კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 შევუნარჩუნოთ ახალგორს მოსახლეობა

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

დროული და აუცილებელი პროგრამა – „შევუნარჩუნოთ ახალგორს მოსახლეობა“, აქტიურად მუშაობს ახალგორში დარჩენილი მოსახლეობისთვის იმ პირობების შექმნაზე, რაც მათ საკუთარ ტერიტორიებზე ცხოვრებისთვის სჭირდებათ. აღნიშნული პროექტი ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და უკეთესი მომავლისთვის მზუნველ მოქალაქეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აერთიანებს, პროექტს სახელმწიფოს მხრიდან მყარი მხარდაჭერა აქვს.
გიორგი წიპტაური: ვცხოვრობ როგორც ახალგორში,  ისე წეროვნის დასახლებაში. გვაქვს პროგრამა სახელწოდებით – „შევუნარჩუნოთ ახალგორს მოსახლეობა“, რაც გულისხმობს ახალგორში დარჩენილი მოსახლეობის დახმარებას სოფლის მეურნეობის განვითარების მხრივ, ასევე გათვალისწინებულია რეგიონში არსებული წყლისა და გზების პრობლემების გადაჭრა, მიტოვებული ტერიტორიების დასუფთავება და ასე შემდეგ. ახალგორი მთაგორიანი რეგიონია და ბრწყინვალე ადგილია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. აქ ადამიანებს ცხოვრებისთვის  სრულყოფილი პირობები  სჭირდებათ და ჩვენი მიზანი სწორედ ამ პირობების შექმნაა.
– ვინ და როგორ შეიკრიბეთ ამ პროექტის ირგვლივ?
– პროექტის ირგვლივ გაერთიანდა აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. მე, როგორც ახალგორის მკვიდრი, სიამოვნებით შევუერთდი მათ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის სასიკეთო საქმეში. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ იმ პროცესს, რაც წლების განმავლობაში ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ  მოახერხა – ხალხებს შორის ურთიერთობების აღდგენას. აღსანიშნავია, რომ ჩვენს იდეას მოწინააღმდეგე თითქმის არ ჰყავს.
ჩემ გვერდით დგანან როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები და რამდენიმე პოლიტიკური პარტია, რომლებიც მზად არიან ამ იდეის მხარდასაჭერად.
– სახელმწიფო რამდენად აქტიურად უჭერს მხარს თქვენს პროგრამას?
– ჩვენი ხელისუფლება ზრუნავს როგორც წეროვანში ჩასახლებულ, ისე ახალგორში დარჩენილ მოსახლეობაზე, რისთვისაც მადლობა მინდა, გადავუხადო. ჩვენი ხელისუფლება უზრუნველყოფს  ბლოკ-პოსტებზე თავისუფლად  მოძრაობას  და  ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას აძლევს, ახალგორის რაიონიდან შეუფერხებლად გამოიტანონ ყველაფერი, რასაც ქმნიან და აწარმოებენ.
პირადად მე და მთელი ჩემი საახლობლო ვაფასებთ ჩვენი მთავრობის მუშაობას და მხარს ვუჭერთ მათ, ქვეყნისთვის იმ საჭირო და სასარგებლო საქმეებში, რასაც მრავლად ახორციელებს.
– რამდენად აქტიური ხართ პოლიტიკურად?
– საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე არ მიაქტიურია და ვინაიდან მეორე ტურის აუცილებლობა დადგა, გადავწყვიტე, ჩემი აზრი გამოვთქვა და
ყველას, განსაკუთრებით კი ცხინვალისა და ახალგორის მოსახლეობას ვთხოვო, რომ გონივრული არჩევანი გააკეთონ, რაც ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური მომავლის გარანტი იქნება.
მარიამ მენაბდიშვილი (არასამთავრობო ორგანიზაცია „ნათელი მომავლის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი): ჩემი ორგანიზაცია 2012 წელს დაფუძნდა და ყველანაირი დაფინანსებისა და დონორი ორგანიზაციების გვერდში დგომის გარეშე დღემდე მყარად დგას ფეხზე.
მე და ბატონ გიორგის მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს და ვიცი, რომ ეს ადამიანი პატრიოტია, გამოირჩევა ქართული სულისკვეთებით. სწორედ ამიტომ ვერ შეძლეს მისი მოსყიდვა,  გადაბირება და ღირსების შელახვა. ეს ჩემთვის უპირატესია და მასში ყველაზე მეტად ვაფასებ. ზუსტად ეს გახდა ჩემი მასთან დაკავშირების მთავარი მიზეზი.  
– თქვენი ორგანიზაცია როდის შეუერთდა ამ პროექტს?
– გიორგიმ მითხრა, რომ კეთდებოდა ასეთი პროექტი, რომელსაც ერთვოდა შესაბამისი პროგრამა – „შევუნარჩუნოთ ახალგორს მოსახლეობა“, ჩავეძიე, საფუძვლიანად შევისწავლე პროექტის მდგომარეობა და შევუერთდით. გიორგი ერთადერთი ადამიანია, ვინც  ძალიან გაბედული ნაბიჯი გადადგა და ხმამაღლა გაგზავნა მესიჯი მოსახლეობაში – „შევუნარჩუნოთ ახალგორს მოსახლეობა“, რაც უკვე გაცდა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს.
ჩვენი დიდი სურვილია, შევიდეთ იმ ტერიტორიებზე, რაც უპირობოდ ჩვენია და ასე იქნება ყოველთვის, ის ჩვენი ნაწილია და იქ მცხოვრები ხალხი ჩვენი მოძმეები არიან.
– მალე მნიშვნელოვან ღონისძიებებს გეგმავთ...
– წეროვნის დასახლებაში 22 ნოემბერს გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი აქციის სახით, რასაც დაესწრებიან ადგილობრივი მცხოვრებლები, ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია და ნებისმიერი მსურველი. აქვე მინდა დავაანონსო, რომ 26 ან 27 ნოემბერს ქალაქ მცხეთის კულტურის სახლში კიდევ ერთი საინტერესო  ღონისძიება გაიმართება. სამომავლოდ დაგეგმილი არაერთი საინტერესო აქტივობის შესახებ ჩვენს მოსახლეობას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას.
– ბატონო გიორგი, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
გიორგი წიპტაური: ეს პროქტი ახალგორში არ დაწყებულა და არც ახალგორში დასრულდება, მალე მთელ საქართველოს მოიცავს. ჩვენ ორიენტირებული ვართ სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ხალხების დაახლოებაზე.  ღმერთმა ქნას, მშვიდობა გვქონდეს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის!
скачать dle 11.3