კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 როგორ მოხვდა ირაკლი ახალაიას სიმღერა „გრემის“ მფლობელ ალბომში და რა აკავშირებს მას საფრანგეთის პრინცესასთან

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

ირაკლი ახალაია ახალგაზრდა, ნიჭიერი ქართველი მუსიკოსია, რომელმაც შექმნა მელოდია პუერტო-რიკოელი რეპერის, „რეზიდენტის“ სიმღერისთვის – „ომი“. ირაკლი პირველი ქართველია, რომელიც „გრემის“ მფლობელ ალბომში საკუთარ მელოდიას უკრავს.
ირაკლი ახალაია: წარმოშობით მარტვილიდან ვარ, ამჟამად ქუთაისში ვცხოვრობ. ფანდურზე დაკვრა მამამ მასწავლა. ჩემზე მშობლებმა მოახდინეს გავლენა – ხელოვანი ადამიანები არიან, ორივე კულტურის სახლში მუშაობს. სტუდიები აქვთ, ქართულ ხალხურ სიმღერებსა და საკრავებზე დაკვრას ასწავლიან. თბილისში მყავდა ბენდი, რომელიც მე შევქმენი. მერე „ნიჭიერის“ ნახევარფინალსა და ფინალში დავეხმარეთ გიორგი ჩიტაურს. ჩემი ლექტორი „ერისიონში“ ასწავლიდა და ასისტენტად მე წამიყვანა, სადაც ორი წლის განმავლობაში საკრავებზე დაკვრას ვასწავლიდი. ამ წლების განმავლობაში ბევრჯერ გამხსენებია დედაჩემის ნამღერი და მიტირია. დედაჩემის ხმა ჩემთვის სხვა პლანეტა და განზომილებაა. ესაა ხმა, რომელიც ყველაზე თბილი, ყველაზე სევდიანი და ყველაზე საყვარელია, მთელი ცხოვრებაა. შემდეგ, როდესაც დავბრუნდი მარტვილში, კერძო სკოლაში გავხსენი სტუდია. ბავშვთა სტუდია ქუთაისშიც გავხსენი, პარალელურად, ბენდის შემადგენლობაში ვარ და ვუკრავ.
– როგორ შედგა შენი და რეპერ რეზიდენტის თანამშრომლობა?
– ამ ფაქტს ვთვლი ყველაზე დიდ წარმატებად ჩემს ცხოვრებაში. თბილისიდან დამიკავშირდა ნონა გიუნაშვილი, რომელიც, როგორც გავიგე, საქართველოში ამ პროექტის პროდიუსერი იყო, და ასეთი რამ მითხრა: პუერტორიკოელი რეპერი, რეზიდენტი  ჩამოდის საქართველოში და ერთი ალბომი უნდა ჩაწეროსო. პანკისიდან ქალთა ანსამბლი, „აზნაში“ ჰყავდა მოწვეული, თვითონ რეპავდა და ფანდური სჭირდებოდა, რომელზეც მე უნდა შემესრულებინა. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა – რატომ მაინცდამაინც მე. როდესაც ვუთხარი, საქართველოში ბევრი პროფესიონალია და იქნებ, სხვას შეეხმიანოთ-მეთქი, მითხრა: მოთხოვნა შენზეაო. იმ დროისთვის ჩემი ერთი ვიდეო სოციალურ ქსელებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა და რატომღაც მეგონა, რომ იმ ვიდეოდან რაღაც ნაწილი მოეწონა და ამ თავის კომპოზიციაში იმის ჩასმა უნდოდა. შევთანხმდით ჰონორარზე და „ბრავო რეკორდსში“ მივედით სიმღერის ჩასაწერად...  „ბრავო რეკორდსში“ ვნახე პირველად რეზიდენტი, გავიცანი და ძალიან ჩვეულებრივი, უბრალო ადამიანი აღმოჩნდა.
– როგორ მიმდინარეობდა მელოდიის შექმნის პროცესი?
– ჩასაწერად რომ შევედით, თავისი გეგმა გამაცნო – ამიხსნა, რას აპირებდა. მითხრა, მე ახლა მოგასმენინებ მხოლოდ რიტმს, არანაირი მელოდია, უნდა მოუსმინო და ამაზე უნდა დაუკრა სრულიად ახალი მელოდია, მაგრამ გასათვალისწინებელია რამდენიმე დეტალი – ჩემს დაკრულზე უნდა ემღერა ქალბატონების ანსამბლს, რომელიც პანკისიდან ჩამოდიოდა, თვითონ კი უნდა გაერეპა. ეს ყველაფერი ნებისმიერი კომპოზიტორისთვის დიდი თავსატეხია – უკვე სტუდიაში ხარ,  ემზადები და იგებ, რომ წამებში უნდა მოიფიქრო აკორდული სვლა ფანდურზე. მით უმეტეს, მე არც კომპოზიტორი ვარ და არც ამის პრეტენზია მაქვს. ქალბატონმა ნონამ მითხრა, როდესაც შენ წერდი, რეზიდენტი რამდენჯერმე გამოვიდა სტუდიიდან, ძალიან გახარებული იყო, ჩაწერის პროცესი მაგრად მოსწონდაო. მე ისეთ აზარტში შევედი და ეს ყველაფერი იმდენად მომეწონა, საერთოდ აღარ მაინტერესებდა იმ კუთვნილი ჰონორარის მიღება, რაც გათვალისწინებული იყო. თვითონ რეპერს იმდენად მოეწონა ჩვენთან მუშაობა და ის პროდუქტი, რაც გამოვიდა, რომ შეთანხმებულზე მეტი გადამიხადა.
