კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 მთავარია... თვალები

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

ამბობენ, რომ ქალის სილამაზე არც მოხდენილ სხეულსა და ლამაზ ვარცხნილობაშია, არც ძვირფას სამოსში. ის თვალების ბრწინვალებაშია. თვალები გულისაკენ მიმავალი გზის გასაღებია, აღებს მას და სიყვარულს შიგნით უშვებს. ზოგადად, ფიქრობენ, რომ ქალების ოცნება თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცია, ამაში არის რაღაც სიმართლის მარცვალი, თუმცა მთლად ასეც არ არის. ქალები გაცილებით პრაგმატულები, რაციონალური და მიწიერი არსებები არიან. სხვათა შორის, მამაკაცებს უფრო ახასიათებთ ღრუბლებში ფრენა და მითების ზეგავლენით ცხოვრება. ეს ის მარადიული კითხვაა, რომელიც ყოველთვის აწუხებდა კაცობრიობას. ბუნებრივია, ყველა კაცს უნდა ჰქონდეს პასუხი კითხვაზე – რა სურთ ქალებს. თუმცა იშვიათია მამაკაცი, რომელიც ქალს თვალებში ჩახედავს და ისე მოახერხებს, ჩასწვდეს მის შინაგან სამყაროს.
შესაძლებელია, ამის პასუხად მამრობითი სქესის რამდენიმე წარმომადგენელმა თქვას, რომ ქალებმა თვითონაც არ იციან, რა უნდათო, რომ ქალი საკმაოდ რთული ფენომენია და მისი გაშიფვრა ადვილი არ არის  და რომ... ქალებმა გაცილებით უკეთ იციან კაცების ბუნება და საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ, გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები, რათა მიიღონ ის, რაც სურთ.
რეალურად, ქალის მოთხოვნების არეალი საკმაოდ ვიწროა. მათ თავიანთი პარტნიორებისგან სურთ სითბო, სიყვარული, ერთგულება და ყურადღება. ქალს პატარა ბავშვივით უხარია, როდესაც მამაკაცს არ ავიწყდება დღესასწაულები და მნიშვნელოვანი თარიღები. ასეთ დროს მას თვალები უბრწყინავს და უციმციმებს. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ბედნიერია ისეთი მამაკაცის გვერდით, რომელიც მას მუდამ დაიცავს. თუ ქალს თვალებში ყურადღებით ჩახედავთ, აუცილებლად ყველაფერს  ამოიკითხავთ.

გიყვარდეს, ნიშნავს...

გიყვარდეს, ნიშნავს გრძნობდე. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. სიყვარული ნიშნავს მოქმედებას, საყვარელი ადამიანისთვის რამის გაკეთებას,  ანუ, სიყვარული მოქმედებაა. როცა ვტკბებით ჩახუტებით და კოცნით, მაგრამ არაფრის გაკეთება არ გვსურს ამ ადამიანისთვის ეს სიყვარული კი არა, შეყვარებულობაა. ფიქრობთ, რომ ეს ერთი და იგივეა? სულაც არა. შეყვარებულობა გადის. სიყვარული ხანგრძლივია და სერიოზულ რყევებს უძლებს.
სამწუხაროდ, ბევრ ოჯახში ისე ხდება,  ორივე ცხოვრობს მოლოდინით, რომ მეორე მისთვის რამეს გააკეთებს. ქალი ელოდება კომპლიმენტებს და ყვავილებს, მამაკაცი – ზრუნვას და ალერსს. ცოლს, რა თქმა უნდა, დიდი სურვილი აქვს, ქმარმა გააბედნიეროს  და ქმარიც ელის შეპირებულ  ბედნიერებას ცოლისგან. წარუმატებელი მოლოდინი ბადებს წყენას – ასე ირღვევა ოჯახები, უკვალოდ ქრება ის, რაც სიყვარული გეგონა და სინამდვილეში შეყვარებულობა, ვნება, იმედი და მოლოდინი იყო.
 გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სიყვარული შესაძლებელია მხოლოდ ორ ჩამოყალიბებულ ადამიანს შორის, რაც სულაც არ არის დამოკიდებული ასაკზე. ადამიანი შეიძლება, თხუთმეტი  წლისა  უკვე ჩამოყალიბებული იყოს, მაგრამ ორმოცი წლის ჩამოუყალიბებელიც ბევრია.
რა სხვაობაა ჩამოყალიბებულ პიროვნებასა და ჩამოუყალიბებელს შორის? ის იღებს საკუთარ თავს ისეთს, როგორიც არის. ანუ უყვარს საკუთარი თავი, მიუხედავად გარეგნობისა, შესაძლებლობებისა, ხასიათისა. სიყვარული შიგნიდან ავსებს და მზად არის გაუზიაროს ეს სიყვარული სხვას – ადამიანს, რომელსაც აჩუქებს თავის გულს. თავის რჩეულსაც ისეთს იღებს, როგორიც არის ის, არ ცდილობს მის გადაკეთებას, არ  აკრიტიკებს, არ აკონტროლებს, უბრალოდ, უყვარს.
ჩამოუყალიბებელი პიროვნების შემთხვევაში კი არის მსხვერპლის პოზიციაში. გამუდმებით იტანჯავს თავს, აკრიტიკებს, განსჯის. სიყვარული კი სჭირდება, რათა შეავსოს ის სიცარიელე, რომელიც სულში აქვს.  მაგრამ სიყვარულის რესურსები არ გააჩნია. ამქვეყნად ყველაზე მეტად მარტოობის ეშინია, რადგან ასეთ დროს ვერავინ შეიყვარებს. არ შეუძლია სხვა ადამიანის მიღება ისეთის, როგორიც არის და ცდილობს, ის თავისი შეხედულებების მიხედვით გადააკეთოს.
გააკეთეთ რამე თქვენი რჩეულის ბედნიერებისა და კეთილდღეობისთვის. დაფიქრდით, რას მოელის თქვენგან და გაამართლეთ მისი მოლოდინი. მთავარია, სიხარულით აკეთებდეთ ამას. მერე დაინახავთ, როგორ იცვლება თქვენი პარტნიორი უკეთესობისკენ. გახსოვდეთ სიყვარული მოქმედებაა!

