კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 როგორ აღმოაჩინა საბა კემულარიამ იდეალური გოგო და როგორ მიიღეს მათ მოკლე დროში დაქორწინების გადაწყვეტილება

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

მომღერალი საბა კემულარია დაინიშნა. მისი რჩეული კესო გაფრინდაშვილია. წყვილს ჯერ მხოლოდ ოთხთვიანი ურთიერთობა აკავშირებს, თუმცა, როგორც საბა ამბობს, როცა ადამიანი გიყვარს და მასში შენთვის მნიშვნელოვან ღირებულებებს აღმოაჩენ, დროის გაწელვა აღარ ღირს.
საბა კემულარია: მე და კესოს უკვე ისეთი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, რომ მივხვდი, დადგა დრო, როცა ხელი უნდა მეთხოვა. მინდა, ჩემს მეგობრებს ვუთხრა მადლობა, ისინი დამეხმარნენ, რომ ეს მომენტი კესოსთვის ძალიან მოულოდნელი და ისეთი სასიხარულო ყოფილიყო, როგორიც აღმოჩნდა. „მეტეხის ჩრდილში“ მღერიან ჩემი მეგობრები და ჩემი ძმა. 11 ნოემბერს ჩვენი გაცნობიდან ოთხი თვის თავი იყო და ვითომ ამის აღსანიშნად მივედით და ხელი ვთხოვე.
– თვითონ რას ამბობს, არ ელოდა?
– არა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, ნამდვილად სიურპრიზი გამოვიდა. ძალიან კარგი და ზომიერი რეაქცია ჰქონდა. მეც მომწონს თავშეკავებულობა. ზედმეტი ემოციები რატომღაც არ მიყვარს. ახლა მისი მშობლები უნდა გავიცნო და ნელ-ნელა ქორწილისთვის მოვემზადებით. კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის, მაგრამ ალბათ, ზამთარში იქნება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბევრი ისეთი მეგობარი მყავს, რომლებიც საოცრად ტკბილად შეავსებენ ჩვენს ქორწილს. ჯგუფი „ალილო“, ანსამბლი „შავნაბადა“ და ასე შემდეგ. ვფიქრობ, კარგი გამოვა.
– როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა?
– ოთხი თვის წინ „ფეისბუქზე“ ვნახე და ძალიან მომეწონა. შევეხმიანე, შეხვედრა დავგეგმეთ და ერთმანეთი გავიცანით. ბევრი საერთო მეგობარი გვყავს. კესო ზუგდიდიდანაა და წარმოშობით მეც ზუგდიდელი ვარ. ჩემი მშობლები იქ არიან და მეც ხუთი წელი ზუგდიდში ვცხოვრობდი. გაცნობიდან მესამე-მეოთხე დღეს უკვე ისე ვგრძნობდით თავს, თითქოს წლების ურთიერთობა გვაკავშირებდა. ერთმანეთს უკვე კარგად ვიცნობთ, ძალიან მარტივად დავახლოვდით.
– როგორი გოგოა?
– ძალიან კარგი გოგოა. როგორიც წარმომედგინა და როგორზეც ვფიქრობდი, რომ მასთან ერთად შევძლებდი მთელი ცხოვრების გატარებას, იმაზე უკეთესია. ჩემს წარმოდგენებს გადააჭარბა. სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს, მეორე კურსზე. ჯერ კონკრეტული მიმართულება არ აურჩევია, მაგრამ მომავალი ექიმია. ესეც გამიხარდა. მთელი ცხოვრება ექნება საშუალება ადამიანების ჯანმრთელობას ემსახუროს. მუდმივ სიკეთეში იტრიალებს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იდეალური გოგოა. რაც ყველაზე მეტად მიხარია, კესო ძალიან კარგად მღერის და გიტარაზეც უკრავს. საოცარი განცდაა მასთან ერთად სიმღერა, არაჩვეულებრივი დუეტი გამოგვდის და ყველაფერთან ერთად, ამით ძალიან ბედნიერი ვარ.
– როგორც ვიცი, შენთვის ოჯახის დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია. მათ თუ გააცანი უკვე?
– მე შორიდან ვიცნობ მის ოჯახს. მამაჩემიც დიდი ხანია, იცნობს მამამისს – თანამშროლები იყვნენ. ზუგდიდი შედარებით პატარა ქალაქია და ყველამ ყველა იცის. ჩემებიც ძალიან გახარებულები არიან. როცა პირადად გაიცნეს, კიდევ უფრო გაუხარდათ, იმიტომ, რომ რაღაცნაირად ჩვენნაირია. ჩვენი ოჯახები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ერთი სოციუმი გვაქვს, ერთნაირი ღირებულებები და ფასეულობები – ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
– თუმცა, მაინც ძალიან სწრაფად მიგიღიათ გადაწყვეტილება.
