კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 როგორ უნდა გაიკეთოთ მაკიაჟი, რომ სახეზე დაღლილობა და უძილობა შენიღბოთ

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

მაკიაჟი ქალისთვის თავის მოვლის უმთავრესი  ნაწილია, რომ  ფორმაში იყოს და გარშემო მყოფების ყურადღება მიიპყროს. სახლის პირობებში სრულყოფილი მაკიაჟის გასაკეთებლად, ისე რომ სახიდან დაღლილობა და უძილობა შენიღბოთ, ქვემოთ მოყვანილი წესები უნდა გაითვალისწინოთ. ასევე, სწორად და ყურადღებით უნდა შეარჩიოთ პროდუქცია, რომლის გამოყენებითაც მაკიაჟს იკეთებთ, რადგან ბევრი ქიმიური ნივთიერების შემცველმა კოსმეტიკურმა საშუალებებმა, შესაძლოა, ალერგია გამოიწვიოს და სახის კანზე არსებული პრობლემები კიდევ უფრო გაამწვავოს.
* შრატები და დამატენიანებლები – სანამ მაკიაჟის გაკეთებას დაიწყებთ, სახის კანი უნდა მოამზადოთ. ამისთვის, შრატები და დამატენიანებლები გამოგადგებათ. დატენიანებული კანის სტრუქტურა, ყოველთვის გაცილებით უკეთ ჩანს. თან, მშრალ და აქერცლილ კანთან შედარებით, დატენიანებულ კანზე გაცილებით მოსახერხებელია მაკიაჟის გაკეთება.
* დასაფარი საშუალებები – ტონალურის ნაცვლად, ეცადეთ, გამოიყენოთ მსუბუქი კორექტორები. ის მთლიანად ცვლის თქვენი სახის კანის სტრუქტურას და ტონალურზე უკეთეს შედეგს იძლევა.
* წარბის ფანქარი – მაკიაჟის გაკეთებისას, წარბებზე ფანქრის გადასმა მას მოცულობას მატებს და ბევრად ბუნებრივ იერს სძენს. ფანქრის ფერი კი მაქსიმალურად შეურჩიეთ თქვენი წარბის ბუნებრივ ფერს.
* წამწამების ტუში – ლამაზად აპრეხილი წამწამები თვალის ფორმას კვეთავს. შეარჩიეთ მოცულობისა და სიგრძის გამაძლიერებელი თვალის ტუში და გამოიყენეთ ის. ზოგადად, ტუში მაკიაჟის აუცილებელი ატრიბუტია. სანამ მას გამოიყენებთ, გაითვალისწინეთ თმისა და კანის ფერი. შავგვრემანმა ქალბატონებმა გამოიყენეთ შავი ფერის ტუში, ხოლო ქერებმა – ყავისფერი. ტუშის გამოყენებისას ფუნჯი ქვემოდან ზედა მიმართულებით ამოძრავეთ. ნუ დაიდებთ ტუშს ქვედა წამწამზე, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, თუ აპირებთ ფოტოს ან ვიდეოს გადაღებას. ეცადეთ, ტუში ზედმეტი არ მოგივიდეთ.
* ლოყების დაფერვა – ბუნებრივ, ჯანსაღ კანს ლოყებზე ყოველთვის დაჰკრავს მოვარდისფრო ფერი. შესაბამისად, ბუნებრივი მაკიაჟისთვის აუცილებლად გამოიყენეთ ვარდისფერი რუჟი თქვენი ლოყებისთვის. უმჯობესია – ბაცი ვარდისფერი. იმ შემთხვევაში, თუ მკვეთრ ვარდისფერს გამოიყენებთ, შესაძლოა, ძალიან გამოკვეთოს ლოყა და არც ისე კარგი ეფექტი მოგცეთ.
* ტუჩის საცხი – ეცადეთ, ყოველდღიურად გამოიყენოთ ტუჩის ბალზამი, რათა კანი რბილი და დატენიანებული იყოს, არ აიქერცლოს და ბუნებრივი ფერიც ლამაზად ჩანდეს. თუ შეფერილი ტუჩები გსურთ,  მაშინ, შეიძინეთ ფერადი ტუჩის ბალზამი და ის გამოიყენეთ. თუ გსურთ ტუჩის ფორმის მკვეთრად გამოხატვა, მიეცით ტუჩს სასურველი ფორმა კონტურის საშუალებით. კონტურის ფერი, დაამთხვიეთ პომადის ფერს. ზოგადად, კრემისფერი ან კარამელის ფერი ტუჩსაცხი უფრო არისტოკრატულ ეფექტს მოგცემთ.
* თვალის ჰაილაითერი და ლაინერი – დაიტანეთ თვალის შიდა კუთხეებში ჰაილაითერი, რომელიც თვალს უფრო მეტყველსა და ნათელს ხდის. სანამ ლაინერს ან შავ ფანქარს წაისვამთ, დაიტანეთ თვალზე ისრების მონახაზი, რომელიც გაამარტივებს ამ პროცესს. ზოგადად, ყოველდღიური სადა მაკიაჟისთვის ძალიან ეფექტურია შავი ლაინერი ან ფანქარი. ნაცრისფერი ფანქარი ან ლაინერი კარგია საღმოს მაკიაჟისთვის. ხოლო, თუ გამოიყენებთ თვალის თეთრ ფანქარს, ის თვალის ჭრილს ვიზუალურად უფრო დიდს გამოაჩენს. ეცადეთ, ის დაიტანოთ თვალის შიდა კუთხეში. თვალები რომ მეტად მეტყველი გამოჩნდეს. თვალის ფანქრის გამოყენებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი თვალის ფორმა. განსაკუთრებით გაამუქეთ წარბის მიდამოები. ღრმად წასმული ფანქარი, ვიზუალურად აპატარავებს თვალს, ქუთუთოზე წასმული კი, პირიქით, ადიდებს.
* თვალის ჩრდილი – თვალის ჩრდილის გაკეთებისას, მთლიანად დაფარეთ ქუთუთო საშუალო ტონის ჩრდილით. თვალის ზედა და ქვედა მხარეს გაიკეთეთ კონტური.
ზოგადად, მაკიაჟის არჩევა, დამოკიდებულია სტილზე და მოდურ ტენდენციებზე, ასევე, მნიშვნელოვან როლს თამაშობს გემოვნება.
თუ ძალიან გეჩქარებათ და მაკიაჟისთვის დრო არ გრჩებათ, სახე უბრალოდ გაიწმინდეთ, წაისვით პუდრი ან ტონალური კრემი თანაბრად, ისე, რომ არ იყოს შესამჩნევი და გამოკვეთილი. უმჯობესია, რომ ტონალური და პუდრი შეესატყვისებოდეს თქვენი კანის ფერს, მათი მთავარი დანიშნულებაა სახის ნაკლის დაფარვა. როგორც წესი, უმჯობესია, პუდრის გამოყენება, რადგან ის ყველაზე ნაკლებად აზიანებს სახის კანს.  ლოყების რუჟი ანუ „რუმიანა“, გამოიყენება სახის ფორმის მისაცემად, თუმცა ის ოდნავ უნდა გადაისვათ. თვალზე შავი ფანქარი გადაისვით და სულ ესაა.
ასევე, მაკიაჟის გაკეთებისას, აუცილებლად გაითვალისწინეთ თმის, თვალის, ტანსაცმლის ფერი და რაც მთავარია ის, თუ სად მიდიხართ. სადღესასწაულო, საღამოს და ყოველდღიური მაკიაჟი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.скачать dle 11.3