– რამდენი აიღე ჰონორარი?
– შევთანხმდით, რომ ას დოლარს გადამიხდიდნენ და საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ 600 ლარი მომცეს. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ დიდი სიამოვნება იყო „ბრავოს“ ხმის რეჟისორთან, ალეკო ბერძენიშვილთან მუშაობა.  ძალიან მაგარი მუსიკოსია. მთელ ამ პროცესს „ეიჩბიოუ“ სტუდია იღებდა და ეს ყველაფერი – ჩვენი საუბარი, როგორ ვწერთ, დოკუმენტურ ფილმად გაკეთდა. რეზიდენტმა სხვა სიმღერებიც ხომ ჩაწერა, მაგრამ დოკუმენტური ფილმის საუნდტრეკად ჩვენი სიმღერა აიღო.
რეპისა და ფანდურის ერთად მოქცევა სხვა დროს თუ გიცდია?
– თითქოს ხომ წარმოუდგენელია რეპი და ფანდური ერთად, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მუსიკაში შეუძლებელი არაფერია, მუსიკას საზღვრები არ აქვს. უბრალოდ, წარმოიდგინეთ, რატომ არ უნდა შექმნილიყო მსგავსი კომპოზიციები საქართველოში, არც რეპერების ნაკლებობას ვუჩივით და არც – ინსტრუმენტალების. ალბათ, იდეის ნაკლებობაა. ვთვლი, რომ ნებისმიერი მუსიკოსი სიახლისკენ უნდა მიდიოდეს, სიახლეს ეძებდეს.
– როგორი იყო შენი ემოციები, როდესაც „გრემის“ შესახებ გაიგე?
– რაც შეეხება „გრემს“, 2018 წლის იანვარში ჩემი ლექტორი, გვანცა თამარაშვილი მწერს „ფეისბუქზე“: ირაკლი, ეს შენ არ ხარ? აქ ხომ შენ უკრავო? იცი, რა წარმატება ხვდა წილად ამ სიმღერასო? და რა წარმატება-მეთქი – აზრზე არ ვიყავი, ეს ვიდეო ნანახი არ მქონდა და მითხრა, რაც მოხდა. რა თქმა უნდა, გაოცებული ვიყავი. ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ადამიანს ცხოვრებაში რაღაც გამოცდის ჩაბარება უწევს და რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ეს შემთხვევა ყველაზე დიდი გამოცდა იყო და ვთვლი, რომ კარგად ჩავაბარე.
– როგორც ვიცი, შენ და მეუფე პეტრე მეგობრობთ, როგორ დამეგობრდით?
– ხშირად დავდივარ მეუფესთან. ჩემი და მეუფის შეხვედრა ერთი ძალიან კეთილი ადამიანის დახმარებით შედგა, რომელსაც უნდოდა, რომ მარტვილში ეს ანსამბლი მე გამეკეთებინა და როდესაც თანხები არ მოიძებნა, ამ ადამიანმა დაგეგმა ჩვენი შეხვედრა მეუფესთან. რასაც ველოდი, სრულიად განსხვავებული სიტუაცია დამხვდა. საოცარია მეუფის საუბრის მანერა, ძალიან თბილი. მახსოვს, ჩვენი შეხვედრა რომ შედგა, მეუფეს იმ დღეს სტუმრად ჰყავდა „ნატოს“ წარმომადგენელი ამიერკავკასიაში. დავილაპარაკეთ და გვთხოვა, თუ შეგვეძლო, სტუმრისთვის რამდენიმე ქართული ხალხური სიმღერა შეგვესრულებინა. შევასრულეთ ქართული ხალხური სიმღერები სხვადასხვა კუთხიდან და როდესაც ეს ცერემონიალი მორჩა, მოვიდა მეუფე და მითხრა: ირაკლი, მე ახლა ვიცი, რა უნდა გავაკეთოო... ეს რაღაც ისე თქვა, რომ სასწაული იყო. ამის შემდეგ თვითონ დაუკავშირდა ადგილობრივ ბიზნესმენებს, ძალიან კეთილ და კარგ ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი ანსამბლი ერთი წელი დააფინანსეს. გავაკეთეთ, ვიმუშავეთ, სოლო კონცერტიც გავმართეთ. გარკვეული პერიოდი გავიდა.
– საფრანგეთის პრინცესა როგორ გაიცანით?
– საფრანგეთის პრინცესა მარტვილში, მეუფე პეტრესთან სტუმრად იყო ჩამოსული და მე და ჩემი ანსამბლის წევრებმა ქართული კულტურა გავაცანით. მოვასმენინეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები, აღფრთოვანებული დარჩა. ძალიან თბილი ადამიანია.
скачать dle 11.3