჩართული. თავის საქმე კარგად იცის და ყოველთვის მეუბნებოდა, არასდროს იმუშაო ისე, რომ ვინმემ თქვას, მისი აქ ყოფნა მამამისის დამსახურებაა. მე არაფერში დაგეხმარები და თუ გინდა, რამეს მიაღწიო, ეს შენით უნდა გააკეთოო. მართლა ვცდილობ, ყოველთვის ყველაფერი დამოუკიდებლად გავაკეთო.
– ბაბუა ყოველთვის ესწრება ხოლმე ლაივებს, აქ როგორ გაფასებს?
– მხოლოდ ერთი გამოტოვა, სულ ცდილობს, აქ იყოს. მაგრამ შეფასებით არც ამ შემთხვევაში მაფასებს. ერთადერთი, რომ ვუთხარი „ხანჯლურს“ ვცეკვავთ-მეთქი, მისი რეაქცია იყო „ვააო“ (იცინის). შეფასებები არ უყვარს, უფრო მეკითხება ხოლმე – მუხლები არ გტკივაო. ნერვიულობს, მაგრამ არაფერს ამბობს.
P.S. ფოტოები ეკუთვნის ფოტოგრაფ გიორგი ცაავას.
скачать dle 11.3