კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 მფრინავი ინდოელები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე


ანუ „სხვა მეფე იჯდეს ინდოეთს?!“

​თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანიამ „ტავ ჯორჯიამ“ გვაუწყა, რომ საქართველოს საავიაციო ბაზარზე, არც მეტი, არც ნაკლები, ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანია (სახელდობრ, „ინდიგო“) შემოდის (2019 წლის თებერვლიდან). ისეთი კეთილშობილური მიზნით, როგორიც დელი-თბილისი-დელის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების განხორციელებაა, თანაც – ყოველდღიურად.
საქართველოს საავიაციო ბაზრისადმი ინტერესი კი (ცხადია, „ინდიგოს“) ამ გაზაფხულზე გაღვივებიათ. სანამ ისინი იდეის ხორცშესხმის პროცესში არიან, მოგახსენებთ, რომ „ინდიგო“  59 მიმართულებით დაფრინავს (ინდოეთშივე და ინდოეთიდან და უკან) და მგზავრთა ნაკადით, ინდოეთის ავიაბაზრის 43 პროცენტით უჭირავს.
ჩვენს თანამემამულეთა ნაწილი დიდი აღფრთოვანებით შეხვდა სიახლეს და მართლაც, რა სჯობს, თუკი დელიში პირდაპირი რეისით მოვხვდებით, ოღონდ, რაკი ტარიელივით ვერ დავიკვეხნით, სხვა მეფე იჯდეს ინდოეთს, მე მერტყას ჩემი ხმალია, არ იქნებოდა ურიგო, დავფიქრებულიყავით, რა საფუძველი აქვს ხსენებულ „ინდიგოს“ ყოველდღიური ფრენებისთვის?!
ხოლო, რაკი ცხადზე უცხადესია, რომ ჩვენ ვერ ამოვავსებთ იმ თვითმფრინავებს, თანაც – ყოველდღიურად, მაშასადამე, იქიდან წამომსვლელთა რაოდენობაა გაზრდილი.
და, თუ ამას დავამატებთ, რომ ინდოეთის მოსახლეობა, ლამისაა, ჩინეთისას უტოლდება, იბადება კითხვა: ჩვენ სად წავიდეთ, ჩვენ?!
скачать dle 11.3