კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (106)
იანვარი 2020 (195)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

№47 რატომ ეპარებათ ეჭვი პაატა თედიაშვილის ორიენტაციაში და რატომ ტიროდა ის ძილის წინ

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

სახელი: პაატა.
გვარი: თედიაშვილი.
პროფესია: მომღერალი, მოცეკვავე.
– ბავშვობის წლები...
–  შემოქმედებითი ადამიანი ვარ, მიყვარს ფიქრი, ძიება. ბავშვობიდან ასე ვიყავი, არ ვიყავი ჩარჩოებში მოქცეული. არასდროს მინდოდა, რომ სხვას ვმგვანებოდი. მახსოვს პირველი შორტი, პირველი კომბინეზონი მე მეცვა. მაშინ პროვოკაციულიც ვიყავი, ნანეტი შევიჭერი, თან ვსწავლობდი კიდეც. გაღიზიანებას ვიწვევდი, ამის გამო პრობლემები მქონდა. ვცეკვავდი, ვმღეროდი, პედანტიც ვიყავი, ალბათ, ეს ყველაფერი აღზრდის გამო იყო. ქუჩაში არ ვიდექი, მაგრამ გარეთ რომ გამომიშვებდნენ, მერე ვიკლებდი ყველაფერს, ან ღობეზე გადაკიდებული ვიყავი და ჩამომხსნიდნენ, ან შრამი მედო, ხან ფეხები მქონდა გადატყავებული, ხან თითები – დაგლეჯილი. სადღაც კონფლიქტშიც შევდიოდი ბავშვებთან. მინდოდა, უცებ მიმეღო ყველაფერი, იმიტომ რომ მერე დაიწყებოდა შრომითი რუტინა. პატარას ხშირად მქონდა კამათი ადამიანთა უფლებებზე, თანასწორობაზე, ქალიშვილობის ინსტიტუტზე.
– მაშინ რა შეხედულება გქონდა ქალიშვილობის ინსტიტუტზე?
– ტრადიციული შეხედულებები მქონდა, მაგრამ ადამიანის კეთილი ნება არის უზენაესი და მას აქვს უფლება, ისე იცხოვროს, როგორც უნდა. თუ მას უნდა, ვინმეს ჩააბაროს თავისი საქალწულე აპკი, რომელიც მხოლოდ ანატომიური რუდიმენტია და მეტი არაფერი, ჩააბაროს. იყო მკაცრი რეაქციები ჩემი კლასელებისგან. ეს თემები ტაბუდადებული იყო, თუმცა, რაიონში ყველა ქალიშვილი ვერ იქნებოდა და ვიცოდით ვინ იყო ქალიშვილი და ვინ – არა. მაშინ ასე ხდებოდა: თუ რომელიმე ბიჭი ვინმე ქალიშვილთან შეძლებდა დაწოლას, ამ საიდუმლოს კი არ ინახავდა, თავის მეგობრებთან ტრაბახობდა – ქალიშვილობის მოპოვება ოქროს საწმისის მოპოვება იყო.
– რა გაღიზიანებს?
– მაღიზიანებს უზრდელი ადამიანები, სუბორდინაცია მიყვარს, მეც ასევე სუბორდინაციით ვარ ჩემს მეგობრებთან, მასწავლებლებთან... გახსნილი ვარ, უზრდელიც ვარ და იმაზე უზრდელიც, თუმცა ყველაფერს თავის წესი და ადგილი აქვს. მაღიზიანებს უმეცრება, განათლების დონე რომ ვერ არის და მაინც კიტრივით მოაქვთ თავი.
– რისი გეშინია?
– მეშინია საყვარელი ადამიანების დაკარგვის. ბავშვობაში დაძინების წინ მიტირია ხოლმე, რომ წარმომიდგენია დედაჩემი რომ არ იყოს, ჩემები რომ არ იყვნენ. ეს დღემდე მაშინებს.
– რა არ შეგიძლია?
– არ შემიძლია ფიზიკური შურისძიება და ძალადობა ადამიანების მიმართ. არასდროს ვფიქრობ, რომ შური უნდა ვიძიო და ამის გამო რაღაცები ვაკეთო. ეს თავისთავად ხდება – მე მოვიხურავ ხოლმე კარს და მერე ვიგებ ჭორის სახით ან დასაბუთებულს.
– ყველაფრის პატიება შეიძლება?
– ყველაფრის პატიება შეიძლება, თუ საფუძველი და სარჩული არის სიყვარული და თუ დამნაშავეს შეუძლია, ახსნას ამ სიყვარულის ძირითადი ფესვი. უნდა დაგარწმუნოს, რომ ეს სიყვარულის სახელით ჩაიდინა და თუ დამაჯერებელია მისი არგუმენტი, ვფიქრობ, რომ სიყვარულის სახელით ჩადენილი დანაშაული პატიებადია.
