კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

№46 რა ტრაგედია გადაიტანა ირაკლი ჩიხლაძის ოჯახმა და რატომ არ უნდა მას ცოლის მოყვანა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ტელეწამყვანი ირაკლი ჩიხლაძე ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა. ჟურნალისტური მოღვაწეობა ჯერ კიდევ პირველ კურსზე, ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში დაიწყო და მას შემდეგ თითქმის ყველა არხი მოიარა. ახლა ის „იმედის“ სახეა.
ირაკლი ჩიხლაძე: სკოლის პერიოდშივე გადავწყვიტე,  რომ ჟურნალისტი უნდა ვყოფილიყავი. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე და პირველი კურსიდანვე ადგილობრივ ტელევიზიაში, „რიონში“, დავიწყე მუშაობა, სადაც რვა წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. 2007 წელს, „იმედის“ დარბევის შემდეგ, ტელევიზია თავიდან რომ გაიხსნა, ადგილობრივმა კორესპონდენტმა მითხრა, ჟურნალისტები სჭირდებათ და იქნებ, სცადოო. თბილისში, ამ სფეროში იმდენად ჩაკეტილი სივრცე იყო, რომ მისი გარღვევა წარმოუდგენელი მეგონა. მაგრამ მაინც დავურეკე საინფორმაციო სამსახურის უფროსს, მაია თაბაგარს და ვუთხარი, რომ სტაჟირების გავლა მინდოდა. მითხრა: კვირა დღეს ჩამოდი, რომ ტელევიზიაში ბევრი ხალხი არ იყოს და არ დაკომპლექსდეო. რიგითი ჟურნალისტი რეკავდა  რეგიონიდან და დიდი მოლოდინი არ მქონდა, მაგრამ მითხრეს, რომ წამყვანს ეძებდნენ და მოდი, „პრობი“ ჩავწეროთო. შემეშინდა, ძალიან ვინერვიულე – პირველად ვხედავდი ასეთ სტუდიას, სუფლიორს, „ყურს“. თუმცა ჩაწერის შემდეგ მაიამ მითხრა, ზუსტად შენნაირ წამყვანს ვეძებდითო. რომ მითხრეს, „რვასაათიანი ქრონიკის“ წამყვანად უნდა დავესვი, მთელი გზა – თბილისიდან ქუთაისამდე ვფიქრობდი, ხომ არ მეხუმრებიან-მეთქი?! თუმცა, ყველამ ვიცით, მერე „იმედს“ რაც დაემართა და სამწუხაროდ, ჩვენი თანამშრომლობა ვეღარ შედგა. მე ქუთაისის ტელევიზიაში განვაგრძე მუშაობა და ამ ყველაფერზე აღარც ვფიქრობდი. მერე გაიხსნა ინტერნეტტელევიზია „აიტივი“ და ისევ მაია თაბაგარმა შემომთავაზა რეგიონალური კორესპონდენტობა. რამდენიმე თვეში მედიის საერთაშორისო კონკურსში გავიმარჯვე და საზღვარგარეთ ორწლიანი გრანტით უნდა წავსულიყავი. მაშინ თბილისში დასამშვიდობებლად ჩამოვედი. მაიამ მითხრა, აქ გვჭირდებიო და გადავწყვიტე, დავრჩენილიყავი. მაგრამ ერთ დილას აღმოვაჩინეთ, რომ „აიტივის“ სხვა მფლობელები ჰყავდა და მოკლედ, ჩვენც შეგვეხო ცნობილი მოვლენები. მე იგივე პოსტზე დარჩენა შემომთავაზეს, მაგრამ პირველივე დღეს გეგმა მოითხოვეს. შაშკინის საკმაოდ ვრცელი და მწვავე ინტერვიუ კი, რომელიც იმ ხელისუფლებისთვის არც ისე მომგებიანი იყო, დამიბლოკეს და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგ პირობებს მთავაზობდნენ, განცხადება დავწერე და წამოვედი. მერე „მაესტროდან“ პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანობაზე მივიღე შემოთავაზება, მაგრამ 24 წლის ასაკში ამის ამბიცია არ მქონდა და გადავწყვიტე, ყველაფერი ნულიდან დამეწყო. შემდეგ მე და ხატია ქვათაძემ ჩავიბარეთ მთავარი