კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 ფსიქოლოგიური დაავადებების მკურნალობა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ადამიანს აქვს შანსი, განიკურნოს ნებისმიერი დაავადებისგან, თუ საკუთარ პრობლემებს სათანადოდ გააცნობიერებს. იმის მიხედვით, როგორია ავადმყოფის მდგომარეობა, რა სახის მოვლა სჭირდება მას, აუცილებელია სწორი ფსიქოლოგიური მიდგომა. ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან პიროვნული თვისებებით. მგრძნობიარე და ემოციური ადამიანი უფრო მძაფრად განიცდის საკუთარ მდგომარეობას,  შფოთავს, უჭირს ყურადღების მოკრება, ღალატობს ნებისყოფა, რაც ართულებს მის მდგომარეობას. საზოგადოდ, ამა თუ იმ ფორმითა და დოზით დეპრესია ნებისმიერი ავადმყოფობის დროს იჩენს თავს. ავადმყოფის მომვლელს თავადაც სჭირდება ფსიქოლოგიური მომზადება: ფსიქოლოგიური წონასწორობა, ორგანიზებულობა, მოვლენის სწორად აღქმა და გააზრება, ყურადღების კონცენტრირება, სიმშვიდისა და მოთმინების შენარჩუნება სასურველი შედეგის მისაღწევად. ფსიქიკური ჯანმრთელობის აღსადგენად უმთავრესად გამოიყენება ფსიქოთერაპიის შემდეგი სახეები:
* ზოგადი ფსიქოთერაპია – ეს იმ ღონისძიებების ერთობლიობაა, რომლებიც აუმჯობესებს პაციენტის ფსიქიკაზე ზემოქმედების გარეგან გარემოებებს (შრომის რაციონალიზაცია, კონფლიქტური სიტუაციების აღმოფხვრის ხელშეწყობა, ისეთი რეჟიმის ორგანიზება, რომელსაც პაციენტის ყურადღება ფსიქოტრავმული მოგონებებიდან სხვაგან გადააქვს და სხვა);
* სპეციალური ფსიქოთერაპია – ეს პაციენტის დასამშვიდებელი თერაპიული ზემოქმედებაა მტკივნეული შეგრძნებების შესასუსტებლად. შესაძლებელია, ასევე, ჰიპნოთერაპიის გამოყენება პიროვნების მობილიზაციის, პათოლოგიური სტერეოტიპების რღვევის მიზნით;
* რაციონალური ფსიქოთერაპია – გულისხმობს პაციენტისთვის მისი არაადეკვატური ქცევის ახსნას, ქცევის კორექციას, დეფორმირებული წარმოდგენების გარდაქმნას;
* ფუნქციური ვარჯიში – ითვალისწინებს მუდმივ ქცევით ვარჯიშს ნევროზული დარღვევების მოსახსნელად, ფობიების დასაძლევად, საკუთარი ფსიქიკური შესაძლებლობებისადმი პაციენტის დამოკიდებულების შესაცვლელად;
* აუტოგენური ვარჯიში – ეს არის ფსიქიკური მოდუნების მდგომარეობის თვითშეგონება (ფსიქიკურ და ვეგეტატიურ პროცესებთან სიტყვის კავშირის გამოყენება);
* კოლექტიური ფსიქოთერაპია – შთაგონებითი თერაპია კოლექტიური ურთიერთქმედების პირობებში.
ფსიქოთერაპია ყოველგვარ ვითარებაში პაციენტის პიროვნებაზე ფსიქიკური ზემოქმედების განსაზღვრული სისტემაა, რომლის მიზანია, შეუმსუბუქოს ან მოუხსნას პაციენტს ავადმყოფობის ნიშნები, შეუქმნას დადებითი ემოციური განწყობა, გამოუმუშაოს ნებითი აქტივობა, საკუთარი ძალების რწმენა და ავადმყოფური მოვლენებისადმი შეგნებული დამოკიდებულება. განასხვავებენ ზოგად და კერძო, ანუ აქტიურ, სპეციფიკურ, ეგრეთ წოდებულ, კაუზალურ ფსიქოთერაპიას. ზოგადი ფსიქოთერაპია გულისხმობს მკურნალობის იმ წესს, რომელშიც ძირითადად გამოყენებულია სიტყვა.
აქტიური ფსიქოთერაპიის სახეებია:
* რაციონალური ფსიქოთერაპია – ექიმი მიმართავს ახსნა-განმარტებას, ლოგიკურ მსჯელობას პაციენტის დასარწმუნებლად, რათა მან გამოიმუშაოს თავისი ავადმყოფური განცდების კრიტიკული განსჯისა და შეგნებული შეფასების უნარი;
* შთაგონება, ანუ სუგესტიური ფსიქოთერაპია – შთაგონება შეიძლება ჩაუტარდეს როგორც მღვიძარ, ასევე ჰიპნოზურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს.
არსებობს ფსიქოთერაპიის სხვა სახეებიც: ავტოგენური ფსიქოთერაპია, ნარკოფსიქოთერაპია, კომბინირებული ფსიქოთერაპია, პლაცებოს ეფექტი და სხვა. ფსიქოთერაპიას იყენებენ ნევროზის, ფსიქოპათიის, ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის დროს. მისი შედეგი მნიშვნელოვანწილად პაციენტის პიროვნულ თვისებებზეა დამოკიდებული.скачать dle 11.3