– რისი გრცხვენია?
– აღარაფრის მრცხვენია, გარდა იმისა, რომ შემეძლო მეტი გამეკეთებინა, მეტად განათლებული ვყოფილიყავი; მრცხვენია იმის, რომ ბევრი რამ ვერ მოვასწარი. ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავთან ამის თვითგვემა მაქვს.
– როდის ხარ სევდიანი?
 – შეყვარებული ვარ სევდიანი. ძალიან მელანქოლიური, პესიმისტი ვარ და ვიწყებ წერას. ერთადერთი, რაც მეხმარება, როცა ამას ლექსის ან სიმღერის სახით ფურცელზე გადმოვიტან.
– პროფესიული ჩვევა...
– ადამიანებს ვაკვირდები. და ეს დაკვირვება და ინტუიტიური საკითხები, რომელიც მედიცინასა და ჩემს პროფესიებს უკავშირდება, ხშირად გამართლებულა. ყოფილა შემთხვევები, მივსულვარ ადამიანთან, გამოვლაპარაკებივარ, შემითავაზებია დახმარება და აღმოჩენილა, რომ რაღაც უჭირდა. ამ კუთხით კომუნიკაციის საკითხები არასდროს არის ჩემთვის დილემა, ხშირად ხდება, რომ ერთი სიტყვით შეეხიდები ადამიანს და რაღაც მომენტში გამოიყვან იმ რთული მდგომარეობიდან. ნათქვამია, რომ შეიძლება, უცხოს უფრო თავისუფლად მოუყვე რაღაცები, ვიდრე შენს შინაურს და ახლობელს. იმიტომ რომ ის უცხო წამსვლელია. მე მქონია შემთხვევა, სტუდენტობის დროს ავტობუსში ვიღაცასთან მისაუბრია და რაღაცები მომიყოლია. შემდეგ სოციალურ ქსელში მოუწერიათ და რომ ვერ მიცნია, უთქვამთ, გახსოვს, მაშინ რამდენი ვისაუბრეთ ავტობუსშიო და მე არ მახსოვდა.
– რას იზიდავ?
– ვიზიდავ პრობლემურ ადამიანებს. მათ ვეხმარები, რომ კარგად იყვნენ და როგორც კი დგებიან ფეხზე, მერე ეს ადამიანები პირიქით შემომიტრიალდებიან და მერე მივატოვებ ხოლმე.
– რა გენატრება?
– მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურად ვერ ვიყავით ფეხზე, მენატრება, 14 წლის რომ ვიყავი და შრომა დავიწყე.  მეცხრე კლასელი ქორეოგრაფად ვმუშაობდი. თვეში ოცი ლარი მქონდა ხელფასი. ხაშურიდან სურამში დავდიოდი. ტრანსპორტის ფულიც არ მქონდა და მახსოვს, თოვლი და ნამქერი რომ მაყრიდა სახეზე, სურამის ხიდებს გამოვივლიდი, ხელში დიდი ორკასეტიანი მაგნიტოფონით, ჩემს სახლთან უნდა გადამევლო ატალახებული მინდორი, მეცვა ბაბუაჩემის დიდი პალტო, რომელიც გადავაკეთე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვწვალობდი, მენატრება ის დრო. ვფიქრობ, უფრო გულწრფელი,
უფრო სუფთა ვიყავი, ძალიან მჯეროდა მომავლის, უნდა მიმეღწია, უნდა გამეკეთებინა და იქ არ დავრჩენილიყავი, სადაც ვიყავი.
– რისკიანი ხარ?
– ძალიან რისკიანი ვარ. ბავშვობაში ყოფილა თურმე ისეთი რისკები,  რომლებიც მე არ მახსოვს. ბოლო დროს დარული სიმღერების და რეპერტუარების მერე, ჩემი ბიძაშვილიები მწერდნენ, რომ ასეთი იყავი ბავშვობიდანო. რაღაცებს მახსენებდნენ, რაც მე საერთოდ არ მახსოვდა. იქ რომ გადახტი, ის რომ გადაარჩინე, ჩვენი ბავშვობის დროს ვიღაც იხრჩობოდა, მე ოთხი სართულის სიმაღლის დამბაზე ვიდექი, გადავხტი და გამოვიყვანე. ეს რაინდული მომენტები იყო.
– რა არ გეგონა, რომ შენს ცხოვრებაში მოხდებოდა?
– არ მეგონა, სამედიცინო სფეროს თუ შეველეოდი. ბევრი ვიწვალეთ, ძალიან მინდოდა ექიმობა, ლაბორატორია, ფუსფუსი, ჩემი თავი აღმომეჩინა პუბლიკაციებში. არ მეგონა, მედიცინას თუ ჩამოვშორდებოდი.
