კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 რატომ დასჭირდება სალომე შარვაძეს მოძალადე ქმრის გამო საზოგადოების მხარში დგომა და ვისთან უწევს მას მუდმივად ჭიდაობა

ნინო კანდელაკი ანი რევია

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი, სალომე შარვაძე, იგივე ქეთი, როგორც მას თავის გმირთან აიგივებენ,  ბოლო დროს, საკმაოდ აქტიური გახდა. გარდა იმისა, რომ მან სერიალში,  მომხდარი მოვლენების გამო, საკმაოდ ააღელვა საზოგადოება, რეალურ ცხოვრებაში, არც მეტი არც ნაკლები, 15 ზედმეტი კილოგრამი დაიკლო და ფორმაში ჩადგა.
სალომე შარვაძე: ცოცხალი და ცელქი ბავშვი ვიყავი, ყველაფერი მიხაროდა. მშობლების დამსახურებით, ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. საკმაოდ პატარა ასაკში, უკვე მთავარ როლებს ვასრულებდი თბილისში თუ აგარაკზე დადგმულ ეზოს სპექტაკლებში. მახსოვს, ვდგებოდი სარკესთან ან აბაზანაში და ვიპრანჭებოდი, სხვადასხვა პერფორმანსებს ვასრულებდი, ვმღეროდი, ვცეკვავდი, დედას ტანსაცმელს და ქუსლიან ფეხსაცმელს ჩავიცვამდი და ჩემს მეგობრებთან ერთად ჩვენებებს ვაწყობდი.
– ბოლო პერიოდში, საკმაოდ მოიმატე წონაში. თუმცა ახლა, საგრძნობლად დაკლებული ხარ. ეს მტანჯველი დიეტის დამსახურებაა, შენეული მეთოდი გაქვს თუ პროფესიონალების რჩევები გაითვალისწინე?
– გეთანხმებით, ბოლო წლებში ძალიან მოვიმატე წონაში. რა თქმა უნდა, ბევრნაირ დიეტას მივმართე და ხან ძალიან გავხდი  და მერე, მალევე მოვიმატე. ზოგადად, სულსწრაფი ადამიანი ვარ, ყოველთვის, ყველგან და ყველაფერში მეჩქარება და ამიტომ, როცა დაკლება მინდა, უკიდურესად მკაცრ დიეტებს მივმართავ ხოლმე. ამის გამო, არაერთხელ, უფრო სწორად, ხშირად ყოფილა სასწრაფო ჩემს სახლში. თუმცა, საკუთარი თავი ძალიან მიყვარს და ჯანმრთელობას ვერაფრის გამო ვერ დავიზიანებ. მე ამ წონაშიც კომფორტულად ვგრძნობ თავს,  უბრალოდ, ვიცი, რომ ზედმეტი წონა ვნებს ჯანმრთელობას, ამიტომ აუცილებლად უნდა გავთავისუფლდე და საბოლოოდ დავამარცხო ეს პრობლემა. ბოლო პერიოდში, „ბოდი ქეარის“ დამსახურებით, ზედმეტი 15 კილო დავიკელი, სადაც სწორ დიეტებს მინიშნავენ და სხეულის კორექციას მიკეთებენ. იმედი მაქვს, ბოლომდე მეყოფა ნებისყოფა, რომ გამხდარი სალომე  ძალიან მალე იხილოთ ეკრანზე  და ჩემი გარეგნობით შოკში ჩავარდეთ (იცინის). სხვათა შორის, ყველაზე ბევრი კილოგრამი როცა ვიყავი, იმ დროს არ ავწონილვარ. ალბათ, საკუთარ თავს ვუფრთხილდებოდი და როცა მივხვდი, კლება დავიწყე, ცოტა მოვითმინე და მერე ავიწონე (იცინის). ახლა კი სასწორზე დადგომის აღარ მეშინია – როგორც უკვე გითხარით, 15 კილოგრამი დავიკელი და ძალიან მიხარია.
– გურმანი თუ ხარ? გიყვარს გემრიელი კერძების მომზადება და მირთმევა?
– სამ სამსახურში ვმუშაობ, ძალიან დაკავებული ვარ და შესაბამისად, კერძების მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო მრჩება. იშვიათად ვამზადებ, თუმცა, გემრიელად მირთმევა ძალიან მიყვარს. ძალიან ვაფასებ და უდიდეს პატივს ვცემ ყველას, ვისაც გემრიელი კერძების მომზადება შეუძლია. კულინარია ჩემთვის ხელოვნებაა, კარგი ხელოვნები კი  მე ძალიან მიყვარს.
– სერიალში მორჩილი ცოლი ხარ. თუმცა, მკაცრი ქმრის თვალს იქით ექიმ მამაკაცთან ფლირტაობ. ამაზე რას მეტყვი?
