კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 როგორ უნდა მოიქცეს მამაკაცი, თუ ქორწინების შემდეგ კომპლექსები შეაწუხებს

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

ყველა ქალს აქვს ძლიერი სურვილი, შექმნას ოჯახი და შეინარჩუნოს მისი სტაბილურობა. ეს თავად ბუნებამ მოინდომა. სამაგიეროდ ძალიან ბევრ მამაკაცს, სწორედ ქორწინებაზე ფიქრი აკომპლექსებს. მათ რატომღაც სჯერათ, რომ ქორწინება კლავს ურთიერთობას. აუფასურებს სიყვარულს. და საბოლოოდ, როცა  ოჯახს მაინც ქმნიან,  ფიქრობენ, რომ ყველაფერი მორჩა და რომანტიკა მეუღლესთან ურთიერთობაში საჭირო აღარ არის.  პრობლემებიც სწორედ აქედან იწყება.

ლელა (29  წლის):  გამბედაობა არ მეყოფა, რომ ჩემს ქმარს დავუჯდე და ველაპარაკო. შეიძლება, არც მომისმინოს და  სამუდამოდ დავკარგოთ ერთმანეთი. მე კი ეს არ მინდა. ძალიან მიყვარს. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის შესახებ. ფაქტობრივად. ბრმად ვქმნით ოჯახს. გვიყვარს და ეს საკმარისი გვგონია. არავინ გასწავლის, როგორ უნდა შეინარჩუნო ეს სიყვარული. უნდა ვაღიაროთ, რომ როცა ცოლ-ქმარს შორის პრობლემები ჩნდება, ამაში მარტო მამაკაცი არასოდეს არის დამნაშავე.
– თვითკრიტიკა სწორი პოზიციაა.
– იცით, რა აღმოვაჩინე? ზოგჯერ სრულიად უცხო ადამიანების მიმართ უფრო მიმტევებლები ვართ, ვიდრე საყვარელი ადამიანების. მთელი ნეგატიური ენერგია „დასაცლელად“ სახლში მოგვაქვს  ან ქმრებზე ამოვანთხევთ, ან შვილებზე და საბოლოოდ თავად ვზარალდებით. არაფერს ვაკეთებთ ურთიერთობის იმ ფორმის შესანარჩუნებლად, რითაც ერთმანეთს სიამოვნებას ვანიჭებდით. ქორწინების შემდეგ ჩვენი ურთიერთობა უკეთესობისკენ არ შეიცვალა. ვამბობდი, ჩემზე კარგი ცოლი დედამიწაზე მეორე არ იქნება, ნახავთ, ქმარს როგორ გავანებივრებ-მეთქი. ჩემი გათხოვილი დაქალები იცინოდნენ: ჯერ არ მოგბეზრებია მისი ყურება და ასე იმიტომ ლაპარაკობ. გათხოვდები და ნახავ, მაგისი „პრივიჩკები“ როგორ გადაგიყვანს ჭკუიდანო. ძალიან მალე მომბეზრდა ოჯახური რუტინა. ჩემი ქმარი ჩვეულებრივად იღებდა ყველაფერს, რასაც მე ვაკეთებდი. საუზმე, სადილი და ვახშამი მომზადებული ხვდებოდა. სახლი ყოველთვის დალაგებული იყო, პერანგები გარეცხილი. მინდოდა, ყოველდღე შევექე. მაგრამ მამაკაცები ამას, ჩვეულებრივ, ვერ ხვდებიან. ქალებს ასეთი მოპყრობა გვაცოფებს. რომ არ გეხმარებიან, შენს ნაშრომს რომ წყალში ყრიან, მთელი დღის შრომით დალაგებულს რომ ერთ საათში აგირევენ, ამ ყველაფერს კიდევ შეეგუები, თუ საღამოს თავზე ხელს გადაგისვამენ და გეტყვიან, ჩემო საწყალო გოგო, როგორ დაიღალეო, ჩვენ მეტი მართლა არაფერი გვინდა. მამაკაცებს ჰგონიათ, რომ ძალიან პრეტენზიულები ვართ. სინამდვილეში, ხომ ხედავდა, რომ სიტუაცია უარესობისკენ იცვლებოდა. რატომ არაფერი გააკეთა. შეიძლება, ვინმემ თქვას, რა დროს წინდებია, ბედნიერი უნდა იყო, თუ ქმარი არ გღალატობს, თუ სამსახურიც აქვს და არ ლოთობსო, მაგრამ არ არის ადვილი ასატანი იმის შეგრძნება, რომ კაცს, რომელიც გიყვარს, ფეხებზე ჰკიდიხარ. ეჭვი გამიჩინა, სხვა ქალი ჰყავს და მასზე ფიქრობს-მეთქი.  ისე გამომიყვანა წონასწორობიდან, რომ ყოველ საღამოს ვჩხუბობდი და ვილანძღებოდი. ჩემი ქმარი, ამ დროს წყნარად იჯდა და მიყურებდა. თავს თუ გადააქნევდა უკმაყოფილების ნიშნად, თორემ ერთხელაც არ გაუცია პასუხი. დაასკვნა, „ისტერიჩკა“ ხარო. არადა, საერთოდ არ ვარ „ისტერიჩკა“ – ამას ყველა ჩემი მეგობარი, ნაცნობი და ახლობელი დამიდასტურებს. ყურადღება მაკლდა ჩემი ქმრისგან და ამიტომაც ვანჩხლობდი. რატომ არიან მამაკაცები ასეთი ეგოისტები. ვუთხარი, მგონი, აჯობებს, ცოტა ხნით ერთმანეთი დავასვენოთ და ცალ-ცალკე ვიყოთ-მეთქი. ამას რომ ვეუბნებოდი, იმედი მქონდა, რომ სასტიკ უარს მეტყოდა. თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ გააპროტესტებდა – „ხომ არ გაგიჟდი“, „არსად გაგიშვებ და მეც არსად წავალო“, მაგრამ თავი დამიქნია. როგორც შენ გინდაო. არ თქვა, რომ  თურმე, თვითონაც განიცდიდა ყველაფერს. მისი ძმაკაცი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რა მოგივიდა. ძალიან ნერვიულობს, ასე რომ შეიცვალე და იმასაც კი ფიქრობს, რომ შენს ცხოვრებაში სხვა მამაკაცი გაჩნდაო. გაურკვევლობა ყოველთვის ბადებს ეჭვს. აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობდით. კიდევ ისეთი რამეები მითხრა, რომ გავგიჟდი. თურმე, როგორ განიცდიდა, ჩემს საყვედურებს და უკმაყოფილო შენიშვნებს. რა აზრი ჰქონდა, მის ცოლად შერთვას, თუ ამით ჩვენს სიყვარულს წერტილი დაესმებოდა და ყველაფერი, რაც ჩვენს ურთიერთობაში კარგი იყო, დამთავრდებოდაო. მეც ხომ ზუსტად ამას ვფიქრობდი. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა. აღმოჩნდა, რომ ღია კარს ვამტვრევდი. არაფრიდან შევიქმენი პრობლემები. რატომ მინდოდა, რომ ჩემს ყაიდაზე გარდამექმნა ზრდასრული ადამიანი. ყველგან და ყველაფერში შეზღუდვა ნებისმიერს გამოიყვანს მოთმინებიდან. ეს აქ არ დადო, იქ არ დაჯდე, ტელევიზორს არ უყურო, სავარძელში არ ჩაიძინო. მოსწონს სავარძელში ძილი და მოკალი. ასეთი აკრძალვებით ცოლები იმას ვაღწევთ, რომ ქმრებს სახლში მოსვლას ვაძულებთ. იმიტომაც აღარ უნდა თავისუფლებისმოყვარე მამაკაცს ცოლის შერთვა. ცოლები, რაღაც მომენტში, მართლა „ვბურღავთ“ ტვინს. ძალიან ცუდად ვიქცევით და ვერ ვხვდებით ამას. სახლი ის ადგილია, სადაც ისვენებ ისე, როგორც გინდა და თუ ეს ადამიანი, მაგიდაზე ფეხების შემოლაგებით ისვენებს?!. ბევრ რამეს მივხვდი. კაცს როგორ ძალიანაც უნდა უყვარდე, შენს დაუსრულებელ საყვედურებს დიდხანს ვერ აიტანს და გაგექცევა. კიდევ კარგად მითმენდა.
– გამოდის, ყველაფერში თქვენ ყოფილხართ დამნაშავე.
– რადგან ვაღიარებ ამას, არ ნიშნავს რომ ჩემმა ქმარმა თავი ამაყად ასწიოს და თქვას, რომ მართალი ყოფილა. როცა ჯაჯღანს ვიწყებდი,  მომფერებოდა, ეკოცნა ჩემთვის და ეთქვა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან ვუყვარდი. მე მაშინვე გავჩერდებოდი და ვაპატიებდი. ჩვენ შორის გაჩენილი ბზარიც აღარ გადიდდებოდა. გეუბნებით, ქალის გულის მოსაგებად ბევრი რამე არ არის საჭირო. თავზე ხელის გადასმა საუკეთესო წამალია. კაცებს კი ესეც ეზარებათ.
– ძნელია იპოვო კაცი, რომელსაც სურვილი გაუჩნდება, მუდმივად მოჯაჯღანე ქალს მოეფეროს.
– საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთმანეთს სულ გაღიზიანებული და უკმაყოფილო ტონით ველაპარაკებოდით. საშინელება იყო. წავიდოდი სამსახურში და საკუთარ თავს ვაძლევდი პირობას, რომ საღამოს  ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. მაგრამ დავბრუნდებოდი, მოვიდოდა ჩემი მეუღლე სახლში, გააკეთებდა რაღაც ისეთს, რაც გამაღიზიანებდა და ყველაფერი თავიდან იწყებოდა. როცა ფიქრობ, ქმარს გამოასწორებ ან შენს ყაიდაზე გადააკეთებ, იქ იღუპები. ეს ძალიან დიდი შეცდომაა. ვეცდები, რომ აშარი და ანჩხლი ქალის იარლიყი მოვიშორო. არ ვარ ასეთი. მე ისევ ძალიან მიყვარს ჩემი ქმარი და მინდა, რომ მასთან ვიცხოვრო. ტვინს აღარ გავუბურღავ, ოღონდ თვითონაც უნდა დამეხმაროს. მე ვიცი, რომ უკვე კომპლექსი ჩამოვუყალიბე. დარწმუნებულია, რომ ქორწინება კლავს ყველაფერს რომანტიკულს და კარგს, რაც ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში შეიძლება იყოს, მაგრამ დავუმტკიცებ, რომ ასე არ არის. უბრალოდ, მისი მხრიდან, ცოტა მეტი ყურადღება და მოფერება მინდა. სიყვარული არსად წასულა. უბრალოდ, სძინავს და ერთად უნდა გავაღვიძოთ.
скачать dle 11.3