საინფორმაციო და ასე იყო 2012 წლის არჩევნებადე. მერე იყო „მეცხრე არხი“. ბევრი მეუბნებოდა, რატომ მიდიხარ პარტიის ტელევიზიაშიო?! კი, ეს იყო კონკრეტული ლიდერის ტელევიზია, მაგრამ რასაც ვხედავდი, ჩემთვის მისაღები იყო. იქ მქონდა საავტორო შოუ „ღია ეთერი მოვლენათა ეპიცენტრში“. შემდეგ ეს არხი დაიხურა და „პირველ არხზე“ გადავედი მთავარი გამოშვების წამყვანად. მერე იყო ისევ „მაესტრო“, სადაც მე და ხატია მათივე შემოთავაზებით დავბრუნდით. რაღაც პერიოდის შემდეგ კი, როგორც იცით, „მაესტრო“ „იმედის“ ჰოლდინგში გაერთიანდა. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ასე არ ვფიქრობდი, საბოლოოდ დავთანხმდი „იმედზე“ გადმოსვლას. დასაწყისში მეშინოდა, მიუხედავად ჩემი გამოცდილებისა, ამ არხს სხვა აუდიტორია ჰყავს, მაგრამ მალევე მომეხსნა კომპლექსები. თუმცა, არასდროს ვუყურებ ჩემს ეთერს და ამის გამო ყველა მეჩხუბება. რა ვქნა, არ შემიძლია, ძალიან ვიძაბები, არაფერი მომწონს და მირჩევნია, საერთოდ არ ვნახო.
– ბოლო დროს, ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული იყო ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ. ბევრის აზრით, მასთან საკმაოდ ლოიალური იყავით. წეღან შაშკინის მწვავე ინტერვიუ ახსენეთ. რატომ არ იყო ივანიშვილთან ინტერვიუ მწვავე?
– პირველ რიგში, დავაზუსტებ, რომ შაშკინთან ინტერვიუ მე, როგორც საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა დავგეგმე, თუმცა უშუალოდ გადაღებაზე ახალი ამბების ერთ-ერთი ჟურნალისტი იმყოფებოდა. რაც შეეხება უშუალოდ ჩემს მწვავე ინტერვიუებს, ასეთი ბევრი იყო ჩემი კარიერის მანძილზე და ვიცი, რომ მომავალშიც ბევრი იქნება. ერთ-ერთი ბოლო ასეთი მწვავე ინტერვიუ მახსენდება ლევან მურუსიძესთან, ასევე საქართველოს მოქმედ პრეზიდენტთან. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს თოქ-შოუების წამყვანებთან, ვერ დაგეთანხმებით, რომ აქტუალური კითხვები არ მქონდა. არ ვფიქრობ, რომ ამ თემაზე ახლა ბევრი უნდა ვისაუბრო, თუ მსგავსი შეხვედრის შესაძლებლობა კიდევ მექნება, ისევ მივიღებ მონაწილეობას და დავსვამ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც იმ დროისთვის აქტუალური იქნება.
– თუმცა, ზუსტად ის იყო კრიტიკის მიზეზი, რომ ბევრი კითხვა არ დაგისვამთ. ბევრისთვის ისიც მინუსი იყო, რომ ინტერვიუში მხოლოდ მეორმოცე წუთზე ჩაერთეთ... იმასაც წერდნენ: „კინაღამ ჩამოეძინაო“...
– ვფიქრობ, ამის მიზეზს მაყურებელი კარგად მიხვდა, თანაც ჩემი სტილი ნამდვილად არ არის რესპონდენტს თითოეულ სიტყვაში ჩავეჭრე, იქ ხომ საკუთარი თავის წარმოჩენით არ ვიყავი დაკავებული?! მოვისმინე ჩემი კოლეგების დასმული კითხვები, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მათი საშუალებით ინფორმაციული პასუხები მივიღე. სტილი, რომელიც იქ ვნახეთ, ჩემთვის, ზოგადად, მიუღებელია. „რესპონდენტის ცემა“ არ ნიშნავს იმას, რომ ინტერვიუ კარგი გამოვა. მთავარი ჩემთვის ყოველთვის მაყურებელია და ზოგადად, მიმაჩნია, რომ ჟურნალისტების მთავარი მიზანი კითხვებზე პასუხების მიღებაა და არა შოუს მოწყობა.