– ცოლქმრომა სიყვარულზე, მეგობრობაზე და ურთიერთპატივისცემაზე უნდა იყოს აგებული. კაცი, რომელიც ცდილობს ქალის ჩაგვრას, ძალიან სუსტია. სუსტ კაცთან ერთად კი, მე ვერასდროს ვიცხოვრებ. ჯანსაღია ის ოჯახი, სადაც ყველაფერი თანაბრად არის გადანაწილებული, ბავშვის აღზრდიდან დაწყებული, საოჯახო საქმეებით დამთავრებული. ჩემს რეალურ ოჯახში ასეა. მიმაჩნია, რომ ჩემი პერსონაჟი ქეთი ძალადობის მსხვერპლია, მიუხედავად იმისა, რომ მისმა მეუღლემ, ზაზამ, დიდი ტრანსფორმაცია განიცადა. მკაცრი ქმარი ჰყავს, მაგრამ ქეთიც ქალია და ყველა ქალს სიამოვნებს და ბედნიერია, როცა მამაკაცი ეფლირტავება, რა ქნას (იცინის). ზოგადად,  ყველასთვის განსხვავებული ცნებაა ბედნიერება. ჩემთვის ბედნიერებაა ჩემი ოჯახი, რომელთან ერთად ყოფნაც მახარებს... მეგობრები, რომელთა იმედიც ყოველთვის, ყველა სიტუაციაში მაქვს... საყვარელი საქმე, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს და სამსახურები, სადაც მისვლა ყოველთვის მეჩქარება... ასე რომ, ვფიქრობ, ბედნიერი ადამიანი ვარ და თუ ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივა, რეალიზებული ქალიც. წინ კი, დიდი გეგმები მაქვს – შვილების გაჩენას კიდევ ვაპირებ, ბევრი საინტერესო როლის შესრულებასაც... მოკლედ, გასაკეთებელი, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს (იცინის).
– იქნებ ეს სიტუაცია, იღბლის ბრალიცაა და ამის დამსახურებით საჭირო მომენტში საჭირო ადგილას მოხვედრის?
– დიახ, ვთვლი, რომ იღბლიანიც ვარ, რადგან, ხშირად აღმოვჩნდები ხოლმე სწორ დროს სწორ ადგილას. რაც უნდა ნიჭიერი, შრომისმოყვარე და კარგი იყო, იღბალი აუცილებლად გჭირდება, რომ წარმატებას მიაღწიო. ჩემს ცხოვრებისეულ ანგარიშზე პატარ-პატარა წარმატებები ირიცხება  და ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი წარმატება და იღბალი, ჯერ წინ მაქვს (იცინის). წარმოიდგინეთ, რამხელა ბედნიერებაა, როცა ქვეყნის ყველაზე პოპულარულ და ხარისხიან სერიალში, რომელსაც მაყურებელი სულმოუთქმელად ელოდება, დაწყების დღიდან, ანუ პირველი სერიიდან ვთამაშობ. ბევრი ადამიანი მცნობს, კომპლიმენტს მეუბნება, სერიალზე და როლზე ბევრს მესაუბრება. ეს, ალბათ, ვიღაცისთვის ბუნებრივია, მაგრამ ჩემთვის ძალიან მაგარი შეგრძნებაა. მახარებს უცხო ადამიანების ყურადღება, სითბო და სიყვარული, რასაც ჩემ მიმართ გამოხატავენ. მსახიობისთვის, ეს დიდი სტიმული და მოტივაციაა. თან, ძალიან სახალისოა, პერსონაჟად როცა აღგიქვამენ და სერიოზულად ჭკუას გარიგებენ, როგორ უნდა მოიქცე (იცინის). მეუბნებიან, ხოლმე: ქეთი, ქმარს რამდენს აბედინებ, ამოიღე ხმაო, ან აუ, ქეთი არ გაბედო და ღალატზე არ იფიქროო (იცინის). ზოგიერთი, იმდენად შედის ეშხში, იმის მტკიცებას აზრი არ აქვს, რომ ქეთი არ ვარ, სალომე ვარ, მე ჩემი რეალური ცხოვრება მაქვს. „ჩემი ცოლის დაქალებს“ აქვს ძალა, რომ უცხო ადამიანები ოჯახის წევრებად აღგიქვამენ. უნდათ, რომ სხვადასხვა ხერხით პატივი გცენ, სამახსოვრო საჩუქრები გადმოგცენ, მამოტივირებელი წერილები გამოგიგზავნონ. ამით განებივრებული მეც ვარ. ტაქსის მძღოლებთან კი, ფაქტობრივად, სულ ვჭიდაობ, მგზავრობის ფული რომ გადავიხადო (იცინის). მოკლედ, ვისაც როგორ შეუძლია, ისე გამოხატავს სიყვარულს და ყურადღებას, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ, ამ პოზიციაში ყოფნა ძალიან სასიამოვნოა.
– ამ სეზონზე შენი სერიალის გმირი  ძალიან გააქტიურდა და ცოტას გვანერვიულებს. მისგან რამე სერიოზულ გარდაქმნებს და ნაბიჯებს ხომ არ უნდა ველოდოთ?
– გეთანხმებით, ჩემი პერსონაჟი ამ სეზონზე განსაკუთრებით გააქტიურდა და როგორც ყოველთვის, ადამიანების აზრი ორად გაიყო – ზოგი ქეთის ამტყუნებს, ზოგი კი – გულშემატკივრობს. მთავარია, რომ ძალიან რეზონანსულია – რამდენიმე ათასი კომენტარია ყველა ვიდეოსა თუ ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელში იდება. ზოგადად, ქეთის როლი ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა, განსაკუთრებით ახლა, როცა მისი მოქმედებები გააქტიურდა. თუმცა, ფანტასტიკური პარტნიორები მყავს გიორგი ბოჭორიშვილისა და სოსო ხვედელიძის სახით, რაც გადასაღებ მოედანზე ჩემთვის უდიდესი კომფორტია. ძალიან საპასუხისმგებლო სეზონია ჩემთვის და გპირდებით, რომ უფრო და უფრო ჩაგითრევთ ჩემი ამბები, ამიტომ, აუცილებლად მიყურეთ, თქვენი გულშემატკივრობა ისე დამჭირდება, როგორც არასდროს (იცინის).
скачать dle 11.3