კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 როგორ ამზადებდნენ სტალინის ბრძანებით მომავალ უცხოელ პროსაბჭოთა ლიდერებს

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მიუხედავად იმისა, რომ ყველა მსოფლიო უბედურებას სტალინს მიაწერენ, დასავლელი მკვლევარ-ისტორიკოსებისა და ექსპერტების ტენდენციურ ნაშრომებში ერთი სიმართლე იკითხება – სტალინი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ რუსეთის იმპერია გაეძლიერებინა, გაეფართოებინა და საამისოდ უმძლავრეს ბუფერულ ზონას ქმნიდა. ისტორიის დოქტორი საველი ბოლშაკოვი წერს: „ლენინისგან წამოსულ თეზისს მსოფლიო რევოლუციის შესახებ ტროცკი იყენებდა და სტალინთან ბრძოლაში გამარჯვებას გეგმავდა. თუმცა ამან კრახი განიცადა და გაიმარჯვა სტალინმა და მისმა თეზამ – ცალკეულ ქვეყანაში (საბჭოთა კავშირში) მკაცრი სოციალიზმის აშენების თაობაზე. თუმცა სტალინს „მსოფლიო რევოლუცია“ სულაც არ დავიწყებია. მან ამ იდეის ტრანსფორმაცია მოახდინა და რუსეთის საბჭოთა იმპერიის წარმატებული მშენებლობისა და გამაგრებისთვის გამოიყენა. ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „განვდევნეთ რა ტროცკი, ინდუსტრიალიზაციის პარალელურად, სტალინი უკვე მომავალი ძლიერი ქვეყნის (საბჭოთა კავშირის) მძლავრ სამხედრო-პოლიტიკურ და იდეოლოგიურ მოკავშირეებზე ფიქრობდა და ამის ქვაკუთხედი მის მიერვე შექმნილი პარტიული სკოლა იყო. ეს ასე მოხდა: ერთ დღეს (იმ პერიოდში სტალინის მოადგილე ვიყავი) თავისთან მიხმო. სავარძელში დამსვა. თხელი, წითელყდიანი რვეული მომცა და მითხრა, – წაიკითხეო.
სანამ მე ყურადღებით ვეცნობოდი რვეულის შიგთავსს, სტალინი დინჯად დადიოდა კაბინეტში და ჩიბუხს აბოლებდა. რვეულში ეწერა პარტიული სკოლის დანიშნულების ზუსტი სქემა და სასწავლო პროგრამა დაწვრილებითი განმარტებებით. მის გაცნობას ერთი საათი მაინც მოვანდომე. ბოლოს რვეული მაგიდაზე დავდე და უხმოდ ჩავფიქრდი. ვიაზრებდი წაკითხულს. სტალინი არაფერს მეკითხებოდა. ბოლოს მე თვითონ ვუთხარი:
– როგორც ვხვდები, კობა, შენი ნაშრომის მიზანია ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მძლავრი იდეოლოგიურ-დივერსიული იატაკქვეშა ჯგუფების შექმნა, მათი ბურჟუაზიული წყობების შესარყევად.
სტალინმა მითხრა:
– ეს პირველ ეტაპზე. მთავარი მიზანი კი ამ ქვეყნებში პროსაბჭოური მთავრობების მოყვანაა – სტალინმა პაუზა გააკეთა და ღიმილით დაამატა, – როგორ გაუკვირდება ტროცკის, რომ გაიგოს იმ იდეას ვახორციელებთ, რისთვისაც ის ქვეყნიდან გავაძევეთო...
გამეცინა.
