კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 ვისთან ცხოვრობს დათო გომართელი ცოლთან დაშორების შემდეგ და რატომ სჭირდებოდა მას „კაგებეს“ ჩარევა საყვარელი ქალის გამო

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

მომღერალ დათო გომართელის ცხოვრებაში არის ადამიანი, ვინც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს მისი ნანატრი შვილი დაშაა. მართალია, დათო ცოლს გაშორდა, თუმცა, მასთან ცივილური ურთიერთობა აქვს. ხოლო, ვინ არის მისი ახალი სიყვარული, ვის გვერდითაც ის ბედნიერად ცხოვრობს, როგორი ურთიერთობა აქვს შვილთან და რის გამო ფიქრობს, რომ მარტოხელა მებრძოლია, ამას ინეტრვიუდან შეიტყობთ.
დათო გომართელი: მიმაჩნია, რომ ადამიანი, რამდენიმე ცხოვრებას გადის და რამდენიმე ცხოვრებით ცხოვრობს. მაგალითად, მე სხვა ეპოქაში დავიბადე, მერე იყო სკოლა, სტუდენტობა, დაოჯახება... შემდეგ  ბევრი ცვლილება მოხდა როგორც ჩემში, ასევე პოლიტიკურად ქვეყანაში. ვთვლი, რომ სამი ცხოვრება გავიარე და ახლა, მეოთხე ცხოვრებას გავდივარ და წინ კი, კიდევ ბევრი ცხოვრება მაქვს გასავლელი.
– განვლილი ცხოვრებიდან არის ისეთი მომენტები, რისი გახსენებაც არ გინდა? მაგალითად, ექსტრემალურ სიტუაციაში თუ მოყოლილხარ და სიკვდილისთვის თვალებში ჩაგიხედავს?
– ვერ გეტყვით, რამის გახსენება არ მინდა. რაღაც-რაღაცებს, უბრალოდ, არ ვაქცევ ყურადღებას და ვატარებ. მაგალითად, თუ ვინმე ცუდ რამეს ფიქრობდა ან აპირებდა ჩემ მიმართ, არ ჩავრეულვარ და ჩემგან დამოუკიდებლად დაისაჯა. რაც შეეხება ექსტრემალურ სიტუაციას, ავარიაში მოვყევი და სასწაულად გადავრჩი. ტელევიზიით კი გამოაცხადეს, დათო გომართელი მოკვდაო. ბადრი პატარკაციშვილი „ურეკის ქალაქს“ ხსნიდა. საზეიმო ღონისძიება იყო და მეც მიწვეული გახლდით. იქ მივდიოდი, მანქანაში მეჯდა მეუღლე და ორი იტალიელი სტუმარი. გორის გზაზე, ქარელთან, საპირისპირო გზაზე თივით დატვირთული მანქანა მოდიოდა. თივამ დაიწყო დაშლა და ძირს ცვენა. ვიფიქრე, ავაცილებ მანქანას-მეთქი და ხრეშიან გზაზე გადავედი. იქიდან ასფალტიან გზაზე გადმოსულს, მანქანა მომისრიალდა, ხუთჯერ გადაბრუნდა და „კანაოში“ ჩავარდა. მანქანიდან რომ გადმოვედი, პირველი, რაც გავაკეთე, სახლში დავრეკე. ვიცოდი, გააშუქებდნენ, მომღერალი დათო გომართელი ავარიაში მოყვაო და ჩემები გადამერეოდნენ. მაგრამ, ის კი არ გააშუქეს კარგად არის და გადარჩაო, თქვეს მოკვდაო. პატარკაციშვილსაც ასე უთხრეს და ისე განიცადა ჩემი გარდაცვალება, ღონისძიების გადადება მოითხოვა. მოკლედ, მომკლეს და მაინც ცოცხალი ვარ (იცინის). სამოქალაქო ომის დროს კი, რუსთაველზე, ყურთან ისე ახლოს ზუზუნებდა ტყვიები, ბეწვზე ვარ გადარჩენილი. ასე რომ, სამი ცხოვრების ეტაპი გავიარე და  ფაქტობრივად, ორჯერ გადავურჩი სიკვდილს.  
– ვერაზე გაიზარდე. მაშინ ამ უბნის ბიჭები სულ პრობლემებში ეხვეოდნენ, იყო ჩხუბები. შენც იღებდი ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობას და შარში თუ გაგიყვია თავი?