რა არის შენთვის ქალი?
– ქალი ჩემთვის არის მეგობარი. მერე არის ფიზიოლოგიისთვის აუცილებელი წყარო, ნაყოფიერების სიმბოლო. ილიასთვის ოლღა არ იყო გამრავლების წყარო, მაგრამ ის მისთვის ყველაზე დიდი შენაძენი იყო. ასეთი უამრავი მაგალითია, რომ ქალი ყოველთვის არ ასოცირდება რეპროდუქციულ საკითხებთან.
– რა არის სექსი?
– სექსი არის კარგი მასაჟი, კარგი განტვირთვა, რომელიც უნდა ჰქონდეს ერს და ბერს.
– ქალი სამზარეულოშიც სექსუალური უნდა იყოს?
– საერთოდ არ უნდა იყოს ქალი სამზარეულოში. მე ხომ ვიცი მომზადება?
– როგორია შენთვის სექსუალური ქალი?
– ჩემთვის სექსუალური ქალი არის განათლებული, კეთილი, თოჯინასავით აწყობილი ქალები არ მომწონს. დამახასიათებელი შტრიხებით უნდა იყოს, ფრიდა კალოსნაირი, ჟანა დარკი იქნებოდა კარგი, მაია წყნეთელი. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული ქალი.
– სიყვარულს წესები აქვს?
– გააჩნია საზოგადოების ფენას. რელიგიური და ტრადიციული ხალხისთვის წესებით მიდის ცხოვრება და ვერ ეტყვი, ასე არ იცხოვროო. ბოჰემური საზოგადოებისთვის არ აქვს წესები, ასეთებს შეუძლიათ, თავისი შეყვარებული სხვის საწოლში ჩაითრიონ და ორგია მოაწყონ და ეს მათთვის ნორმალურია.
– რა არის გარყვნილება?
– გარყვნილება არის  დიდი ფანტაზიები, რომლებიც გროვდება და ეს ყველაფერი მერე იწყებს გასკდომას. მიმაჩნია, რომ ხელოვანი ადამიანი უნდა იყოს გარყვნილი. არ მსიამოვნებს, როდესაც გაუთხოვარი, ქალიშვილი გოგო დგას როიალზე მიყუდებული და მღერის რომანსებს და იტანჯება. ეს ჩემთვის არის ხელოვნური. მე არ მახსენდება დიდი ხელოვანი, რომელიც იყო პატიოსანი. გარყვნილება აუცილებელია ხელოვანისთვის. მე გარყვნილი ვარ.
– ვნება და სიყვარული ერთი და იგივეა?
– ვნება და სიყვარული ერთმანეთს ავსებს. დიფერენცირება ხდება. პლატონური სიყვარულის დროს – ჩერდება ის ძირითადი ვნება, რომელიც ახლავს სიყვარულს და წინა პლანზე გადმოდის სულიერი საკითხები, რომ შეხება არ არის მთავარი. ამიტომ არის ეს ტანჯვა.
– ალკოჰოლი დარდებს აქარვებს?
– ძალიან ბევრჯერ დამილევია და მიტირია. მაშინ ვიქარვებ დარდებს. ეს ცრემლი და ტირილი ისე მათავისუფლებს, ერთ საათში რომ სუფრაზე შევბრუნდები, აღარ მაქვს დარდი და დილამდე ვსვამ.
– შენს ორიენტაციაში ეჭვი შეპარვიათ?
– კი, როგორ არა.
– სიყვარულში ყველა სიგიჟე გამართლებულია?
– სიყვარული ყველაფერს მაკეთებინებს, მაგრამ თუ ვხვდები, რომ უკვე მანადგურებს, მერე გადარჩენის ინსტინქტი მერთვება. ვფიქრობ, რომ გავა დრო და ცხოვრებაში კიდევ რაღაც აფეთქებას მოვახდენ.
– რჩევა, რომელიც სულ გახსოვს?
– დედაჩემი მეუბნებოდა, სიმღერასთან დაკავშირებით რომ დაგირეკავენ, მატერიალურ საკითხზე არ დაელაპარაკო, იმიტომ რომ ხელოვანი სიმღერით ცხოვრობსო.
– რომელ პერსონაჟს ამსგავსებ საკუთარ თავს?
– ლაშა-გიორგის ვამსგავსებ ჩემს თავს. მასაც ბოჰემური ცხოვრება ჰქონდა, გარყვნილი იყო. მეც გარყვნილი ვარ, გაუბედურებული და რა აღარ.
– რა არის სექსში შენთვის მიუღებელი?
– სექსში არაფერია მიუღებელი.
скачать dle 11.3