კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 ექიმის რჩევები

კითხვა: გავიკეთე ანალიზი რევმატოიდულ ფაქტორზე. ნორმა არის 12-ს ქვევით. პასუხი მოვიდა 6.78. ანუ პასუხი ნეგატიურია?
პასუხი:
დიახ. ბოლო დრომდე რევმატოიდული ართრიტის დიაგნოსტირებისთვის ერთ-ერთი მთავარი კვლევა რევმატოიდული ფაქტორის ანალიზი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის არ გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობითა და სპეციფიკურობით – რევმატოიდული ფაქტორის ანალიზმა შეიძლება, უარყოფითი შედეგი აჩვენოს რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში და პირიქით, შედეგი შეიძლება დადებითი იყოს იმ პირებში, ვისაც ეს დაავადება არ აღენიშნება. ამიტომ ამ კვლევასთან ერთად ინიშნება ანტი-CCP ანტისხეულების ანალიზი, რასაც უფრო მაღალი მგრძნობელობა და სპეციფიკურობა ახასიათებს.
კითხვა: ბავშვთან ერთად ჭიების გამო პარაზიტოლოგმა მშობლებსაც დაგვინიშნა ზენტელი. სამ დღეში აღმოჩნდა, რომ ვარ ორსულად. ანოტაციაში წერია, რომ ორსულობის პერიოდში მისი მიღება აკრძალულია. გთხოვთ მითხრათ, რა გავლენას ახდენს ზენტელი ნაყოფზე და რა შეიძლება, ამას მოყვეს?
პასუხი:
ზენტელი არ წარმოადგეს ტერატოგენს, ანუ არ იწვევს ნაყოფის სიმახინჯეებს. ზენტელის დანიშვნისას საჭიროა რისკისა და სარგებლის შეფასება. ზოგადად, ნებისმიერი მედიკამენტის მიღება მენსტრუაციის გადაცდენამდე არანაირ გავლენას არ ახდენს ნაყოფზე და საშიში არაფერია. რეკომენდებულია ექოსკოპიური გამოკვლევების ჩატარება, ასევე 9-11 კვირაზე ორმაგი და 16-19 კვირაზე სამმაგი გენეტიკური ტესტების გაკეთება, რაც შეაფასებს ნაყოფისგან განვითარების ანომალიის რისკს.
კითხვა: საერთოდ არ მახველებს, მაგრამ მაქვს ქრონიკული ნახველი, გამჭვირვალე, თეთრი ფერის, ოდნავ ლორწოვანი. რისი ბრალია?
პასუხი:
ნახველის მიზეზი შეიძლება იყოს ტონზილიტი (ნუშურა ჯირკვლების, გლანდების, ანთება), ხახის ანთება – ფარინგიტი, სინუსიტი – ცხვირის ახლო წიაღების ანთება, ამიტომ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიზნით ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს უნდა მიმართოთ.
კითხვა: 10 წლის ბავშვს მოცვლილი აქვს მხოლოდ 8 კბილი – 4 ზევით და 4 ქვევით. ბოლოს ორი წლის წინ მოიცვალა რაიმე გამოკვლევა ხომ არ არის საჭირო ან ვის მივმართოთ?
პასუხი:
მუდმივი კბილების ამოჭრა 5-7 წლის ასაკში იწყება და 13-14 წლისთვის სრულდება. სიბრძნის კბილები კიდევ უფრო გვიან -17-20 წლის ასაკში ამოიჭრება, თუმცა ზოგჯერ 40 წლამდეც იგვიანებს და არც ის არის გამორიცხული, სრულიად არ ამოიჭრას. 9-დან 11 წლამდე -პირველი მცირე ძირითადი კბილები ამოდის. ამ ეტაპზე სანერვიულო არაფერია. 11 წლამდე თუ არ ამოიჭრა ახალი კბილი, მაშინ შეიძლება, კონსულტაციისთვის ბავშვთა სტომატოლოგს მიმართოთ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
скачать dle 11.3