კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 როგორ დაეხმარნენ ბინის ძარცვაში ზურაბ ქაფიანიძე და გურამ ფირცხალავა მოსკოველ ქურდებს

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ზურაბ ქაფიანიძე ასეთ ისტორიას ყვებოდა: „მე და გურამ ფირცხალავა მოსკოვში ვიმყოფებოდით ჩვენს მეგობართან, ცნობილ მსახიობთან, გიორგი ტარატორკინთან. ის ეგრეთ წოდებულ ცნობილ სტალინურ „ვისოტკაში“ (მრავალსართულიანი სახლი) ცხოვრობდა. მასპინძელი გვიან ბრუნდებოდა ხოლმე სახლში. ჩვენ კი მეორე გასაღებიც გვქონდა, რომ თავისუფლად გვემოძრავა. ერთ დღეს, როდესაც სახლში დავბრუნდით, ვხედავთ, მეზობლის კართან ახალგაზრდა ქალ-ვაჟის წყვილი დგას და ცდილობენ, შეამტვრიონ. ჩვენ რომ დაგვინახეს, შეჩერდნენ და მოგვაჩერდნენ. გოგონამ კი გვკითხა:
– გეტყობათ, აქაურები არ უნდა იყოთ...
– დიახ. ჩვენ სტუმრად ვართ, – უპასუხა გურამმა.
– იცით, ჩვენ აქ ვცხოვრობთ და გასაღები დავკარგეთ. კარს კი ვერ ვამტვრევთ და იქნებ, დაგვეხმაროთო?
– მე არც ვაციე, არც ვაცხელე, ხის კარს ხარივით დავეჯახე და შევანგრიე. მათ მადლობა გადაგვიხადეს, ჩვენც დავემშვიდობეთ და ჩვენ-ჩვენს ბინებში შევედით. ერთი საათის შემდეგ კი ჩვენს კარზე დააკაკუნეს და რომ გავაღეთ, მილიცია შეგვრჩა, რომლებსაც აინტერესებდათ, რაიმე საეჭვო ხმაური ან ადამიანები ხომ არ დაგინახავთო. საქმე კი ის იყო, რომ ჩვენ, თურმე, ბინის ქურდებს დავხმარებივართ და პატრონი რომ სახლში დაბრუნებულა, ბინა პირწმინდად გაძარცული დახვედრია.“
скачать dle 11.3