კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 „ბინეხი“ – სადეგუსტაციო კომისიის აღმოჩენად აღიარებული ქართული ღვინო

ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია

„თბილისელების“ კორესპონდენტი ესაუბრა  კომპანია „ვაზი +“-ის მეღვინეს, ბატონ ბაჩანა ხალვაშს. გვინდა, ღვინის წარმოების მისეული ხედვა წარმოგიდგინოთ:
– ქართულმა მევენახეობა-მეღვინეობამ, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად განსაზღვრა როგორც ამ საქმიანობით დაკავებული ადამიანების ბუნება, ისე საერთოდ, საზოგადოებრივი კულტურული დონე, მისი ფართო, მომცველობითი ხასიათი.
არსისეულად ვაზთან ადამიანის ურთიერთობა (შრომის ხასიათი) აბსოლუტურ ინდივიდუალიზმს გულისხმობს, ანუ მიდგომა და გადაწყვეტილება ინდივიდუალურია. წარმოიდგინეთ: სასხლავი მაკრატლით ვენახში შესულ ადამიანს უკვე მიღებული აქვს მყარი გადაწყვეტილება და ვაზის თითოეულ ძირს მის შესატყვისად გასხლავს. წინსწრებით ვიტყვი: როცა ეს გადაწყვეტილება მოკლებულია ამ კერძოობას, ერთი კონკრეტული ადამიანის თავისუფალ ნებას, ვიღებთ იმას, რაც ჩვენს გამოცდილებაში
ცნობილია ძალიან ცუდი, ძნელად გამოსასწორებელი შედეგი და ჩვენს უახლოეს წარსულში შვიდ ათეულ წელზე მეტს მოიცავს.  
1995 წელს დაარსებული კომპანია „ვაზი +“, სავაჭრო ნიშნით „ბინეხი“ ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის ღირსეული გამგრძელებელია. ზემოხსენებული მიდგომით ღვინის წარმოებასთან „ბინეხი“ ქართველ და არა მხოლოდ ქართველ მომხმარებელს სთავაზობს ქართული ყურძნის ჯიშებისგან დამზადებულ მაღალი ხარისხის გამორჩეული გემოსა და არომატის მქონე ღვინოებს. კომპანია ორიენტირებულია მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო, პრემიუმ-კლასის პროდუქციაზე,
რომელიც დიდი ნდობით სარგებლობს როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.
დავუბრუნდეთ ორიოდე სიტყვით ესოდენ მნიშვნელოვან „გადაწყვეტილების მიღებას“ მეღვინეობაში. დამოკიდებულების ყველაზე თვალნათელ მომენტად შემთხვევით არ შევჩერებულვართ ისეთ რთულ ოპერაციაზე, როგორიცაა „გასხვლა“. ეს მონაკვეთი (როგორც უმთავრესი) საინტერესოა ორი რამით: ა) გადაწყვეტილების გარდაუვალობა, როგორც ასეთი, და ბ) ამ გადაწყვეტილების ხასიათი (იგულისხმება, რომ გადაწყვეტილება+ხასიათი=შედეგს, ანუ კარგ ან ცუდ ღვინოს). პირველი აქედან უმთავრესია, რადგან ხასიათის ქვაკუთხედია. ჩვენმა ჭკვიანმა მტერმაც იცოდა ეს გარემოება და როცა ვენახების ზვრებს გვიჩეხავდა მარტოოდენ კეთილდღეობის სივრცეში არ გვებრძოდა.
სხვათა შორის, არ იქნებოდა ურიგო, ჩვენი შვილები როგორმე დაგვეახლოვებინა ვაზთან სწავლის რომელიმე მონაკვეთში. პირადად ჩემთვის მევენახეობის ცოდნა წერა-კითხვის ცოდნის ტოლფასია და რაც ყველაზე უმთავრესია, ეს არის ის, რომ ადამიანში ადრეული ასაკიდანვე ყალიბდება ერთ-ერთი უმთავრესი თვისება – თვისება გადაწყვეტილების მიღებისა, რაც ასე ძალიან გვაკლია ჩვენ, ყველას.
კომპანიას სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებსა და გამოფენებზე არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის უმაღლესი ჯილდოები: გრან-პრი, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, 2005 წლის თბილისის საერთაშორისო გამოფენაზე აღიარებულ იქნა, როგორც „სადეგუსტაციო კომისიის აღმოჩენა“,  სულ ახლახან კონკურსზე – „საქართველო ღვინის სამშობლო“ 6 ოქროს მედალი მოიპოვა, აქედან ერთი „გრანდ გოლდის“ ტიტულით.
скачать dle 11.3