კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (105)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

№47 რატომ მოკლა თბილისში 42 წლის ქალმა 6 ადამიანი განსაკუთრებული სისასტიკით

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური


1970 წლის თებერვალ-მაისში თბილისი სასტიკმა დანაშაულებმა შეძრა. მიუხედავად იმისა, რომ ხუთი სასტიკი, სადისტური მკვლელობის შესახებ, რომელიც იმ პერიოდში მოხდა, ოფიციოზი დუმდა, ხალხში მაინც ჟონავდა ინფორმაცია და მოსახლეობა უკიდურესად იყო დაშინებული.
7 თებერვალს, 24 თებერვალს, 29 მარტს, 9 აპრილს, 8 მაისსა და 30 მაისს, შესაბამისად, იქნენ მოკლულები 50 წლის ბიძინა კორშიკაშვილი, 36 წლის ანზორ ბულიკაშვილი, 29 წლის კუკური ხაია, 41  წლის ემზარ ბრაჭული, 24 წლის კიაზო მაკასარაშვილი და 45 წლის ქალი დაირა კუკავა.
თითოეული დანაშაული ხასიათდებოდა საერთო ნიშნებით: 1) ჩადენილი იყო ბინაში; 2) მსხვერპლების წინააღმდეგ გამოყენებული იყო დასაძინებელი აბები; 3) მსხვერპლები მოკლულები იყვნენ დიდი ზომის ორლესული დანით და მათ მოკვეთილი ჰქონდათ გენიტალიები... თავდაპირველად გამოძიება მუშაობდა სადისტი, იმპოტენტი სექსუალური მანიაკის ვერსიაზე, ხოლო 29 მარტს კუკური ხაიას მკვლელობის შემდეგ ვერსია შეიცვალა და მილიცია უკვე შურისმაძიებელს ეძებდა. საქმე კი ის იყო, რომ სამივე მოკლული სასჯელაღსრულების სისტემის ყოფილი და მოქმედი თანამშრომელი იყო. ისევე, როგორც ბრაჭული და კუკავა, ხოლო  24 წლის კიაზო მაკასარაშვილს კი რვაწლიანი სასჯელი ჰქონდა მოხდილი საკუთარი, 68 წლის ბებიის გაუპატიურებისთვის...

სისტემური დანაშაული
მკვლელობების საქმეს 47 წლის განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი გურამ კაჭარავა იძიებდა. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული ტოტალური კორუფციული სისტემის მიუხედავად, დიდი პროფესიონალიზმის პარალელურად, მაიორი კაჭარავა პატიოსნებითაც იყო გამორჩეული. როგორც მაშინ ამბობდნენ, ფულს არ იღებდა. ანუ, მაიორი მოუსყიდავი ადამიანი იყო და, ამის გამო ის ორგანოდანაც კი დაითხოვეს. თუმცა, სამ კვირაში კვლავ უკან დააბრუნეს, რადგან მძიმე დანაშაულების გახსნის პროცენტი იმ მცირე პერიოდში კატასტროფულად შემცირდა.
მაიორმა, შეისწავლა რა მოკლულების დოსიეები, თავის ხელქვეითებს უთხრა:
– დაადგინეთ, რომელ წლებში მუშაობდნენ ერთად ოთხივე მოკლული და სად, რომელ დაწესებულებაში. ამის შედეგად კი დავადგენთ, თუ საიდანაა წამოსული შურისძიება.
გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ოთხივე მოკლული ყოველთვის ერთად მუშაობდა და მათ ერთად მოიარეს საქართველოს თითქმის ყველა საპყრობილე. ამიტომ, ძალიან ძნელი იყო იმის გარკვევა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო შურისმაძიებელი. მით უმეტეს, რომ ამ უწყებაში სისტემური დანაშაული ნორმას წარმოადგენდა და წრიული თავდებობის წესის მიხედვით, ყველა ენას კბილს აჭერდა. კაჭარავას არაერთხელ წამოუჭრია საკითხი პენიტენციალური სისტემის რეორგანიზაციის შესახებ, მაგრამ იქ იმდენი ფული იშოვებოდა, რომ მას ყური არავინ ათხოვა. ამ საქმეს ნათელი მხოლოდ მას მერე მოეფინა, რაც თავისსავე ბინაში სასტიკად ნაწამები და მოკლული კიაზო მაკასარაშვილის ცხედარი აღმოაჩინეს. ბებიაზე მოძალადე სწორედ იმ დროს იჯდა ავჭალის მცირეწლოვანთა კოლონიაში, როდესაც ის განუყრელი ოთხეული მუშაობდა. როგორც გაირკვა, მაკასარაშვილი ადმინისტრატორთან თანამშრომლობდა და მცირეწლოვანი თანატოლების გაფუჭებაში ეხმარებოდა. სანამ წლების წინ მომხდარი დანაშაულების დეტალებს არკვევდნენ, დაირა კუკავას ცხედარიც იქნა ნაპოვნი და კაჭარავა უკვე ზუსტ კვალზე გავიდა.