ქალური სიძლიერე

მითია, თითქოს კაცებს ძლიერი ქალების ეშინიათ. პირიქით, მამაკაცების დიდ ნაწილს უნდა, რომ გვერდში ძლიერი და საიმედო ქალი ჰყავდეს,  მაგრამ ასეთ  მამაკაცთან  ურთიერთობისას  აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ არის საკითხები, რომელზეც ის კომპორმისზე არ წამოვა. არ გაპატიებთ ურთიერთობაში  დაშვებულ შეცდომებს. აქცენტი თავიდანვე გააკეთეთ ორ რამეზე: დარწმუნდით, რომ მისთვის ნამდვილად სასურველი ხართ და მზად ხართ თუ არა, მისცეთ საკმარისი თავისუფლება და ეს თქვენთვის დისკომფორტი არ იყოს.
როგორია ძლიერი ქალი? ის ვერ აიტანს უპატივცემულობას.
ამიტომ, თუ მამაკაცს უნდა, გვერდით ძლიერი ქალი ჰყავდეს უნდა გაითვალისწინოს  და მიუდგეს, როგორც თანასწორს, მისი აზრები არ უნდა შეაფასოს, როგორც „გოგოს“ აზრები. მოკლედ, ზუსტად ისე უნდა მოექცეს როგორც უნდა, რომ თავად მოექცნენ. ასეთ ქალებთან დომინანტობა კაცს არ გამოუვა, ვინაიდან ისინი თავად არიან დომინანტები.
თუ თქვენი პარტნიორი ძლიერი ქალია, მზად უნდა იყოთ, რომ მრავალ საკითხში წამყვანი თავად იქნება, კერძოდ, ვერ აიტანს უთანასწორო ურთიერთობას. ამიტომ, ეცადეთ, არ გადალახოთ მისი პირადი საზღვრები.
თუ ძლიერი ქალი ერთხელ გეტყვით არას, არ ღირს მისი გადარწმუნება. ვინაიდან ამაზე უკვე შეიძლება აგრესიული რეაქცია ჰქონდეს. როგორც წესი, ისინი მკაცრად იცავენ თავის პირად საზღვრებს. ნუ ეცდებით ამ საზღვრების შევიწროვებას. დაუდექით გვერდით და დაეხმარეთ თავისი ოცნებების განხორციელებაში.
* ძლიერი ქალისგან არ უნდა მოელოდეთ სიჩუმეს, ის იხმაურებს, იტირებს, ემოციურად ილაპარაკებს და არასდროს მოერიდება თავისი ემოციების გამოხატვას. არ დაუშალოთ ეს. ძლიერი ქალები განსაკუთრებით საყვარელ ადამიანებთან არ ერიდებიან ამის გაკეთებას. გახსოვდეთ, ძლიერი ქალი დიდი ჯილდოა, პატარა, გვერდითი ეფექტებით.скачать dle 11.3