კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რატომ უადვილდებათ ადამიანებს სხვისი ცოდვის დანახვა საკუთარზე მეტად?
პასუხი:
წმიდა მამათა გადმოცემით, სხვისი ცოდვის დანახვა და შესაბამისად, სხვისი გაკილვა უადვილდებათ იმ ადამიანებს, ვისაც არ ჰყავს შეცნობილი საკუთარი თავი. ვინც საკუთარ მანკიერებებს ჩაუფიქრდება, მოყვასის ცოდვაზე აღარ იფიქრებს. ზოგადად, სხვისი ნაკლის დანახვა უფრო იოლია, რადგან ადამიანს სიამაყე და პატივმოყვარეობა სძლევს და საკუთარი თავი სხვაზე უკეთესად მიაჩნია. ქრისტიანული სიმდაბლე კი შეგვახსენებს, რომ ადამიანმა საკუთარ ცოდვებზე უნდა იგლოვოს და სხვისი ცხოვრება მისი განსახილველი ვეღარ გახდება.
კითხვა: უნდა გვქონდეს თუ არა ცილისწამებაზე მწვავე რეაქცია?
პასუხი: თუ ვინმე ცილს გწამებთ, ამაზე არ უნდა გქონდეთ მწვავე რეაქცია, რადგან შესაძლოა, ეს უფლის დაშვებით ხდებოდეს, სწორედ იმისთვის, რომ ჩვენი მოთმინება გამოიცადოს. თქვენ უნდა ილოცოთ თქვენს ცილისმწამებლებზე, რომ მისცეს მათ ღმერთმა მადლი და თქვენზე მართალი სიტყვა ათქმევინოს.
კითხვა: მინდა, კარგად გავეცნო „ბიბლიას“. როგორ გავერკვე და შევიცნო მისი შინაარსი?
პასუხი:
„ბიბლია“ არის საღმრთო ისტორია, რომლის სრულყოფილი გაგებისთვის საჭიროა წმიდა მამათა იმ  თხზულებების გაცნობა, რომლებიც განმარტავენ წმიდა წერილს. ამასთანავე, „ბიბლიის“ შესწავლა განყენებულად, ეკლესიური ცხოვრების გარეშე, არ გაგიმხელთ იმ საღმრთო სიბრძნეს, რომელიც ამ წიგნშია თავმოყრილი. ამიტომ „ბიბლიის“ სიღრმისეულად გასაგებად უნდა ეზიაროთ მართლმადიდებული ეკლესიის წეს-ჩვეულებებსა და საიდუმლოებებს.
კითხვა: შეიძლება თუ არა ჩემი ჯვრისწერის ბეჭედი გადავადნო და ჩემს შვილს ვაჩუქო ქორწინებისას?
პასუხი:
ჯვრისწერის ბეჭედი იმის საკუთრებაა, ვისზედაც აღსრულდა ჯვრისწერის საიდუმლო და მან სიცოცხლის ბოლომდე უნდა ატაროს. ეს არ არის ვერცხლისმოყვარეობა და ქონებაზე მიჯაჭვულობა, ეს არის საღვთო საიდუმლოს პატივისცემა. როგორც ნათლობის ჯვრის გადადნობა და სხვისთვის ჩუქება არ შეიძლება, ასევე არ შეიძლება ჯვრისწერის ბეჭდის გადადნობა. ჯობია, იყიდოთ ახალი ბეჭედი. ასეთი ნივთის გაყიდვა ან სხვისთვის გადაცემა მხოლოდ მაშინაა დასაშვები, როდესაც მოყვასს ძალიან უჭირს და მისთვის თქვენი გაღებული მსხვერპლი აუცილებელია.
კითხვა: ღმერთს შევუთქვი, რომ ძალიან ბევრ სანთელს დავუნთებდი. შეიძლება, სანთლები ეკლესიაში არ შევიძინო და სხვაგან ვიყიდო?
პასუხი:
ეკლესიაში შეძენილი სანთელი არის მორწმუნის ნებაყოფლობითი შესაწირი ტაძრისთვის. ამიტომ, რამდენიც არ უნდა გსურდეთ, უმჯობესია, ეკლესიაში შეიძინოთ, რადგან ღვთის ტაძარზე ზრუნვა არის ყოველი ქრისტიანის ვალი. ქუჩაში ნაყიდ სანთელს კი ჩვეულებრივი ყოფითი დანიშნულება აქვს.скачать dle 11.3