კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 ვინ გადასცემს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებულს საოცნებო ბინას ბათუმში

ნინო კანდელაკი ინა სიმონია

სამშენებლო კომპანიამ, „რეალ პალასმა“ მოკლე დროში შეძლო მომხმარებლის ნდობისა და აღიარების მოპოვება და ქვეყნის სამშენებლო სექტორში  ლიდერის  პოზიციის დაკავება, რასაც   ღირსეულად ინარჩუნებს. კომპანიას ყველა საჭირო რესურსი აქვს იმისთვის, რომ მაღალხარისხიანი სამშენებლო მასალებით შექმნას თანამედროვე არქიტექტურის საცხოვრებელი კომპლექსები.
გუნდის მიზანია, მომხმარებელს შესთავაზოს მყუდრო, საიმედო და პრაქტიკული აპარტამენტები, რაც კომპანიის გრძელვადიან საიმედოობას განაპირობებს.  ყოველწლიურად იზრდება კმაყოფილი კლიენტების რაოდენობა, რომელთათვისაც  „რეალ პალასმა“ შექმნა  საოცნებო თანამედროვე საცხოვრებელი საკურორტო ზონაში. კომპანიის რეკლამა მისი ერთგული მომხმარებელია. „რეალ პალასს“,  როგორც ხარისხისა და თანამედროვე სტანდარტების მქონე დეველოპერს,  არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კონკურსში.  „რეალ პალასის“ წარმატების ისტორიაზე უფრო დაწვრილებით კომპანიის დირექტორი ედნარ ხიმშიაშვილი გვესაუბრა.


– სამშენებლო კომპანია „რეალ პალასი“  პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებულს საჩუქრად გადასცემს საცხოვრებელ ბინას. სად მდებარეობს ეს სახლი?
– სამშენებლო კომპანია „რეალ პალასი“ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებულს საჩუქრად სტუდიოს ტიპის ბინას ახალ ელიტარულ პროექტ „ბლექ სი თაუერსში“ გადასცემს, რომელიც ქალაქ ბათუმში, ჟიული შარტავას ქუჩა ¹16-ში მდებარეობს. ეს არის ახალი, გამორჩეული, თანამედროვე სტანდარტების მქონე სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსი.
აღნიშნული პროექტი ორი 37-სართულიანი კორპუსისგან  შედგება, სადაც თითო კორპუსში 556 ბინა იქნება განთავსებული.
– როდის შეიქმნა სამშენებლო კომპანია „რეალ პალასი” და ვინ არიან დამფუძნებლები?
– შპს „რეალ პალასი“ 2012 წელს დაარსდა. კომპანიის დამფუძნებლები გახლავთ: ჯუმბერ ზოიძე, ლევან ხიმშიაშვილი და თამაზ ბექაია, ამ ადამიანებს   დიდი გამოცდილება აქვთ სამშენებლო სფეროში.
– ქართულ სამშენებლო ბაზარზე ბევრი ახალი კომპანია გამოჩნდა, თუმცა მომხმარებლის ნდობა მათ მიმართ არც თუ ისე მაღალია. თქვენი
მრავალწლიანი გამოცდილება კი, ალბათ, მათთვის ერთგვარი გარანტიაა.

– საქართველოს სამშენებლო ბაზარზე, დაარსებიდან დღემდე, ჩვენი კომპანიის მთავარი პრიორიტეტი მაღალი სტანდარტის დაწესება, ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბება და ერთგული მომხმარებლების შეძენაა. ვფიქრობ, სწორედ ამან განაპირობა „რეალ პალასის“ მთავარი წარმატება.
2012 წლიდან „რეალ პალასმა“ სხვადასხვა საცხოვრებელი და სასტუმრო-საცხოვრებელი სახლები ააშენა, რითაც მაღალი ავტორიტეტი და მომხმარებლების ნდობა დაიმკვიდრა, რაც იმით გამოიხატება, რომ ჩვენივე მომხმარებლები უძრავი ქონების შეძენას ჩვენს ახალ პროექტებშიც აგრძელებენ.
– მუშაობის რა ეტაპზე ხართ, სად შენდება ახალი საცხოვრებელი სახლები და რითი იქნება გამორჩეული ისინი?
– ამ ეტაპისთვის „რეალ პალასი“ რამდენიმე პროექტს ახორციელებს თბილისსა და ბათუმში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსი შენდება ქალაქ ბათუმში, ჟიული შარტავას ქუჩა N16-ში. კომპლექსი აღჭურვილი იქნება უახლესი სახანძრო, სამეთვალყურეო და უსაფრთხოების სისტემით, თანამედროვე დიზაინითა და არქიტექტურით, ბინების ფართო არჩევნით და სხვა მრავალი პრიორიტეტული მახასიათებლებით. კომპლექსი უზრუნველყოფილი იქნება 4-სართულიანი ავტოპარკინგით და განვითარებული ინფრასტრუქტურით, როგორიცაა: ლაუნჯ-კაფე, ფიტნეს კლუბი, სპა ცენტრი, საცურაო აუზი, საბავშვო მოედანი და სხვა.  ახალ პროექტში გთავაზობთ ბინებს და ყველა გემოვნებისა და მოთხოვნილების ადამიანისთვის მორგებულ სასტუმრო აპარტამენტებს.
– მშენებლობის ხარისხი და ფასები გადამწყვეტ როლს თამაშობს პოტენციური მყიდველისთვის, რა ხარისხით აშენებთ საცხოვრებელ სახლებს და
რამდენად ხელმისაწვდომია თქვენთან ბინის შეძენა?

– ჩვენთან მშენებლობა ხორციელდება სერტიფიცირებული, მაღალხარისხიანი მასალებით. ყველაფერი, რასაც ვიყენებთ,   საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, სწორედ ამიტომ ვქმნით მაღალხარისხიან საცხოვრებელ სახლებს. ფასისა და ხარისხის ურთიერთშეფარდებაში ბაზარზე პირველები ვართ, ჩვენი ძირითადი მომხმარებლები საქართველოს მოქალაქეები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასი ხელმისაწვდომია.
– რამდენად მოსახერხებელ გადახდის მექანიზმს სთავაზობთ თქვენს მომხმარებელს და თუ გაქვთ რამე აქცია ამ ეტაპზე?
– გადახდის პირობები ინდივიდუალურად, თითოეულ მომხმარებელზეა მორგებული, რაც მოქნილ გადახდის გრაფიკს გულისხმობს. ამ ეტაპისთვის კომპანიას აქვს სხვადასხვა ტიპის აქცია, მათ შორის: ყველა, ვინც 15 იანვრის ჩათვლით შეიძენს ბინას, ახალი წლის დღეებს ბათუმში, 5-ვარსკვლავიან სასტუმრო „ბესთ ვესტერნ პრემიერში“ გაატარებს.
დეტალური ინფორმაცია:
ბინების ფართები: 32 კვ.მ - დან
ბინების ფასი: 1300 ლარიდან
მშენებლობა დასრულდება: 2021 წ.
განვადების პირობები: 3 წლიან შიდა 0%-იან განვადება, პირველი შენატანი ღირებულების 30%, დარჩენილი თანხა 36 თვეზე ნაწილდება.

ტელეფონები:514-67-47-47, 514-65-47-47, 577-22-47-47.

скачать dle 11.3