კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 როგორ გავთავისუფლდეთ ცუდისგან და რა ხსნის ადამიანის წარმატების კოდს

ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში არის დაღმავალი პერიოდები ანუ კარმული ჩავარდნის ეტაპები, როცა არ უმართლებს. მაგრამ, საბედნიეროდ, დგება ის დროც, როცა ადამიანი იღბლიანობას მეტად შეიგრძნობს. სწორედ ამიტომ, უნდა დააკვირდეთ, ცხოვრების რომელ ეტაპს გადიხართ, როდის უნდა იყოთ მეტად ფრთხილი და წინდახედული, როდის გაგიმართლებთ და რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ იღბლიანი იყოთ.
ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, ისე მართოს საკუთარი ცხოვრება, რომ მოვლენები თავის სასარგებლოდ შემოატრიალოს. ამისთვის კი საჭიროა დაკვირვებული თვალი და ასტროლოგიური რჩვების გათვალისწინება. როგორ გავთავისუფლდეთ ცუდისგან და დავიბედოთ სამომავლოდ ბედნიერება, ამაზე ქვემოთ მოგახენებთ.
არსებობს ასტროლოგიური რჩევები, რომელთა გათვალისწინებითაც საკუთარ ცხოვრებას უფრო სასიამოვნოს, სახალისოს, ბედნიერსა და წარმატებულს გახდით, თავიდან აიცილებთ  უბედურებას, უიღბლობასა და უფულობას, რაც თქვენს კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.
მაგალითად, ბედისწერა მჭიდროდაა დაკავშირებული ავგაროზებზე. ავგაროზი კი ნებისმიერი ნივთი შეიძლება იყოს. თუ მას დადებითი ენერგიით დამუხტავთ, ის კოსმიურ პროგრამირებასთან, ანუ ბედისწერასთან დაგაკავშირებთ. დღეს უამრავი ავგაროზი იყიდება, რომელსაც აწერია რისთვის უნდა ატაროს ადამიანმა, მაგალითად: ბედის გასახსნელად, სიყვარულის საპოვნელად, ოჯახის გასამყარებლად, მატერიალური კეთილდღეობისთვის თუ კარიერის მოსაწყობად. ასეთი ავგაროზის ტარებას არ გირჩევთ. იმიტომ რომ, არასწორად შერჩეული ავგაროზი არღვევს კავშირს ბედისწერასთან და მისი გავლენა შესაძლოა, უკიდურესად ნეგატიურიც კი აღმოჩნდეს. მაგალითად, უცხოეთში ყოველ წელს ახალ ავგაროზს ყიდულობენ და მთელი წლის განმავლობაში ამით წარმატებებს იბევებენ. ადამიანი, რომელიც აგაროზს ატარებს, თავისთავად, საკუთარი ენერგიით მუხტავს. ის კი გადასცემს ინფორმაციას მოსალოდნელი არასასურველი მომენტების შესახებ, რომელიც მისი ქვეცნობიერისთვის კოსმიური პროგრამების საშუალებითაა ცნობილი. ავგაროზსა და ადამიანის ბედისწერას შორის, უდიდესი კავშირია. ასე რომ, ავგაროზი მუდამ თან უნდა გქონდეთ, უნდა ეხებოდეთ, ხედავდეთ, გრძნობდეთ.
ავგაროზი, რომელიც წარმატებების მომტანია ერთი პიროვნებისთვის, შესაძლოა, მეორისთვის სრულიად გამოუსადეგარი აღმოჩნდეს. ამიტომ, სხვისი ავგაროზი თქვენ არ გამოგადგებათ. ის, ინდივიდუალურია და ყველას თავისი უნდა ჰქონდეს.
აქვე გასწავლით, როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად ავგაროზი, რომ მან მთელი წლის განმავლობაში წარმატება და ბედნიერება მოგიტანოთ:  მისი, შერჩევისას დააკვირდით ფორმას. გირჩევთ გლუვი იყოს და მახვილი კუთხეები არ ჰქონდეს. მახვილი კუთხეები ხელს უწყობს ნივთიდან ენერგიის გამოდინებას. აუცილებელია რომ ავგაროზი, როგორც ნივთი, ძალიან მოგწონდეთ, გსიამოვნებდეთ მისი ყურება, შეხება და ტარება. ასე მყარდება ენერგეტიკული კავშირი ნივთსა და თქვენს შორის. ავგაროზის დამუხტვის ყველაზე კარგი საშუალებაა, ის ეხებოდეს სხეულს. ამიტომ, უმჯობესია, გულზე დაიკიდოთ.  
ასევე, მნიშვნელობა აქვს ავგაროზის ფერს. მაგალითად, წითელი, თეთრი და შავი ფერები გათვალვის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ცისფერი სიმშვიდის, სასიამოვნო ცვლილებებისა და სასიყვარულო კუთხით ბედნიერების მომტანია. მოერიდეთ ყვითელი ფერის ავგაროზის ტარებას, რადგან ის ემოციებზე უარყოფით გავლენას ახდენს.
როგორც აღვნიშნეთ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ჩავარდნისა და აღმავლობის პერიოდები. ეს კარმული ჩავარდნისა და აღმავლობის ეტაპებია. სწორედ ამ დროს გეხმარებათ ავგაროზის ტარება. ამ პერიოდებში, კარგად უნდა გაიაზროთ ყოველი ქცევა და თითოეული სიტყვა, რათა პროგრამაში უარყოფითი კოდი არ ჩადოთ და საკუთარი ბედი და იღბალი ცუდისკენ არ დააპროგრამოთ. კარმული ჩავარდნის პერიოდში ადამიანს უჩნდება სურვილი, გამუდმებით იწუწუნოს ბედზე. ეს გაუაზრებლად ხდება და ასეთი საქციელით, ქვეცნობიერ დონეზე თარსავს საკუთარ ბედ-იღბალს.
კარმული ჩავარდნის პერიოდში, ადამიანებს ძალიან შველის სპეციალური ავგაროზის ტარება. მაგალითად, ამ დროს კარგია ტანსაცმელზე პლატინისგან დამზადებული ქინძისთავის ტარება, რომელზეც თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის სასურველი ასტროლოგიური ქვაა დამაგრებული. მთავარია, ის რწმენით ატაროთ და შედეგიც არ დააყოვნებს. კარმული ჩავარდნის პერიოდში ასეთი ავგაროზი კარგი და საიმედო დამცავია ავი თვალისგან. ამ დროს ადამიანის ენერგეტიკულობა დასუსტებულია და შესაბამისად, ადვილად ხდება არასასურველი შედეგის მსხვერპლი, რისგანაც ის დაგიცავთ.скачать dle 11.3