კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 პროქტოლოგიური პრობლემები და მისგან თავდაცვის გზები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე


ყველაზე ცნობილი პროქტოლოგიური პრობლემა ბუასილია (ჰემოროი). ბუასილი – ეს არის ჰემოროიდული წნულის ვენების ვარიკოზული გაგანიერება, რომელიც ხშირად რთულდება ანთებით, თრომბოზითა და სისხლდენით. ჰემოროიდული კვანძები უკანა ტანის მიდამოში არსებული სხვადასხვა დიამეტრის ერთგვარი „გირჩებია“. განასხვავებენ გარეთა და შიგნითა ჰემოროიდულ კვანძებს. გარეთა კვანძები სკდება დაკბილული ხაზის ქვევით, ხოლო შიგნითა – ზევით. ეს დაავადება მრავალი უსიამოვნების მომტანია, ხშირად იწვევს გართულებებს და საბოლოოდ ოპერაციული ჩარევის საკითხიც დაისმის. ოპერაციული ჩარევა შეიძლება, თავიდან ავიცილოთ, თუ უსიამოვნო სიმპტომებს დროულად მივაქცევთ ყურადღებას და პროქტოლოგთან მისვლის არ მოგვერიდება. ამ დროს პაციენტები უჩივიან: ტკივილს ანუსის არეში, დისკომფორტს ჯდომის დროს, ნაწლავის დაცლისას უკანა ტანის არეში უსიამოვნო, ზოგჯერ მტკივნეულ შეგრძნებებს, ალისფერი სისხლის წვეთების გამოყოფას. ასეთი ჩივილების დროს უნდა მიმართოთ ექიმს.
ერთ-ერთი გავრცელებული პროქტოლოგიური დაავადებაა ანალური ნახეთქი. ეს არის ანალური არხის ლორწოვანი გარსის გასწვრივ არსებული დეფექტი, რომელსაც ახასიათებს ძლიერი მწველი ტკივილი უკანა ტანში, რომელიც ძლიერდება დეფეკაციის და ჯდომის დროს; ალისფერი სისხლის წვეთების გამოყოფა. ანალური ნახეთქის დროს ტარდება კონსერვატიული მკურნალობა. მკურნალობის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია ოზონთერაპია. ეს სრულიად უმტკივნეულო პროცედურაა და არც გართულებები ახასიათებს.
გავცელებული პრობლემაა კოლიტი. ეს არის მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადება. მას ახასიათებს დეფეკაციის აქტის დარღვევა, რაც მოიცავს ყაბზობას ან დიარეას (ზოგჯერ ისინი შეუღლებულია); მუცლის შებერილობა; ტკივილი მუცლის არეში. კოლიტის მძიმე ფორმის დროს შესაძლოა პაციენტს სტაციონარული მკურნალობაც კი დასჭირდეს. დიაგნოზის დასასმელად აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ გამოკვლევები (სისხლის საერთო ანალიზი, განავლის ანალიზი, რექტოსკოპია, კოლონოსკოპია, ირიგოსკოპია). რომელი და რა თანამიმდევრობით – ამას ექიმი სპეციალისტი განსაზღვრავს.
კოლიტიანი პაციენტისთვის კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს საკვები, რომელიც ხელს უწყობს აირების დაგროვებას: ნიორი, კომბოსტო, ბოლოკი, ლობიო, ბადრიჯანი, ნიგოზი, ცხარე წიწაკა, აჯიკა, ცხვრის ხორცი და ყველი, ღორის ხორცი და სხვა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კოლიტით ან ბუასილით დაავადებულმა არასდროს მიირთვას ჩამოთვლილი საკვები. უბრალოდ, ნაწლავს მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდეთ. თუ სათანადოდ მოუვლით, კვირაში ერთხელ გოჭის ხორცსაც აიტანს, ლობიოსაც და სხვა საკვებსაც. ჰემოროიდულ დაავადებას არ უყვარს წითელი ღვინო, ლუდი, რადგან ეს უკანასკნელი აირების დაგროვებას უწყობს ხელს. დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენას, ტუალეტს. ამ დაავადებას არ უყვარს ზაფხულში ჩახურება, ოფლიანობა, არ უყვარს სინთეტიკური საცვალი. მართალია, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ ზაფხულობით მოდური სინთეტიკური საცვლების ჩაცმა მაინც არ არის მიზანშეწონილი.скачать dle 11.3