შურისმაძიებელი
დაირა კუკავა ავჭალის მცირეწლოვანთა კოლონიის აღმზრდელი პედაგოგი იყო და იმის გამო, რომ მას ფიზიკური ნაკლი ჰქონდა (ის ჰერმოფროდიტი იყო), განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა და ადამიანების წამება და სქესობრივი შეურაცხყოფა განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებდა. მისი „საფირმო ნომერი“ იყო „კაი ბიჭების“, ანუ  დაუმორჩილებელი ბიჭი პატიმრების გაუპატიურება. როგორც კაჭარავამ დაადგინა, 1967 წლის მაისში, ავჭალის კოლონიაში ჯგუფურად იქნა გაუპატიურებული კარლო პაპიაშვილი, რომელიც 17 წლის იყო და ექვსწლიან სასჯელს იხდიდა დანის გამოყენებით მილიციელის მკვლელობის მცდელობისთვის. საქმე კი ის იყო, რომ 1966 წლის მაისში კარლო და მისი შეყვარებული გოგონა ვაკის პარკში სეირნობდნენ. მათ მორიგე მილიციელი შეუჩნდა და კარლოს შეყვარებულის თანდასწრებით შეურაცხყოფას აყენებდა, ბოლოს კი ყურში წამოარტყა. პატარა ბიჭმა ვეღარ მოითმინა. და დანით მილიციელს ბარძაყში ოთხი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც მას არტერია გადაეჭრა, თუმცა სიკვდილს გადარჩა. კარლო კი ექვსი წლით ციხეში გაამწესეს. ავჭალაში კარლო ავტორიტეტით სარგებლობდა, რაც ვერ აიტანა ადმინისტრაციამ და დაირა კუკავას თაოსნობითა და კიაზო მაკასარაშვილის დახმარებით, ბიჭი ხუთმა ადამიანმა გააუპატიურა. კარლომ თავის მოკვლა სცადა, მაგრამ გადაარჩინეს. ხუთეული კი დაშალეს და სხვადასხვა დაწესებულებაში გადაანაწილეს. კარლო 1970 წლის დასაწყისში, „ნახევარში“ გამოვიდა ციხიდან და ორ კვირაში თავი ჩამოიხრჩო. თუმცა, დატოვა დღიური, სადაც თავის განცდებს წერდა და დედას ბოდიშს უხდიდა. სწორედ დედამისმა, 42 წლის ქვრივმა, ნატო ჯინჭარაძემ  შური იძია კარლოს მკვლელებზე და როდესაც კაჭარავა მის დასაპატიმრებლად მივიდა, უთხრა:
– იქნებ ისე შეადგინოთ საქმე, რომ დამხვრიტონ. ჩემს სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს, თავის მოკვლა კი არ მინდა, რადგან დიდი ცოდვააო...
კაჭარავას გადაგზავნილი საქმის შედეგად, ექვსი ადამიანის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში მხილებულ დედას კომუნისტურმა სასამართლომ მხოლოდ ათი წელი მიუსაჯა. თუმცა შურისმაძიებელი დედა ორ თვეში ჭლექით გარდაიცვალა.
скачать dle 11.3