– როცა ხვდები, რომ ეს შენი ბედია, ისეთ მნიშვნელოვან ფასეულობებს დაიჭერ მასში, რომელიც შენთვის ყველაზე მთავარია, დროის გაწელვა აუცილებელი არაა.
– პირველად რომ მისწერე, პროექტიდან ალბათ, უკვე გიცნობდა.
– კი, მიცნობდა და როგორც მითხრა, მგულშემატკივრობდა კიდეც (იცინის).
– სიმპათიებიც ხომ არ ჰქონდა?
– არ ვიცი, მაგას არ ამბობს (იცინის). რადგან ზუგდიდელი იყავი, ძალიან გგულშემატკივრობდიო. თან მომწონდა შენი ნამღერი, თავდაჭერილობა, მაგრამ პირად ურთიერთობაზე არ მიფიქრია. როცა გაგიცანი და ურთიერთობა დავიწყეთ, მივხვდი, ზუსტად ისეთი ხარ, როგორიც ჩემ გვერდით წარმომედგინაო.
– პირად ურთიერთობაშიც ასეთი თავდაჭერილი ხარ? როგორც წესი, შეყვარებულობის დროს თავს კარგავენ ხოლმე.
– როდესაც საჯარო სივრცეში არ ვართ და გარშემო ბევრი ხალხი არაა, მაშინ თავის დაკარგვის უფლებას ვაძლევთ საკუთარ თავს. სხვა შემთხვევაში, ვცდილობთ, ცოტა თავი შევიკავოთ (იცინის).
– რომანტიკული ხარ?
– ვცდილობ, ძალიან რომანტიკული ვიყო. მიყვარს, როცა საყვარელ ადამიანს სიამოვნებას ვანიჭებ. ამ დროს მე ორმაგად ბედნიერი ვარ. ისიც რომანტიკულია. ჩემთვის მთავარია, ადამიანმა ჩემი ქმედებები ადეკვატურად აღიქვას და მასთან ზუსტად ასეა. ძალიან ჭკვიან ადამიანებს უთქვამთ, რომ ადრე ერთ დიდ ტომარაში ჩაყრიდნენ წახნაგოვან ქვებს და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ანჯღრევდნენ. წახნაგოვანი ქვები ერთმანეთს ეხლებოდნენ და შედეგად, გლუვ და ლამაზ ფორმას იღებდნენ. ჩვენი ურთიერთობაც ამგვარად ჩამოყალიბდა. ჩვენ-ჩვენი წახნაგები ნელ-ნელა პატარ-პატარა კამათებით ჩამოვიშორეთ. თუ რამეს ვაწყენინებდი, საღამოს სრულიად მოულოდნელად ვაწვდიდი ზურგიდან ყვავილს, რაც ძალიან უხაროდა.
– სიყვარულში როგორ გამოუტყდი?
– სხვათა შორის, ოთხი თვის გათვალისწინებით დიდი ხნის განმავლობაში არ მითქვამს, რომ მიყვარდა. სანამ რამეს ვიტყოდი, ვცდილობდი, მაქსიმალურად დავრწმუნებულიყავი საკუთარ თავში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჩემს ნათქვამს უკან დავუდგე და პასუხისმგებლობით ვატარო. ამიტომ ცოტა მოგვიანებით ავუხსენი სიყვარული – დაახლოებით, ორი თვის შემდეგ. ორივე ვხვდებოდით ამას, მაგრამ სიტყვები მაინც აუცილებელია.
– ოთხი შვილი მინდა, მყავდესო.
– კი. მინდა ბევრი შვილი მყავდეს, თუმცა რაოდენობას აღარ დავაკონკრეტებ. კესოც ამ აზრზეა.
– პროექტს ძალიან ბევრი გოგო თაყვანისმცემელი მოჰყვა. არ ეჭვიანობს კესო ან შენ როგორი ხარ ამ ამბავში?
– საერთოდ არ აქვს ეჭვიანობის საბაბი. თავიდან, სანამ უფრო ახლო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდებოდა, რაღაც კითხვები ჰქონდა, მაგრამ ყველა კითხვა და ეჭვი მალევე გაქარწყლდა. თუ რამეა, ორი-სამი კითხვა და ყველაფერი ამოწურულია. ანალოგიურად – მეც: ულამაზესი გოგოა და მის მიმართ არის ხოლმე კითხვები (იცინის). მაგრამ მეც  ვიღებ დამაკმაყოფილებელ პასუხებს და ამ მხრივ, ორივე ბედნიერები ვართ.
скачать dle 11.3