– გადავიდეთ სხვა თემებზეც – რა ხდება ჟურნალისტური აბების მიღმა ცხოვრებაში?
– კვირაში შვიდი დღე ვმუშაობ და შესაბამისად, ძალიან ცოტა დრო მაქვს. თუმცა, ყოველთვის ვცდილობ დროის გამოყოფას მეგობრებისთვის და ოჯახის წევრებისთვის. დედა ემიგრანტია და საბერძნეთში ცხოვრობს. იქაა ჩემი დაც, რომელსაც ბერძენი მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს. დედა თექვსმეტი წელია, იქ ცხოვრობს. პირად ცხოვრებას რაც შეეხება, ჯერჯერობით საინტერესო არაფერი ხდება. ოჯახის წევრებისგან დამღალა ფრაზამ – „ცოლი რატომ არ მოგყავს?“ და ჩემი პასუხი არის ხოლმე – „არ მინდა და არ მომყავს“ (იცინის).
– მამა?
– მამა აფხაზეთის ომის მონაწილე იყო. ძალიან ვამაყობ მისით. გული მწყდება, რადგან ომიდან სრულიად ჯანმრთელი დაბრუნდა და ერთ დილას, ვარჯიშის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა. ძალიან დიდი სტრესი ჰქონდა გადატანილი. საოცარი ისტორიები მაქვს მოსმენილი მის შესახებ, თუმცა მისგან – არცერთი. ის იყო იმ თვითმფრინავში, რომელიც აფხაზებს უნდა ჩამოეგდოთ, მან ეს იცოდა და მაინც იქ იჯდა; გადაარჩინა ქართველი, რომელსაც ორივე ფეხი, პრაქტიკულად, დაკარგული ჰქონდა, მაგრამ მოახერხეს და შეუნარჩუნეს; გაათავისუფლა აფხაზების ალყაში მოქცეული ახლობელი და ძალიან რომ აღარ გავაგრძელო, ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული. ეს ისტორია ჩემთვის ძალიან მძიმე ემოციებთანაა დაკავშირებული.
– დედის ემიგრაცია სტანდარტული ისტორიაა?
– ყველამ ვიცით, როგორ რთულ პირობებში გვიწევდა ცხოვრება იმ პერიოდში და დედამ აქ რომ ვერაფერი ნახა, გადაწყვიტა, წასულიყო. რუსული ენის პედაგოგი იყო და იმდენი რა უნდა ემუშავა, რომ ოჯახი შეენახა?! მამა სამხედრო იყო და მაშინ მათ ძალიან მცირე შემოსავალი ჰქონდათ. ეს იყო ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება, მაშინ თოთხმეტი წლის ვიყავი, მისი წასვლის შემდეგ ოჯახში ყველაფერი შეიცვალა. დედის წასვლიდან ორ თვეში დაიღუპა მამა. ჩვენი ოჯახისთვის ძალიან სტრესული პერიოდი იყო. მას შემდეგ დედა იქაა. გაგიკვირდებათ, მაგრამ არასდროს უყურებს ჩემს გადაცემას, რადგან ამ დროს ძალიან ნერვიულობს. სულ გვაქვს საუბარი მის დაბრუნებასთან დაკავშირებით, მაგრამ მგონია, ისეთი სტრესი აქვს გადატანილი მამის გამო, რომ საერთოდ არ უნდა დაბრუნება. თვითონ არცერთხელ არ ჩამოსულა, თუმცა წელიწადში ორი თვე მთელი ოჯახი მასთან ვართ და სხვა დროს სოციალური ქსელით ვკონტაქტობთ.
скачать dle 11.3