– დიახ, ვერაზე გავიზარდე, გარჩევები ხდებოდა. შარში თავის გაყოფისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ერთ ამბავს მოგიყვებით: ზოგადად, მარტოხელა, მებრძოლი ადამიანი ვარ. მირჩევნია, ჩემი პრობლემები თავად მოვაგვარო. რაც ჩემი გადასაწყვეტია, სხვების ჩარევა და „არიქა, მიშველეთ“ არ მჩვევია. მოკლედ, ადრე ვერაზე მეგობართან მომივიდა კამათი, დამარტყა, დავარტყი და დავნიშნეთ „სტრელკა“ მრგვალ ბაღში. მეორე დღეს ავიღე დიდი ნაჯახი, დავმალე პალტოს შიგნით და წავედი. იმ ჩემმა მეგობარმა კი, საქმის გასარჩევად ოცი კაცი მოიყვანა. მარტო რომ დამინახეს, გაუკვირდათ და მითხრეს: თუ მარტო მოხვედი, „საღოლ“, ძმაოო და იქვე, ხელის ჩამორთმევით მოგვარდა სიტუაცია.
– წინააღმდეგობა რომ გაეწიათ, ნაჯახს გამოიყენებდი და გაიმეტებდი მოსაკლავად მეგობარს?
– აფექტური ადამიანი კი ვარ, მაგრამ მოკვლით, ვერ მოვკლავდი. უბრალოდ, ნაჯახით დავიცავდი თავს და მისი ქნევის დროს, ვის მოხვდებოდა, კაცმა არ იცის. მთავარია, ჩხუბი არ დაიწყოს...
– თქვი, აფექტური ვარო. თუმცა იმასაც ამბობენ, დათო მკაცრი და რთულია, ყველა ადამიანთან საერთო ენას ვერ პოულობსო. ასეა?
– გახსნილი არ ვარ და ყველა ადამიანთან საერთო ენას ვერ გამოვნახავ. თუ ადამიანს ჩემი იუმორი და საუბარი არ ესმის, იმასთან ვერ ვიურთიერთებ. იმიტომ კი არა, რომ ჩემს დონედ არ მიმაჩნია და ჩემს თავზე დიდი წარმოდგენა მაქვს, იმიტომ რომ, ვერ გამიგებს. მადლობა ღმერთს, მეგობრებში გამიმართლა და ბევრი მყავს, ვისაც ვენდობი.
– ვიცი, რისკიანი ადამიანი ხარ. ექსპერიმენტები თუ გიყვარს და იყო თუ არა რისკი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობა? როგორ დათანხმდი?
– რატომ არ უნდა დავთანხმებულიყავი?
– თუნდაც, იმიტომ რომ იცოდი, ძალიან ძლიერი კონკურენტები გეყოლებოდა.
– მე მათ კონკურენტებად არ მივიჩნევდი. იმიტომ კი არ დავთანხმდი, ვინმესთვის მეჯობნა და მომეგო... მე წავედი, რომ ჩემი შესაძლებლობები მეჩვენებინა. ჩემთვის მთავარია, ადამიანი ვითარდებოდეს. ამ შოუში ძალიან კარგი ხალხი გავიცანი და უფასოდ ვისწავლე ცეკვის ის ილეთები, რაშიც ბევრ ფულს იხდიან. მე თუ სახლში ვიჯექი და კომპლექსები გამიჩნდა, არ იქნება სწორი. ხელოვანი ადამიანი ვარ და ვიცი, სადამდე შემიძლია მივიდე და სადამდე – ვერა. მართალია, პროექტი დავტოვე, მაგრამ არ მწყენია. არც ვარჯიში ჩამყრია წყალში და არც გაწეული შრომა. საოცარი ქორეოგრაფები გავიცანი, რაც შემეძლო, ვისწავლე და ვაჩვენე. დიდი მადლობა ხალხს, რომ მხარს მიჭერდნენ. ბევრმა მითხრა, შენ გამო ჩავერთეთ ამ პროექტში და ვუყურებდითო.
– ჟიურის წევრმა, ზაკმა, ცეკვის შეფასებისას, შენს წლოვანებაზე რომ გაამახვილა ყურადღება, არ გწყენია?
– მას წლები არ მოუმატებია, უბრალოდ, თქვა: შენხელა რომ ვიქნები, საერთოდ, ან ვიცეკვებ ან ვერაო. ეს, მე ქებად მივიღე. ამ ასაკში რომ რისკავ, ბედავ სცენაზე გამოსვლას და ცეკვას, მისი მხრიდან ასეთი შეფასება სწორად მიმაჩნია. წლოვანებას არასდროს ვმალავ, 57 წლის ვარ და მგონია, კიდევ ბევრი შემიძლია.