სტალინის იდეა მარტივი და გენიალური იყო. დიდ ხარჯებს არ მოითხოვდა და განხორციელების შემთხვევაში უდიდესი პოლიტიკური ეფექტი მოჰქონდა. ეგრეთ წოდებული, უმაღლესი პარტიული სკოლა შექმნისთანავე გახდა ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელი საბჭოეთში და მას პარტიული კადრების სამჭედლოს უწოდებდნენ. ამ დაწესებულებას ორი პროგრამა ჰქონდა და ორივე სტალინის მიერ იყო შედგენილი და საერთოდ, ეს სკოლა თავიდან ბოლომდე სტალინმა დაამუშავა“. უფრო სწორად, სასწავლო პროგრამა ერთი იყო და ის ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველი, ზოგადი ნაწილი მოიცავდა იდეოლოგიურ პოსტულატებს და მსმენელი მარქსიზმ-ლენინიზმს (მოგვიანებით მას სტალინი დაემატა) ეცნობოდა, ანუ მისი იდეურ-პოლიტიკურად დამუშავება ხორციელდებოდა. მეორე – პროგრამის საიდუმლო ნაწილი კი თავიდან ბოლომდე არალეგალურ, იატაკქვეშა საქმიანობას მოიცავდა და მსმენელები რადიოსაქმეს, საიდუმლო შიფრებს, აფეთქებებსა და ცეცხლსასროლი იარაღების ხმარებას სწავლობდნენ. პროგრამის პირველი ნაწილი ყველა მსმენელისთვის საერთო იყო. მეორე ნაწილს კი მხოლოდ უცხოელები სწავლობდნენ. მეორე ნაწილი, ფაქტობრივად, სადაზვერვო-დივერსიული კურსი იყო, მხოლოდ უცხოელებისთვის. ანუ, სტალინი ამზადებდა მომავალი სატელიტი ქვეყნების ლიდერებს და მათ ჯერ, ეგრეთ წოდებული, რევოლუციური გზა უნდა გაევლოთ და მხოლოდ ამის მერე გამხდარიყვნენ თავიანთი ქვეყნების მმართველები. უმაღლესი პარტიული სტალინური სკოლა ჰქონდათ დამთავრებული მომავალი პროსაბჭოური ქვეყნების ლიდერებს – ტიტოს, ხონეკერს, გერეკს, ჟივკოვს, ჩაუშესკუს და მრავალ სხვას. გენერალი პავლე ფიტინი ყვებოდა: „უმაღლეს პარტიულ სკოლაში უცხოელებს ასწავლიდნენ ჩვენი სისტემის საუკეთესო პედაგოგ-ინსტრუქტორები, რომლებიც საბჭოთა სადაზვერვო სკოლებში საუკეთესო საბჭოთა მზვერავებს ამზადებდნენ. ეს პირადად სტალინის ბრძანება იყო და ჩვენი პედაგოგების მიერ მომზადებული უცხოელები თითქმის არაფრით ჩამოუვარდებოდნენ საუკეთესო საბჭოთა მზვერავებს“.
სტალინი გენიალური სტრატეგი იყო და მშვენივრად უწყოდა, რომ საბჭოურად აღზრდილ-გამოკვებილი უცხოელებიც კი საბჭოურ თამაშს ითამაშებდნენ, თავიანთი ეროვნული ინტერესების საპირისპიროდაც კი. გამონაკლისი მხოლოდ ტიტო აღმოჩნდა, რომელსაც ამ სკოლის სრული კურსი არ ჰქონდა გავლილი და თავს დამოუკიდებელ ადამიანად თვლიდა. ამ ბოლო წლებში გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელიც ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს გვამცნობს. როგორც ბერიასთან ერთად დასჯილი ვსევოლოდ მერკულოვი წერდა თავის ჩვენებაში, 1950 წელს ბერია სტალინს ურჩი ტიტოს ლიკვიდაციას სთავაზობდა, მაგრამ საბჭოთა ბელადმა კატეგორიულად უარყო ეს წინადადება და თქვა: „ტიტო მხოლოდ ურჩი მოკავშირეა, მაგრამ მაინც მოკავშირე და მისი ლიკვიდაცია იუგოსლავიას ჩვენი ორბიტიდან გაიყვანს. ტიტო თავისი სიკვდილითაც რომ მოკვდეს, მაინც ჩვენ დაგვაბრალებენო“.
სტალინის პარტიულმა სკოლამ, სადაც პროსაბჭოურ ლიდერებს ამზადებდნენ, საბჭოეთის დაშლის ბოლო დღემდე იარსება და მართალია, თავის შემქმნელზე მეტ ხანს იარსება, მაგრამ სტალინის მერე მნიშვნელოვნად შესუსტდა. მოლოტოვი იხსენებდა: „უმაღლესი პარტიული სკოლა საუკეთესო საბჭოთა პედაგოგიური კადრებით იყო დაკომპლექტებული და მასში გამოჩენილი „წითელი პროფესურა“ მოღვაწეობდა. ნიშანდობლივია, რომ პირველი ლექცია არალეგალური საქმიანობის კურსში თავად სტალინმა ჩაუტარა მსმენელებს“.
უმაღლესი პარტიული სკოლის შექმნა და მისი სრული ძალით ამუშავება სტალინის მიერ დანერგილი სისტემის ერთ-ერთი ბოძი იყო და მან დიდი წვლილი შეიტანა რუსულ საბჭოთა იმპერიის გაძლიერებაში.
скачать dle 11.3