– შენს ცხოვრებაში იყო დიდი სიყვარული, ოჯახური თანაცხოვრება, ნანატრი შვილის დაბადება... თუმცა, ცოლს დაშორდი და ახალი სიყვარული იპოვე. ვიცი, ამ თემაზე არ საუბრობ, მაგრამ უნდა გკითხო, როგორი დამოკიდებულება გაქვს ყოფილ ცოლთან  და შვილთან?
– მე და მარიშა დიდი ხანი ველოდით შვილს და ერთ დღესაც, ღმერთმა, დაშას სახით, დიდი საჩუქარი გაგვიკეთა. თუმცა, არასდროს არ უნდა თქვა არასდროს! მე და მარიშა გავშორდით, თუმცა დაშა ახლა დიდი გოგოა, 9 წლის და ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. ყველა ამბობს, დაშა შენ გგავსო, მაგრამ ცისფერთვალებაა, თეთრი, ქერა ბავშვი და მე, ვერ ვიმსგავსებ (იცინის). თუმცა, ხასიათებით და მუსიკალური სმენით მგავს. სხვანაირი ბავშვია, დინჯი, წესიერი. ხატვა უყვარს და უნდა, რომ ვეტერინარი გამოვიდეს. მართალია, დედასთან ცხოვრობს, მაგრამ მის ცხოვრებაში ჩართული ვარ, მიმყავს სკოლაში, ვსეირნობთ, ვამეცადინებ, მესაიდუმლოება... ერთი დღე რომ არ ვნახო, ცუდად ვარ, ის ჩემი ცხოვრების მთავარი ქალბატონია. რაც შეეხება დაშორებას, მე არ ვარ ის კაცი, ცოლს მოვატყუო. შემიყვარდა სხვა ადამიანი და ტყუილში და გაურკვევლობაში ცხოვრებას მერჩივნა, როცა დრო და მომენტი დადგა, ცოლისთვის ეს ამბავი პირდაპირ მეთქვა.
– ვინ არის ის ადამიანი, ვისი სიყვარულის გამოც შენი ცხოვრება შეცვალე? სად გაიცანი და დღეს ერთად ცხოვრობთ?
– ტატიანა ვოლიანსკაია, რვა წლით უმცროსია ჩემზე. პოლონური წარმოშობისაა, მოსკოვში ცხოვრობდა, თუმცა თბილისში გაიზარდა. პროფესიით დენტისტია, მაგრამ ახლა, არ მუშაობს. მე და ტატამ, კახეთში გავიცანით ერთმანეთი და შეგვიყვარდა. დღეს ერთად ვცხოვრობთ.
– ტატას და დაშკას როგორი ურთიერთობა აქვთ?
– ძალიან კარგი.
– მარიშასთან თუ გააწერე ხელი და როდის გეგმავ ახალი ურთიერთობის დაკანონებას?
– მარიშასთან ხელი გაწერილი არ მაქვს, თუმცა ვფიქრობ, ქაღალდზე ხელის მოწერა, ურთიერთობაში არაფერს ცვლის. მე, არ შემიძლია ტყუილში ცხოვრება და სხვასაც ვერ  ვაცხოვრებ, ამიტომ, გადავდგი ეს ნაბიჯი. ბევრი ოჯახი ვიცი, ვითომ ერთად არიან, ოჯახი ჰქვიათ და ფაქტობრივად, ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მე ასე არ შემიძლია. ჩუმად ესემესების წერას და მალულად ტელეფონზე საუბარს, მირჩევნია, სიმართლე ვთქვა. მარიშამ ეს ყველაფერი საღად მიიღო და დღეს ყოველდღიური, ცივილური ურთიერთობა გვაქვს.
– ახალ სიყვარულთან ერთად, საზოგადოებაში არ ჩანხარ. რატომ?
– ჩვენ ყველგან ერთად ვართ. თუმცა, გააჩნია შეხვედრებს.  
– საყვარელ ქალს საჩუქრებითა და სიურპრიზებით ანებივრებ?
– როგორც შემიძლია, ვანებივრებ. ქალი რომ ასიამოვნო და მისი გული მოიგო, კაცმა ყველაფერი უნდა გააკეთო და გამიკეთებია (იცინის). საყვარელი ქალისთვის ოთახი ყვავილებით ამივსია, უცხოეთში გამიცილებია, მე ჩამისწრია და დავხვედრივარ... ახლა ეს შეიძლება, ადვილად და ბანალურად ჩათვალოს ვინმემ, მაგრამ მაშინ,  „კაგებე“ უნდა ჩაგერია, რომ უცხოეთში ჩასულიყავი, მე ვახერხერებდი (იცინის).
скачать dle 11.3